კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოეპარნენ ვერკა ჯაჯანიძე და ირაკლი შალიკაშვილი სტუმრებს საკუთარი ქორწილიდან

8 ოქტომბერს ვერკა ჯაჯანიძესა და ირაკლი შალიკაშვილს ულამაზესი ქორწილი ჰქონდათ, შოუებითა და სიურპრიზებით სავსე. თავად პატარძალი ძალიან ლამაზი იყო. მის უნაკლო სხეულს ხაზს კარგად უსვამდა სექსუალური და დახვეწილი საქორწილო კაბაც, რამაც ვერავინ დატოვა გულგრილი. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, სიძე, რომელიც ასევე, ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ბედნიერ, მოსიყვარულე წყვილს დაქორწინებას და უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ.
ვერკა ჯაჯანიძე: როდესაც ერთმანეთი გავიცანით და შემდეგ გავასერიოზულეთ ურთიერთობა, იმის მერე ვფიქრობდით ქორწილის დღეზე. მინდოდა, შემოდგომაზე მქონოდა. ირაკლი, რა თქმა უნდა, ყველაფერში ჩართული იყო, მაგრამ მე უფრო მეტად ვაქტიურობდი: მინდოდა, მსუბუქი, დახვეწილი ქორწილი გვქონოდა და არავინ წასულიყო უკმაყოფილო. საბოლოოდ, 230-კაციანი ქორწილი გვქონდა და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. რაც მთავარია, ყველა კმაყოფილი წავიდა. მე და ირაკლი ვხუმრობდით: კიდევ გადავიხადოთ ქორწილი, რადგან ბოლომდე ვერ შევირგეთო.
ირაკლი შალიკაშვილი: ბოლოში რომ სტუმარი იჯდა, იმაზეც კი ნერვიულობდა: ხომ ჭამა, ხომ მოსწონსო. არ უნდოდა, ვინმე უკმაყოფილო დარჩენილიყო.
ვერკა: კონცერტივით გამოვიდა ჩვენი ქორწილი: „ვერნისაჟის“ მოცეკვავეებმა, ჩემმა მოსწავლეებმა იცეკვეს, მე ჩემს მეწყვილესთან ერთად ვიცეკვე. ჩემმა მეჯვარეებმა, ანუ ჩემმა მეწყვილემ გიორგი სუთიძემ და თამუნა აბესაძემ სიურპრიზი გაგვიკეთეს. უცებ ფეხბურთის ბურთი გაჩნდა, ირაკლის მაისური გადაიცვეს და იცეკვეს.
ირაკლი: მე და ვერკამ „ტანგო” ვიცეკვეთ. ვერკამ მასწავლა. ჩემთვის ცეკვა ურთულესია, რადგან არასდროს მიცეკვია. კომპლექსიანი არ ვარ და იქ, საერთოდ მოვიხსენი: ჩემი დღეა და ბოლომდე უნდა გავერთო-მეთქი.
– ვერკა, შენმა კაბამ სოციალურ ქსელში დიდი ინტერესი გამოიწვია. ყველა მაგაზე საუბრობდა, წერდა. განსაკუთრებით აინტერესებდათ – კაბის შიგნით თუ გეცვა რამე.
ვერკა: ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ქორწილში უნდა მცმოდა გამოყვანილი, უზურგო კაბა თავისი შლეიფით. ამიტომაც ასეთი ავარჩიე. თავიდან გვინდოდა, სარჩული გაგვეკეთებინა, მაგრამ გარუჯულ ტანზე იმდენად ლამაზად დაჯდა და ისე არ მოუხდა სარჩული, გადავწყვიტეთ, სარჩულის გარეშე ჩამეცვა.
ირაკლი: ქორწილი შენი დღეა, ცხოვრებაში ერთხელ არის და წესით, რაზეც გიოცნებია, რაც გინდა, რომ ჩაიცვა, როგორც გინდა, გაატარო დრო, ისე უნდა მოიქცე. ძალიან მომეწონა, უხდებოდა,  ლამაზი იყო, განსაკუთრებით ლაივში.
ვერკა: მხატვარ-დიზაინერმა მარიამ გელაძემ  შემიკერა კაბა. ზედ გადაგვყვა, ყველგან დაგვყვებოდა. თეა გობეჯიშვილი ნახულობდა „პრიმერკებზე“ და მერე ყველას ეუბნებოდა: თქვენ არ იცით, ვერიკოს რა ეცმევა... თქვენ არ იცით, როგორი იქნებაო და მოლოდინი იყო საოცარი.
