კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამხტომ-ჩამხტომები

„თხა თხაზე ნაკლებიო“

 

რაკი დიდი სჯა-ბაასი გამოიწვია საქართველოს პრეზიდენტის მიმართვამ მოსამართლისადმი, როდესაც ამ პირველმა ამ უკანასკნელს მოუწოდა, არ გამოეტანა ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, ამბავს თავისი სიტყვა პრეზიდენტის მრჩეველმაც შეაწია ადამიანის უფლებების საკითხებში.
სახელდობრ, ბ-ნმა კოჟორიძემ ბრძანა, რომ გიორგი მარგველაშვილის მოწოდება მოსამართლისადმი იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან გამომდინარეობდა, ხოლო მოტივად სიტუაციის დამშვიდება ამოძრავებდა.
კერძოდ, ბ-ნი მრჩევლის ინსტრუქცია ასეთია (მომყავს ციტატა): „პრეზიდენტის, მისი მოწოდება იყო სწორედ ის, რომ მშვიდ გარემოში მიეღო მოსამართლეს გადაწყვეტილება, ყოველგვარი აჩქარების გარეშე და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც, ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება, სადაც ის ამბობდა, რომ მოსამართლემ ამ საქმეზე რაც შეიძლება სწრაფი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ერთ-ერთი მიზეზი ამ განცხადების გაკეთებისა, რომ მოსამართლეს მშვიდ გარემოში მიეღო გადაწყვეტილება, იყო ეს.“
ხოლო, რაკი არც იუსტიციის მინისტრს უნდა მოეწოდებინა მოსამართლისთვის, გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეო და, მით უმეტეს, არც პრეზიდენტს, პირიქით, არახისტი მიიღეო, ბ-ნი კოჟორიძის ლოგიკით გამოდის, რომ, თუკი ქ-ნი წულუკიანი იუსტიციის სახლის სახურავიდან გადმოხტება, საპასუხოდ, ბ-ნი მარგველაშვილი თავის საპრეზიდენტო სასახლეზე უნდა ახტეს?! –

скачать dle 11.3