კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ქართულ ინვესტიციას გამუდმებით სჭირდება მზრუნველობა. ჯერ მას უნდა მოვუაროთ და მერე სხვას, ისე, რომ არავინ დაიჩაგროს“

„ლილო მოლში” რვა წლის წინ მოვიდა დამფუძნებლების თხოვნით და მას შემდეგ პრობლემებსაც ერთად უმკლავდებიან, წარმატების სიხარულსაც ერთად იზიარებენ... ბევრი გეგმა გვაქვს, ბევრი რამ გაკეთდა და წლებია, ასე ვშრომობთო, – გვიმხელს „ლილო მოლის” გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ბიზნესი სწორედ მეგობრობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დგას – ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, ესაა ბიზნესი სიყვარულის წესებით. არადა, კომპანიაში 2008 წელს გადმოვიდა, მაშინ, როცა ბიზნესს მაინცდამაინც არ ულხინდა და სახელმწიფოც ბიზნესმენებთან ურთიერთობაში არაერთ შეცდომას უშვებდა. რა იყო წლების წინ და დღეს რა მდგომარეობაშია ქართული ბიზნესი, ამას „ლილო მოლის” გენერალური დირექტორი, გიორგი კვარაცხელიას ინტერვიუდან შეიტყობთ:    