ირაკლი: ჩემი სანათესაოც, ამისიც რაღაც საოცრებას ელოდებოდა და მართლაც ძალიან მოეწონათ ყველაფერი. სამ საათამდე არ წავიდნენ, ამბობდნენ: ვერც გავიგეთ, ისე გავიდა დროო. ჩვენი მეგობარი, გიორგი დევაძე თამადა იყო და ძალიან კარგად წაიყვანა სუფრა.
ვერკა: ბოლოს ჩვენ წამოვედით ქორწილიდან და სტუმრები დარჩნენ. სხვათა შორის, კაბაზე სახლში ერთი ამბავი მქონდა. ირაკლიმ წაიღო სახლში, დედაჩემმა ვერ მოითმინა, ნახა და ატყდა ერთი ამბავი: შენ თუ ამ კაბას ჩაიცვამ, მე ეკლესიაში არ წამოვალ. რომ გამოიცვლი სხვა კაბას, მერე დამირეკე და მოვალო. ირაკლიმ დამირეკა: მალე მოდი, შენი მშობლები ქორწილში მოსვლას არ აპირებენო. რომ გაშლიდი კაბას, ძალიან გამჭვირვალე იყო, მაგრამ კანის ფერზე ისე ჯდებოდა, რომ უხდებოდა. თან, დეტალები ისე იყო აწყობილი, რომ არაფერი ჩანდა. ამიტომ ჩემებს აღარაფერი უთქვამთ.
ირაკლი: ყველას ეგონა, რომ შიგნიდან რაღაც ეცვა. გამომწვევი რა არის და რა არა, ეს არ მეშლება.
ვერკა: მამაოსაც, ალბათ, ასე ეგონა, მერე ინანებდა, რომ შემიშვა. მოსაცმელი წაღებული მქონდა, მარტყოფის მამათა მონასტერში ვიწერდით ჯვარს, მაგრამ ძალიან მინდოდა ამ კაბაში ფოტოები და აღარ ჩავიცვი მოსაცმელი.
ირაკლი: ფოტოები რომ დავდეთ, ყველაზე ღადაობა კომენტარი იყო: სიძეს მოკლე აქვს შარვალიო – კოჭს ზემოთ მეცვა და კიდევ: ნასკი არ აცვია ფეხსაცმელიშიო.
ვერკა: მოკლედ, გაგვასწორეს მიწასთან. სალონში დილით ვიყავი, რომა რომეომ გამიკეთა ვარცხნილობა, მაკიაჟი. ცუდი ამინდი იყო, წვიმდა, ცუდ ხასიათზე ვიყავი, ვიტირე კიდეც. მაგრამ, მერე მზე გამოვიდა, გამოიდარა.
ირაკლი: ფოტოგრაფი გვყავდა ძალიან კარგი, ჩემი ნათესავია ირაკლი ვაშაკიძე. ისეთ ლამაზ ადგილებში გადაგვიღო ფოტოები...
ვერკა: თაიგული არავის დაუჭერია, მეჯვარის შეყვარებულს მივაწოდეთ და მერე მან დაუჩოქა და ხელი სთხოვა. ყველაზე მეტად, იცი, რაზე დაგვწყდა გული, ხელმოწერის დროს მტრედები უნდა გაგვეშვა და დაგვავიწყდა. ყველაფერი რომ დამთავრდა, მერე გავუშვით და ეძინათ, ვერ გაფრინდნენ, ჩამოვარდნენ – ისე დამწყდა გული... სამაგიეროდ, ხელის მოწერის ცერემონიალი იყო ძალიან ლამაზი – თავისი ვიოლინოთი, ჩემი მანეკენით, რომელსაც ყვავილების კაბა ეცვა.
– მთელი შოუ-ბიზნესი იყო თქვენს ქორწილში.
– მაია ყარყარაშვილი გვყავდა, მისი ქალიშვილი სოფი სააკაშვილი, რატი დურგლიშვილი, თეა გობეჯაშვილი, ნიკა ლომიძე, გიგი გაჩეჩილაძე, „ვერნისაჟი“, გიორგი წიკლაური, თამუნა მიქელაძე, „თბილისური კვარტეტი“. ჯულიანა, ნოდიკო ვერ მოვიდნენ... მაკა შალიკაშვილი და ანრი ჯოხაძე ერთად მოვიდნენ, ანრი ისე შემოვიდა, მთელი დარბაზი ააცეკვა.

скачать dle 11.3