კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოირჩევიან სირიაში ტერორისტი ჩინელები განსაკუთრებული სისასტიკით, რატომ ანგრევენ ჩინეთში მეჩეთებს და რატომ არის დიდი სახელმწიფოების ინტერესი საბრძოლო დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში

მართალია, დღეს უკვე ლამის მთელი მსოფლიოა დაინტერესებული ისლამური სახალიფოს განადგურებით, თუმცა ეს არ ცვლის რეალობას, რომ თავის დროზე ტერორისტული სახელმწიფო ცარიელ ადგილას არ შექმნილა და ის გარკვეული პოლიტიკური კომბინაციების შედეგია. ვინ არის ისლამური სახელმწიფოს მთავარი ბირთვი, ვისი ინტერესი იყო ამ ტიპის წარმონაქმნის შექმნა და მოხერხდება თუ არა ამოშვებული ჯინის ისევ ბოთლში ჩაბრუნება – თემას იოსებ ზაალიშვილთან ერთად განვიხილავთ.

 – ვინ არის ის ძირითადი ბირთვი, რომლებიც მოიაზრებიან ისლამური სახალიფოს შემქმნელებად?
– ისლამური სახელმწიფოს შექმნის სათავეში დგას ერთი ადამიანი, წინასწარმეტყველი მუჰამედი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ისლამს.
– იდეოლოგიურ საფუძველს გულისხმობთ?
– დიახ, ისლამური სახელმწიფოს შექმნის იდეოლოგია მთლიანადაა დაფუძნებული მუჰამედის სწავლებაზე: ყურანსა და შარიათზე. რაც შეეხება დღევანადელი ხალიფატის იდეის განმხორციელებლებს, მას მრავალი ავტორი ჰყავს. დამნაშავე ამაში, ჩემი აზრით, არის ყველა დიდი სახელმწიფო, რომელსაც შეხება ჰქონია ახლო აღმოსავლეთთან. გარკვეულწილად, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანიაც. გვახსოვს, რომ რუსები აფინანსებდნენ სუნიტურ შეიარაღებულ ფორმირებებს, ისეთს, მაგალითად, როგორიცაა „ჰამასი“.
– რომელიც მიესალმა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების აღიარებას.
– დიახ… მინდა გავიხსენო, აგრეთვე, სუნიტური ტერორისტული ორგანიზაცია –  „მუსლიმანური საძმო“, რომელიც ეგვიპტის ხელისუფლებაში, ფაქტობრივად, ამერიკამ მოიყვანა და პირადად ჰილარი კლინტონი უწევდა ლობირებას მუამედ მურსის, რომელიც ეგვიპტის პრეზიდენტად აირჩიეს მუბარაქის დამხობის შემდეგ.
–  მკითხველს შევახსენოთ, რომ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ეგრეთ წოდებულ არაბულ გაზაფხულზე.
– გაზაფხული თუ ზამბარა, „სფრინგს“ ორი განმარტება აქვს ინგლისურად.
– მესამეც, ნაკადულსაც ნიშნავს.
– დიახ. რაც შეეხება სირიას: მართალია, სირიის ტერიტორია ოტომანთა იმპერიაში შედიოდა, მაგრამ უფრო ფრანგების კონტროლქვეშ იყო. ეგვიპტე, სუეცის არხი და სირიის ტერიტორია ფრანგული ზეგავლენის სფერო იყო. სხვათა შორის, 1996 წელს ბაქოში შევხვდი საფრანგეთის სამხედრო უწყების წარმომადგენელს, ვსაბურობდით ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებზე. მოგეხსნებათ, მაშინ ჯიჰადი მიმდინარეობდა ჩეჩნეთში და საუბრისას ფრანგმა ასეთი რამ თქვა: ჩვენთან ძალიან ბევრი მუსლიმანი ცხოვრობს და ვფიქრობთ მათი მოცილების გეგმაზე, რომ შევუქმნათ სახალიფო და ვისაც მუსლიმანური წესებით უნდა ცხოვრება, იქ წავიდესო. საერთოდ, ევროპაში იდეა – შეექმნათ ისლამური სახელმწიფო შარიათის კანონებით – არსებობდა, რათა თავიდან მოეცილებინათ ემიგრანტი მუსლიმანები. თუმცა პირველად მუსლიმანი ემიგრანტები მემარჯვენე შარლ დეგოლმა ჩაიყვანა, იმიტომ რომ, მაშინ საფრანგეთში მუშახელის პრობლემა იყო: ფრანგები მემარცხენე მიდრეკილების ხალხია, მუშაობის ნაცვლად პენსიასა და სოციალურ დახმარებაზე უნდოდათ ცხოვრება, მაგრამ დეგოლმა ასეთი ფანდი ჩაუტარა მათ. თუმცა, ამის შემდეგ ვიცით, რა ხდებოდა საფრანგეთში: პარიზში რომ გაივლი, ისლამური სახალიფოს ქალაქი შეიძლება, გეგონოს, იმდენი მუსლიმანი ცხოვრობს. რაც შეეხება გერმანიას: გერმანია არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის მოქალაქესაც თურქეთში შეუძლია, შეიძინოს ნებისმიერი საკუთრება: მიწაც კი.
