კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ტრიუკების“ გამნეიტრალებლები

ანუ შეშინებული

 მართალია, ისეთები მოხდა ამ ჩვენს ბედკრულ სამშობლოში, რომ ინგასა და კუკარაჩას ამბავი (ანუ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ) ლამის ყველას გადაავიწყდა, მაგრამ ჩვენებურმა „ლეიბორისტებმა“ კვლავ გამოიღეს ენაკვიმატი ენა (ანუ ხელი).
კერძოდ, რაკი ბ-ნმა ივანიშვილმა „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ „ნაციონალური მოძრაობის ფილიალი” უწოდა, სავსებით ბუნებრივია, რომ ამ შეფასებას ვერც ერთი გულმხურვალე ლეიბორისტი გულგრილად ვერ ჩაუვლიდა.
არც ჩაუვლიათ და ბ-ნმა გუგავამ ასეც შეაფასა: „გაუჭირდა ივანიშვილს და ისევ აპირებს ახალი ტრიუკების დატრიალებას.“
და თუმცა სულაც არაა გამორიცხული, ვინმე რამე „ტრიუკებს“ მართლაც გეგმავდეს და ატრიალებდეს (იმიტომ რომ, ჩვენებურთა პოლიტიკური ცხოვრება თუ რამეს ჰგავს, ეს ცირკია), ბ-ნმა გუგავამ ამ კონკრეტული „ტრიუკაჩობის“ მიზეზად შემდეგი დაასახელა (მომყავს ციტატა): „ …მან (იგულისხმება ბ-ნი ივანიშვილი) ერი ხელმეორედ გადააგდო და მოატყუა ისევ ხელმეორედ ცდილობს, გადააგდოს ამ განცხადებებით, იმიტომ რომ ეშინია „ლეიბორისტული პარტიის“ მას, იმიტომ რომ ჩვენ ვამხელთ მას და ჩვენ ვიქნებით მისი პოლიტიკური მესაფლავეები, როდესაც შევცვლით ამ რეჟიმს, ყველა მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებულებები დაიდება და პასუხისმგებლობა მოუწევს მას, არ გამოუვა ხელმეორედ ტრიუკების გათამაშება.“
ჩვენ არ ვიცით, მართლაც სჯერა თუ არა ბ-ნ გუგავას, რომ (კვლავ მის ციტატას მოვიშველიებ): „დღესდღეობით ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია „ლეიბორისტული პარტიაა“, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ მის მიერვე ნათქვამს (კვლავ ციტატას მოვიხმობ): „არ გამოუვა, ხალხმა მოსატყუებელი კბილი უკვე გამოიცვალა” და დავამატებთ ბ-ნი სააკაშვილის პათოსს („ხალხი აღარ გადაყლაპავს ამ სატყუარას“), საწყალი ხალხი. –

скачать dle 11.3