კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეროვნული სიამაყის ფასი

ანუ უსაცვლებონი

სანამ ჩვენ ისიც ვერ გაგვირკვევია, ვისი ინტერესი ვის ტელევიზიაშია და, ბოლოს და ბოლოს, „ვინ იყო ის შავი კაცი“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მეზობელი უკრაინის მაღალჩინოსანი), ჩვენი ოკუპანტი რფ-ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინიციატივით გამოვიდა, რომ განათლების შესახებ საკუთარ კანონში ცვლილებები შევიდეს, სახელდობრ, იმ მიმართულების, რომლებიც მასწავლებელს აუკრძალავს „ძალადობის იდეოლოგიის“ პროპაგანდასა და მოსწავლეებისთვის „რუსი საზოგადოებისთვის უცხო ღირებულებების“ თავსმოხვევას.
კერძოდ, განათლების უწყების წარმომადგენელი ამბობს: „პედაგოგების აქტივობა უნდა იყოს მიმართული მოსწავლეებში რუსეთში ისტორიულად ჩამოყალიბებული ქცევის ნორმებისა და ღირებულებების სწავლებაზე და ტერორიზმისა და ექსტრემიზმის იდეების უარყოფაზე.“
ხოლო უფრო ადრე რფ-ის განათლების სამინისტრომ კიდევ ერთი მარგალიტი შეიმუშავა 2020 წლამდე მოქალაქეთა პატრიოტული აღზრდის პროგრამის სახით. პროგრამაში ვკითხულობთ: „წინ უნდა აღვუდგეთ გეოპოლიტიკური კონკურენტების მცდელობებს, გამოიყენოს სოციალურ-კულტურული პრობლემები ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ სიტუაციაზე ზემოქმედებისთვის.“
ამ წინააღმდეგობის, ანუ პროგრამის მიზანი კი რუსეთის მოქალაქეებში რუსეთის გამო სიამაყის გრძნობის გაღვივებაა, რისთვისაც 1,85 მილიარდი საბიუჯეტო რუბლის დახარჯვა იგეგმება.
ჩვენ არ ვიცით, ეყოფა თუ არა 1,85 მილიარდი რუბლი რუსული ეროვნული სიამაყის გაღვიძებას, თუმცა, თუ განათლების კანონში შესატან ზემომოტანილ ცვლილებებს გავიხსენებთ (გავაცოცხლოთ რუსული ღირებულებებიო) და გავითვალისწინებთ, რომ პეტრე პირველმა დაუწესა რუს ბოიარინებს საცვლების გამოყენება (თავად ამოწმებდა, რადგან სიტყვაზე არ ენდობოდა), საინტერესოა, პეტრემდე არსებულ ტრადიციებს გულისხმობენ თუ უფრო გვიანდელს?! –

скачать dle 11.3