რით გამოირჩევა ავტოსკოლა Mc Drive სხვა სკოლებისგან და რაშია ის რეკორდსმენი საქართველოში
ავტოსკოლა – ეს ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ჯერ კიდევ არ აგიღიათ მართვის მოწმობა. მართალია ასეთი სკოლების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის თბილისი, თუმცა კარგი სკოლის პოვნა ადვილი არ არის. ავტოსკოლა Mc Drive ნამდვილად არის ის, რომელზეც არჩევნის გაკეთება გამართლებულია. ის ერთგვარი რეკორდსმენია, რადგან ერთი წლის განმავლობაში მათთან სწავლის შედეგად 4 200–მა ადამიანმა აიღო მართვის მოწმობა. ჩვენი რესპონდენტი ავტო სკოლა Mc Drive–ს გენერალური მენეჯერი დავით ოძელაშვილია: ჩვენთან სწავლის მსურველთათვის ნებისმიერი სერვისი გვაქვს. აქ ფასდაკლებით შეგიძლიათ გაიაროთ ორკვირიანი, უსწრაფესი თეორიული კურსი 40 ლარად. გაკვეთილები მიმდინარეობს ყოველდღე – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ერთი საათის ხანგრძლივობით. მსმენელს შეუძლია, აირჩიოს სასურველი დრო, მაგალითად 10:00, 15:00, 18:00, 21:00. გარდა ამისა, გვაქვს საგარანტიო პირობებიც. ანუ, თუ ჩვენი მსმენელი, ჩვენთან გავლილი კურსის შემდეგ გამოცდას ვერ ჩააბარებს, მოსამზადებელი კურსის თეორიული ნაწილი, შეუძლია, უფასოდ იმდენჯერ გაიაროს, სანამ შედეგს არ მიიღებს. გარდა ამისა, ფასდაკლება გვაქვს პრაქტიკულ ნაწილზეც: მექანიკაზე ღირს 12 ლარი, ხოლო ავტომატიკაზე – 10 ლარი. მასწავლებელი თითოეულ ბილეთს დეტალურად ხსნის და ყველა ბილეთი შინაარსობრივად განიხილება. ჩვენი სკოლა სხვა სკოლებისგან იმითაც განსხვავდება, რომ მსმენელს არანაირი დამატებითი მასალა არ სჭირდება წიგნის სახით, რომელიც 15 ლარი ღირს. ის, უბრალოდ, პროგრამაში შედის კომპიუტერის საშუალებით, ან სმარტფონში იწერს ჩვენს პროგრამას და ძალიან მარტივად ვარჯიშობს სახლში.
– რამდენჯერ არის კვირაში პრაქტიკული მეცადინეობა?
– ეს უკვე მსმენელზეა დამოკიდებული. თეორიული კურსი თუ ყოველდღე უნდა გაიარონ ორი კვირის განმავლობაში, პრაქტიკის მხრივ უფრო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევანი აქვთ. შეუძლიათ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს მივიდნენ ინსტრუქტორთან და გაიარონ პრაქტიკული გაკვეთილი. შეზღუდვა ამ მხრივ არ არის. თუ სურვილი ექნებათ, შეუძლიათ, დღეში რამდენჯერმეც კი მოვიდნენ.
– გამოცდის ჩაბარებაც, როგორც ვიცი, სხვადასხვა პირობებითაა: გააჩნია ავტომატიკას ირჩევ თუ მექანიკას.
– განსხვავება ის არის, რომ, როცა მექანიკაზე აბარებ გამოცდას, თვეში 5 უფასო გასვლა გეკუთვნის. ხოლო, რაც შეეხება ავტომატიკას, ყოველ გასვლაზე იხდი 40 ლარს. შესაძლებელია ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე გასვლაც, უბრალოდ, ეს დამატებითი ხარჯია. რაც შეეხება თეორიას, ჩაბარებიდან ერთი თვის განმავლობაში ძალაშია.
– ავტომატიკაზეა უფრო მეტი მოთხოვნა თუ მექანიკაზე?
– უპირატესობას თანდათან ავტომატიკას უფრო ანიჭებენ, თუმცა ჯერჯერობით, დაახლოებით 80 პროცენტი მაინც მექანიკას ირჩევს. ალბათ, თავს იზღვევენ, რომ მომავლისთვის ნებისმიერი ავტომობილის მართვა შეძლონ.
– ბევრი მსმენელი სარგებლობს თქვენი გარანტიით, ანუ უფასო კურსით.
– 2–3 ადამიანი შეიძლება, სარგებლობდეს გარანტიით ერთ კონკრეტულ კვირაში, მეტი არა. უმეტესობა პირველი კურსის გავლისთანავე აბარებს, რადგან ძალიან კარგი და დახვეწილი სწავლების მეთოდი გვაქვს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენი მართვის მოწმობა 4 200 ადამიანმა აიღო, რაც საქართველოს ავტოსკოლებისთვის ერთგვარი რეკორდია. გვიხარია, რომ შრომა გვიფასდება.
ჩვენი ავტოსკოლა ასევე, საშუალებას აძლევს შშმ პირებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს სწავლების კურსი უფასოდ გაიარონ.
– მსმენელთა შორის რა ასაკი ჭარბობს? ასევე საინტერესოა მათ შორის გოგონები უფრო მეტნი არიან თუ ბიჭები?
– სტატისტიკის მიხედვით ჩვენი მომხმარებლის 90 პროცენტი 18–დან 25 წლამდეა. აქედან კი 70 პროცენტი ქალბატონები არიან. გვყოლია რამდენიმე 63 წლის ქალბატონიც.
– ვისაც ჯერ კიდევ არ აუღია მართვის მოწმობა და აქვს სწავლის სურვილი, სად უნდა მოგმართონ?
– ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი ¹47, მე–3 სართული. ჩვენი ტელეფონის ნომერია 514 008 000. საიტის მისამართია Mc Drive. ge