– გერმანია ერთხანს იაფი ფურქი მუშახელის იმედად იყო.
– არა მარტო, თურქების გერმანიაში ჩასვლამდე დაიწყო ეს პროცესი, თურქებმა თვითონ მისცეს გერმანელებს ეს შეღავათი. ამის შემდეგ გერმანიამ მიიღო იაფი მუშახელი თურქების სახით და ჩვენ ვიცით, რომ დღეს რვა მილიონამდე მუსლიმანი ცხოვრობს გერმანიაში. იქ საუბარი უკვე იმაზეა, რა ჯობია, ბერლინს ჰომოსექსუალი მერი ჰყავდეს თუ მუსლიმანი. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს: ირანში, აზერბაიჯანში, თურქეთშიც და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში, ბრიტანეთი და მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობკომპანია „ბრითიშ პეტროლიუმი“ მოიპოვებს ნავთობს. ამდენად, დიდი ბრიტანეთის ინტერესიცაა არეულობა იმ ტერიტორიაზე, რომ „ბრითიშ პეტროლიუმმა“ იაფად შეიძინოს ნავთობი, რომ ფასწარომმქმნელი იყოს ნავთობის ბაზარზე. თან, ჩვენ კარგად გვახსოვს ასეთი პიროვნება, ლოურენს არაბიელი, რომელმაც ოტომანთა იმპერია ააფეთქა. მოახერხა, რომ ოტომანთა იმპერიაში დაწყებულიყო არაბული აჯანყება, რის შედეგადაც არაბული ტომები გამოეყვნენ ოტომანთა იმპერიას, რამაც ის დაასუსტა და საბოლოოდ დაამარცხა. აქედან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთის ინტერესიცაა ახლო აღმოსავლეთში ნავთობის ფასის კონტროლი. თან, დიდ ბრიტანეთს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს საუდის არაბეთთან, რომელიც „ოპეკის“, ნავთობმომპოვებელი ქვეყნების საბჭოს ერთ-ერთი მთავარი წევრია და დიდი ბრიტანეთი ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები საუდის არაბეთის ინტერესს იცავს ამ რეგიონში. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ ირანს ამდენი წლის განმავლობაში სანქციები ედო და ეს არ ხდებოდა მხოლოდ ირანის ატომური პროგრამის გამო. ერთი სიტყვით, არეულობა ახლო აღმოსავლეთში ყველას ინტერესია. სირია და ეს რეგიონი გადაიქცა იაფი ნავთობითა და იარაღით ვაჭრობის უზარმაზარ ბაზრად.
– ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი არ გითქვამთ.
