კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ქონება დააგროვა ხათუნა გოგორიშვილმა პოლიტიკური ცხოვრების 25 და საპარლამენტო ცხოვრების 11 წლის განმავლობაში

პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიიდან ხათუნა გოგორიშვილი 1964 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო და სპეციალობით ბიოლოგია (1982-1987 წლებში). ასევე, მოგვიანებით, სამართალმცოდნის სპეციალობასაც დაუფლებია (დაუფლების წლები მითითებული არ არის). მისი შრომითი ბიოგრაფია კი 1981 წელს დაწყებულა ფიგურული სკოლის სპეცსკოლაში, სადაც 1982 წლამდე ლაბორანტად უმუშავია. 1987 წელს კიკეთის საშუალო სკოლაში დაიწყო მუშაობა პედაგოგად (1990 წლამდე). 1990-1993 წლებში „საქართველოს მწვანეების“ განყოფილების უფროსი იყო. 1993 წლიდან 2009 წლამდე საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლა: ჯერ – პარლამენტის აპარატში, მოგვიანებით – კომისიის წამყვან სპეციალისტად, ბოლოს – აპარატის უფროსად. 2003-2004 წლებში პოლიტიკური გაერთიანება „გაერთიანებული დემოკრატების“ სამსახურის უფროსი გახლდათ; 2004 წლიდან კი აგერ უკვე მესამედ, არის პარლამენტის წევრი (მეექვსე, მეშვიდე და მერვე მოწვევებისა).
ქ-ნი გოგორიშვილი უკვე მეთერთმეტე წელი იწურება, ხალხის რჩეულია, ხოლო პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის 25 წელს ითვლის. იმისთვის, რათა გავარკვიოთ, როგორ აისახა მის შეძლებაზე სამგზის პარლამენტარობა, შემოგთავაზებთ ქ-ნი გოგორიშვილის, როგორც პარლამენტის წევრის მიერ, პირველად და ბოლოს შევსებულ ქონებრივსა და ფინანსურ დეკლარაციებს.
ქ-ნი გოგორიშვილის მიერ პარლამენტარის ამპლუაში პირველად შევსებული დეკლარაცია 2004 წლით თარიღდება და მასში დეპუტატმა ოჯახის წევრებად მიუთითა მშობლები: მამა – შოველ გოგორიშვილი და დედა – დალი გოგიძე.
იმხანად ქ-ნი გოგორიშვილის დედის საკუთრება იყო 30 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი კოჯორში და 20 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი. ხოლო ოჯახის სამივე წევრი კი ერთობლივად ფლობდა 50 000 ლარად ღირებულ საცხოვრებელ ბინას თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში და, ასევე, 30 000 ლარად ღირებულ მშენებარე ბინას თბილისში, გურამიშვილის გამზირზე.
ხათუნა გოგორიშვილი „ბაზისბანკის“ ვადიან ანაბარზე 3 000 ევროს ინახავდა. თუმცა დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდ ფულად ხათუნა გოგორიშვილს 4 500 ლარი, შოველ გოგორიშვილს 11 000 ლარი, დალი გოგიძეს კი 7 800 ლარი ჰქონდათ.
დასაქმებული ოჯახში მხოლოდ ხათუნა გოგორიშვილი იყო: საქართველოს პარლამენტარად და ანდრია რაზმაძის სახელობის მეშვიდე გიმნაზიის ბიოლოგიის მასწავლებლად. შესაბამისად, 2004 წლის განმავლობაში ქ-ნმა გოგორიშვილმა, როგორც პარლამენტის წევრმა, 13 680 ლარი აიღო; როგორც ბიოლოგიის მასწავლებელმა, 4 400 ლარი.
სულ ბოლო დეკლარაცია მან 2015 წელს შეავსო, ასევე, როგორც პარლამენტის წევრმა და ამჟამად მარტო ცხოვრობს. მის ერთადერთ უძრავ ქონებას კი წარმოადგენს საცხოვრებელი ბინა თბილისში, შარტავას ქუჩაზე (ფართობის – 112 კვ. მ.).
2014 წლის განმავლობაში მან, როგორც პარლამენტის წევრმა, 69 885 ლარი აიღო. თუმცა შემოსავალი სხვა წყაროდანაც ჰქონდა – თამასუქის დახურვიდან – კერძოდ, 7 090 ევრო.
რაც შეეხება ხარჯებს: 2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მარტამდე მისთვის ბინის ქირაობა ქუთაისში 10 000 ლარი დაჯდა, ხოლო 20 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხის მომსახურებაში 926 აშშ დოლარი გადაიხადა.
დანარჩენ წლებში ქ-ნი გოგორიშვილის წლიური საპარლამენტო ხელფასი შემდეგნაირი იყო: 2005 წელს – 29 904 ლარი; 2006 წელს – 34 848 ლარი; 2007 წელს – 42 269 ლარი; 2008 წელს – 63 781 ლარი; 2009 წელს – 66 476 ლარი; 2010 წელს – 7 797 ლარი (სავარაუდოდ, შეცდომაა, რადგან პარლამენტის წევრი წლიური ხელფასი 5-ნიშნა რიცხვია); 2011 წელს – 79 224 ლარი; 2012 წელს – 77 868 ლარი; 2013 წელს – 70 211 ლარი.

скачать dle 11.3