– ბატონო გიორგი, როგორც ვიცი, „ლილო მოლში” მეგობრების თხოვნით მოხვედით. რამდენად შეთავსებადია მეგობრობა და საქმე?
– ყოველთვის შეთავსებადია... მხოლოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. აქ არასოდეს ვურევთ ერთმანეთში საქმესა და მეგობრობას. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს წარმატებასაც.
– კომპანიაში თქვენი მოსვლა 2008 წლის ურთულეს პერიოდს ემთხვევა. თქვენც შეგეხოთ ზოგადი წნეხი? 
– მოკლედ რომ ვთქვა, რთული პერიოდი გავიარეთ, ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა... მთავრობა წინ გარბოდა, ბიზნესი კი უკან რჩებოდა. მთავრობა იმდენად ცდილობდა, ქვეყანა სწრაფად განევითარებინა, ბიზნესი ვერაფრით ეწეოდა. საქართველოს ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვარ და იმ პერიოდში ეს ერთადერთი საშუალება იყო, ხელისუფლებამდე მიგვეწვდინა ხმა. სწორედ მაშინ ღიად ვაცხადებდით – ძალიან გარბიხართ, ბიზნესი ვერ გეწევათო. იყო ისეთი დროც, როცა ბიზნესი გარბოდა წინ და სახელმწიფო ვერ ეწეოდა, შევარდნაძის პერიოდში... ამ პაექრობაში, რაღაც ისე არ ხდებოდა, როგორც ჩვენ მიგვაჩნდა სწორად. საბოლოო ჯამში, ეს პერიოდი ღირსეულად გადავიარეთ და დღესაც ვაგრძელებთ, ბედნიერი მომავლის იმედით.
სხვათა შორის, ძველი ხელისუფლება მიიჩნევდა, „ლილო მოლი” უნდა ყოფილიყო ევროპული დონის სავაჭრო ცენტრი, თუმცა ჩვენ ამაში არ ვეთანხმებოდით – ეს გახლდათ, ასე ვთქვათ, ორვარსკვლავიანი სავაჭრო ცენტრი და  მეტზე პრეტენზია არც გვქონდა, რადგან მოთხოვნა სწორედ ამაზე იყო. ის პერიოდი ამ ჭიდილში გავატარეთ, ბევრი ხარჯიც გავწიეთ, რომელიც ახლაც ტვირთად გვაწევს.
– დღეს რა ვითარებაა, სახელმწიფო „მოგდევთ” თუ თქვენ „მისდევთ” მას?
– შეიძლება, ბევრ რამეში წინაც ვიყოთ... ყოველ შემთხვევაში, არავინ გვაწუხებს. არსებობს საქართველოს ბიზნესასოციაცია, ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კანონმდებლობაში ვერევით და ეს ძალიან კარგია. ბიზნესს მეტი თავისუფლება მიეცა და ბევრი კარგი საქმის კეთების საშუალებაც გვაქვს – გავხსენით და ავამუშავეთ ერთ-ერთი უმსხვილესი საბაჟო სასაწყობო ტერმინალი, თუმცა ლარის კურსის ვარდნამ გარკვეული პრობლემები შექმნა.  სამწუხაროდ, ბიზნესისთვის გრძელვადიან სესხებს ლარში არ იძლევიან,  აქედან გამომდინარე, საბანკო ვალდებულებები დოლარში გვაქვს და ეს გადასახადი მძიმე ტვირთად გვაწვება, რომელიც ლარის კურსის გამო, 40 პროცენტამდე გაიზარდა.
– ესე იგი, ერთგვარი ბიზნესიდილია ეკონომიკურმა რყევებმა დაარღვია...
– დამფუძნებლებმა გარკვეული პროექტების განხორციელებაში დიდი თანხა ჩადეს და ეს ნაბიჯი თამამად გადადგეს, მაგრამ ლარმა მტკივნეულ დროს მოგვისწრო.
– რა გამოსავალი არსებობს შექმნილი ვითარებიდან და სახელმწიფოს რა როლი აქვს, ბატონო გიორგი?
– ბიზნესგარემოზეა დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, ყველა კანონი, რომელშიც ცვლილება შედის და ყველა ქმედება, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, თუ არ არის გააზრებული და ურთიერთშეწონილი ბიზნესთან, იწვევს საწინააღმდეგო შედეგებს და ეს ყველაფერზე ცუდად აისახება.
საქართველოს ბიზნესასოციაცია ყოველთვის ხაზს უსვამს იმ პოზიციებს, რა პოზიციაზეც ბიზნესი დგას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც შეღავათებს ვითხოვთ. უბრალოდ, გვინდა, ვითარება სწორად აღიქვან. იგივე პარლამენტარი კაბინეტიდან უნდა გამოდიოდეს და ბიზნესთან ერთად იხილავდეს ნებისმიერ ცვლილებას, იმიტომ რომ, შეუძლებელია, ჩვენზე კარგად იცოდეს თუნდაც ერთად აღებულმა ათმა პარლამენტარმა, რა ხდება ბიზნესსექტორში. ჩვენც ყოველთვის ვაფიქსირებთ საკუთარ აზრს და არასოდეს გადაგვიტანია ეს მსჯელობები პოლიტიკურ ჭრილში, უბრალოდ, განვმარტავთ, რა პრობლემის წინაშე შეიძლება, აღმოჩნდეს ბიზნესი... მერე კი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული ყველაფერი და კარგია, როცა კონსენსუსს ვაღწევთ. ასე არც სახელმწიფო ზიანდება და არც ბიზნესი.
მნიშვნელოვანია, როცა სახელმწიფო აწესებს სწორ წესებს და ხელსაყრელ გარემოს ქმნის მათ შესასრულებლად. როცა შეთანხმება მიღწეულია, ბიზნესი ყოველთვის სახელმწიფოს მხარეს თამაშობს, მთავარია, რომელიმე მხარემ ამ წესებს არ გადაუხვიოს... დღეს მსგავსი პრობლემები ნაკლებადაა, სამაგიეროდ, 25 წლის წინ ქვეყანა კორუფციას მიჰქონდა.
– სწორედ მაშინ, თითქოს უფრო ადვილი იყო რაღაც საკითხების მოგვარება, თუნდაც ქრთამით, არ მეთანხმებით?
– შეიძლება, რაღაც საკითხების მოგვარება ბიზნესს მართლაც უადვილდებოდა, მაგრამ ფაქტია – ეს იყო ჭაობი, სადაც ყველა დაუცველი გახლდათ. კარგია, ყველაფერი რომ გათეთრდა, დალაგდა და ახლა აბსოლუტურად გამჭვირვალეა ბიზნესი; ჩვენც მშვიდად ვართ, ხელისგულზე რომ ჩანს, რას ვაკეთებთ და მშვიდადაა სახელმწიფოც.
– და ამ სიმშვიდეს მეტად კონკურენტუნარიანი გარემო არ გირღვევთ? საკმაოდ ბევრი ბრენდმოლი გაჩნდა, საქართველო კი მომხმარებლის რაოდენობით ვერ დაიკვეხნის.
– საქართველოში ასე ხდება ხოლმე – თუ ვინმე წარმატებულია, სხვასაც უნდა იგივე საქმის კეთება, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა ვერ ახერხებს ამას, ჩვენ კი გაგვიმართლა. ბევრი კონკურენტი გაჩნდა, მაგრამ კონკურენცია არ გვაშინებს, ჩვენ ვიყავით ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საბითუმო თუ საცალო სავაჭრო ცენტრი და დღეს ვცდილობთ, აღვიდგინოთ სახელმწიფოს არასწორი ჩარევით დაკარგული უპირატესობა. არ გვაშინებს კონკურენტუნარიანი გარემო, მთავარია, სახელმწიფოს არ ჰქონდეს ისეთი გამონაკლისები, რომ ვინმე იყოს სასათბურე პირობებში.
– ისეთში, როგორშიც ჩინური „ჰუალინგია”?
– ამ კომპანიას შეუძლია, რამდენიმე წლის განმავლობაში უსასყიდლოდ მისცეს ფართები მეიჯარეებს, არაფერი გადაახდევინოს მათ და თვითონაც არაფერი გადაიხადოს... ეს უსიამოვნო თემაა ჩვენთვის, რადგან ქართულ ინვესტიციას გამუდმებით სჭირდება მზრუნველობა... ჯერ ქართულ ინვესტიციას უნდა მოვუაროთ და მერე მივხედოთ სხვას ისე, რომ არავინ დაიჩაგროს. ჩვენ გვინდა,  ვიყოთ თანაბარუფლებიან გარემოში... თუმცა ვიმეორებ, კონკურენცია არ გვაშინებს, რადგან მენეჯმენტი სწორად მიგვყავს და თქვენ წარმოიდგინეთ, არსებული ფონისა და დანაკარგის მიუხედავად, საიჯარო ქირა არ გაგვიზრდია.
– რა განაპირობებს „ლილო მოლის” დაბალ ფასებს?
– ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს –  ჩვენთან არ არის საბითუმო ბაზა. ჩვენ ვართ ქვეყანაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, სადაც ყველაზე დიდი მასშტაბით ხორციელდება საბითუმო ვაჭრობა. არიან მეწარმეები, რომლებიც ათეული წლებია, ამ საქმეს აკეთებენ და ზუსტად იციან მომხმარებლის ინტერესი... ამ ხალხს გრძელვადიანად, გარანტირებულად ვაძლევთ მუშაობის საშუალებას, მხოლოდ ჩვენს ჭკუაზე არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვაანალიზებთ, ვათანხმებთ... თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ აქ ოჯახური გარემოა. მაღალ დონეზეა ბიზნესურთიერთობები და ამიტომაც, ჩვენთან 4 000-მდე მეწარმეა დასაქმებული. ამ ხალხთან, როგორც ერთი ოჯახი, ისე ვცხოვრობთ. არასოდეს ვარღვევთ შეთანხმებას და ისინიც ყველანაირი რყევისგან დაცულად გრძნობენ თავს.

скачать dle 11.3