– ამერიკაში ახლა დიდი სკანდალია, რადგან აღმოჩნდა, რომ 2012 წლის არჩევნებში ჰილარი კლინტონმა და ბარაქ ობამამ ძალიან დიდი ფული აიღეს ისლამური ქვეყნების ლობისგან, რათა ეს ფული გამოეყენებინათ არჩევნებისთვის. ჩემს ნათქვამს ადასტურებს პრეზიდენტობის კონსერვატორი კანდიდატის, დონალდ ტრამპის ამასწინანდელი გამოსვლა. მან განაცხადა: კადაფისა და სადამ ჰუსეინის დროს ახლო აღმოსავლეთი უფრო წყნარი იყო, ვიდრე დღეს არისო. ეს გაიმეორა ჯორჯ ბუშის ძმამ და კონსერვატორების სხვა კანდიდატებმაც. აქედან გამომდინარე, მთელ მსოფლიოში სიტუაცია იცვლება და ნელ-ნელა ხვდებიან, რაც ხდება. რუსეთიც ამიტომ ჩაერია სირიის კონფლიქტში: გასაგებია ყველასთვის, რომ ის 170 000 მებრძოლი სულ იქ არ იქნება და დაიწყება მათი უკან დაბრუნების პროცესი. მათი ნაწილი უკვე დაბრუნდა ევროპაში და რუსეთი ამბობს, რომ ურჩევნია რუსეთიდან წასული 3 000-მდე მებრძოლის იქ განადგურება, ვიდრე რუსეთის ტერიტორიაზე. ამიტომაც ამ საკითხში მეტი თანხვედრაა მსოფლიოს ქვეყნებს შორის, მიუხედავად ცალკეული ოდიოზური ფიგურებისგან კრიტიკისა, მაგალითად, მაკკეინისგან.
ისლამური სახელმწიფოს შექმნა დაუშვა ყველა ქვეყანამ, რომ ამ შეიარაღებული ადამიანების ხელით გაკეთებულიყო ბნელი საქმეები. უბრალოდ მაშინ ყველა ფიქრობდა, რომ შეძლებდა ამ ძალის კონტროლს, მაგრამ ვერ შეძლეს, ისევე, როგორც გასული საუკუნის 90-ან წლებში ვერ შეძლეს მოჯაჰედების კონტროლი ავღანეთში; ისევე, როგორც რუსებმა ვერ შეძლეს „ჰამასის“ კონტროლი და ის დღეს მთლიანად თურქეთს ემორჩილება. საერთოდ, ტერორისტების აპრობირებული მეთოდია, ვინც მეტს უხდის, ბოლოს და ბოლოს იმათკენ მიდიან. აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს ძალები უნდა განადგურდეს და ამიტომ დაიწყეს რუსებმაც ეს ოპერაცია, მანამდე ამერიკელებმა, თუმცა ამერიკელების ოპერაცია არ იყო წარმატებული. ერთი მოჯაჰედის განადგურება ამერიკას 170 000 დოლარი უჯდებოდა.
– რატომ?
– „დრონებით“ ანადგურებენ და ის რაკეტები ძალიან ძვირად ღირებულია.
– რუსეთსაც არ უჯდება ეს ოპერაცია იაფი?
– საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, რუსეთს ჰყავს სპონსორები, რომლებიც ამ ომს აფინანსებენ.
– ვინ?
– საუბარია რეგიონის ქვეყნებზე. იცით, რომ ირანს ნაწილობრივ მოუხსნეს ემბარგო.
– დიახ, მანამდე ფულს ვერ ხარჯავდნენ და სულ ქეშით დადიოდნენო.
– ახლა ფული გაუჩნდათ. აფინანსებს ნაწილობრივ ირანი, ნაწილობრივ –  იორდანია, იმიტომ რომ იორდანიის მონარქიას მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება ისლამური სახელმწიფოსგან. იორდანიის მეფე ნათანიახუს შეხვდა და სთხოვა დახმარება ავიაციით. იორდანიას თავადაც კარგი ავიაცია ჰყავს, მეფეც მფრიანვია, მაგრამ ისარელისნაირი არა. ისრაელმა დახმარება აღუთქვა. იქვეა ეგვიპტეც, რომელსაც, ასევე, ემუქრება ისლამური სახელმწიფო. ვნახეთ, რომ ფრანგებმა ეგვიპტეს მიჰყიდეს რუსეთისთვის დამზადებული „მისტრალები“, ეგვიპტემ კი რუსეთს გადასცა. ანუ რაღაც ეშმაკობები დაიწყო მსოფლიო მასშტაბით. ავიღოთ ჩინეთი: ჩინეთში, დაახლოებით, 20 მილიონი მუსლიმანია.
– ჩინელ მუსლიმანებს გულისხმობთ?
– ჩინელებს. სხვათა შორის, თბილისის ზღვაზე ჩინურ კვარტალს ჩინელი მუსლიმანები აშენებენ და ჩინელი ტერორისტები, თარხან ბათირაშვილის არ იყოს, გამოირჩევიან განსაკუთრებული სისასტიკით სირიაში. ისინი შემდეგ ბრუნდებიან ჩინეთში და ამის საპასუხოდ ჩინეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ისინი მეჩეთებს ანგრევენ, ისევე, როგორც ანგოლაში. ასე რომ, რუსეთს ჩინეთიც ეხმარება ფინანსურად და, თუ დააკვირდებით, რაც სირიის ოპერაცია დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი არ მომატებულა, რუბლი გამაგრდა.
– რამ გაამაგრა, იმიტომ რომ ფული შესდის?
– დიახ, ვალუტა შესდის.
– გამოდის, თქვენ არ იზიარებთ მოსაზრებას, რომ ახლო აღმოსავლეთის საომარ პროცესებში ჩართვა რუსეთის ეკონომიკას ბოლოს მოუღებს.
– პირიქით. ვერაფრით გავიგე, ვისი მოგონილია ის სულელური თეორიები, რომლებსაც ჩვენ გვიყვებიან. მაგალითად, სააკაშვილის დროს იყო ასეთი ვერსია, რომ ფინელებმა საბჭოთა კავშირს ომი მოუგეს. გახსოვთ?!
– მახსოვს, მაგრამ ფინელებმა მართლაც ვაჟკაცურად იბრძოლეს.
– ვაჟკაცურად იბრძოლეს, მაგრამ თავიანთი ტერიტორიის ორი მესამედი დაკარგეს. ისევე, როგორც თურმე ჩვენ რომ რუსეთი დავამარცხეთ ომში; ისევე, როგორც უკრაინაში ფიასკო განიცადა რუსეთმა. ამხელა ტერიტორია წაიღო ყირიმის სახით და ეს არის ფიასკო?! ჩვენთან, საქართველოში ალოგიკური აზროვნებაა. ამის გაგრძელებაა ვერსია, რომ სირიაში რუსეთი სუსტდება. სირიაში ჩართვით რუსეთმა მიაღწია იმას, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნახევარი ამბობს, პუტინი კარგ საქმეს აკეთებსო. ამის გამო პრობლემები შეექმნა მერკელს: გასულ კვირას „ფაინენშალ თაიმსში“ დაიბეჭდა სტატია და მერკელის, როგორც კანცლერის დღეები, ფაქტობრივად, დათვლილია. კანადაში პრემიერ-მინისტრი მემარცხენე გახდა. ასე რომ, ისეთი არ არის ვითარება, როგორც ჩვენთან აღწერენ.
– ყველამ შეიტანა თავისი წვლილი იმაში, რომ ისლამური სახალიფო შექმნილიყო, ახლა ებრძვიან მას, იმიტომ რომ, ყველას ელის საფრთხე იქიდან დაბრუნებული ტერორისტების სახით. მაგრამ იმ ყველას აქვს თავისი ინეტერსებიც. და ხომ არ აღმოჩნდება, რომ ისლამურ სახალიფოს ვერაფერს დააკლებენ და მხოლოდ ერთმანეთს გაუსწორებენ ანგარიშს?
– სახალიფოს დააკლებენ. სახალიფოს ისინი გაანადგურებენ. საქმე ისაა, შეძლებენ თუ არა, ზიანი მიაყენონ სახალიფოს ჯარებს, თორემ ინფრასტრუქტურას მოუსპობენ. ლაპარაკია ცოცხალი ძალის განადგურებაზე. მაგრამ სამხედრო ოპერაციასთან ერთად, უნდა ჩატარდეს სადაზვერვო ოპერაციაც, რომ განადგურდნენ ის ლიდერები, რომელთა ირგვლივაც იკვრება ისლამური სახელმწიფო ძალა. ამდენად, უფრო სპეცსამსახურების საქმეა ისლამური სახელმწიფოს განადგურება, ვიდრე სამხედრო ოპერაცია.

скачать dle 11.3