კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გამო დარჩა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთში ანა ჯაკი და როგორ აპირებს ის საქართველოში ხმაურით ჩამოსვლას

უკვე წლებია, ანა ჯაკი საფრანგეთში ცხოვრობს 15 წლის შვილთან, დანიელთან ერთად და ამ ხნის განმავლობაში არაერთი სირთულის გადალახვა მოუწია. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ის შვილთან ერთად უცხო ქვეყანაში დარჩა, მაგრამ პოზიტიური, ენერგიული, ხალისიანი ხასიათი და ოპტიმიზმი ბევრ რამეში დაეხმარა. ანამ, რომელიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და მხოლოდ პოზიტივზე ფიქრობს, მუსიკალური კარიერა, ამჯერად უკვე საფრანგეთში, თავიდან და საკმაოდ წარმატებულად დაიწყო.

 ანა ჯაკი: ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. ლოცვების, სახარების კითხვა დავიწყე, ღმერთს მივანდე ჩემი ცხოვრება, ჩემი გზა და ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდა. ასე გამოჩნდა თუნდაც მუსიკალური სტუდია Legend Prod, რომელთანაც ახლა კონტრაქტი მაქვს დადებული და ვმუშაობ. საკუთარი თავი ხელში ავიყვანე და ღმერთს მივენდე: ღმერთო, მარტო ვერ შევძლებ, რომ შევიცვალო. შენ დამეხმარე, ძლიერი ხარ-მეთქი და ყველაფერი შეიცვალა. შინაგანად ისეთი სიმშვიდე და სიხარული მაქვს... ყველა მეკითხება: ასე კარგად როგორ გამოიყურებიო? არანაირი საიდუმლო არ არის ამაში. ღმერთის მჯერა და, როგორც იესომ თქვა: თქვენ ჩემში, მე – თქვენში და სულ პოზიტიურები და ახალგაზრდები ვართ. მე ღმერთს მივანდე ჩემი სურვილები და ცხოვრება.
– ახლა როგორია შენი ცხოვრება?
– შვილის გამო ძალიან ბევრი რამ გავაკეთე. როცა პატარა იყო, ვერ ვტოვებდი და საფრანგეთშიც მის გამო დავრჩი. ახლა, დეკემბერში, 16 წლის ხდება. სიმაღლეში 186 სანტიმეტრია, დიდი ბიჭია, სიმპათიური, ვარჯიშობს. ჭკვიანი ბიჭია. მინდოდა, მისთვის მაქსიმალურად გამეკეთებინა ყველაფერი. ახლა დამოუკიდებელია და, ვიცი, არსად არასდროს არ შემარცხვენს. მსიამოვნებს მის გვერდით სიარული, „პატარა დედიკოს” მეძახის – გაიზარდა უკვე. ხუთ ენაზე საუბრობს და მომავალში დიდი გეგმები და მიზნები აქვს.
– სად მუშაობ?
– მე სულ ვმუშაობდი და, ზოგადად, მუშაობის გარეშე არ შემიძლია. სასტუმროში ვმუშაობ და ამის არც მრცხვენია, მუშაობა არ არის სირცხვილი და ამით თავიდან „კარონა“ არ ჩამომივარდება. არავისზე არ ვარ დამოკიდებული, ჩემი შემოსავალი მაქვს და საკმაოდ დატვირთული დღე მაქვს.
– ადრე ვერ ახერხებდი მუსიკალური კარიერის გაგრძელებას. თუმცა ახლა, როგორც მივხვდი, ამ საქმეს აქტიურად მოჰკიდე ხელი და ბევრი სიახლეც გაქვს.
– რაღაც შემოთავაზებებიც იყო, მაგრამ ზოგი არ მომწონდა, ზოგი არ გამოდიოდა. ერთ დღესაც, გამოჩნდა Legend Prod, დამიკავშირდა მისი დირექტორი და კომპოზიტორი გერდი ბლო (GUERDY BLANC), რომელმაც მკითხა, გაქვს რამე, რომ მომასმენინოო? ვუთხარი, „იუთუბიში“ ჩემი რაღაცეები ჩემს ფანებს აქვთ დადებული; არ ვიცი, ხარისხი თუ მოგეწონებათ, მაგრამ, შეგიძლიათ, ნახოთ-მეთქი. ძალიან მოეწონა  „შალახო“ და „წვიმს“ და, მითხრა, მინდა, ჩემს სტუდიაში ჩაწერო სიმღერაო. ვუთხარი, რომ ამ ეტაპზე ამის არანაირი ფინანსური საშუალება არ მქონდა, მაგრამ მერე გამოჩდა ანტონიო კონდე (ANTONIO CONDE), რომელიც დღეს ჩემი პროექტის პროდიუსერია. მას ჩემი მეუღლე იცნობდა, მის ცოლთანაც ვმეგობრობ და ყველანაირად ვცდილობთ, რამე გამოგვივიდეს. გერდისთან მუშაობა სასიამოვნოა და, ამავდროულად, საშინელებაც, იმ მხრივ, რომ პირდაპირ მოგახლის იმას, რაც არ მოსწონს და, შეიძლება, ძალიან გატკინოს გული. თუმცა, ნამდვილი პროფესიონალია და მისი შეფასებები მნიშვნელოვანია. პირველად რომ მომისმინა სტუდიაში, დაღლილი ვიყავი, ხუთი საათი ავტომობილით ვიარე. ისე მესაუბრა, ბოლოს ვუთხარი: ერთი კვირა მომეცი დრო, უნდა ვიფიქრო, მინდა თუ არა, რომ გავაგრძელო, შვიდი წელია, არ მიმღერია, თან, 20 წლის არ ვარ-მეთქი. სახლში რომ დავბრუნდი, გამოვიკეტე ჩემთვის და ვფიქრობდი: „რა დროს უარის თქმაა, ბავშვი გავზარდე, თავის გზას ადგას; ქმარი არ მყავს სახლში, რომ მეჯუჯღუნოს და, რა მაკავებს?!” მოკლედ, მოვაწერე კონტრაქტს ხელი. სერიოზული სტუდია აქვს, 32 არტისტია გაწევრიანებული და მათ შორის ბევრია ძალიან ცნობილი. რეალიზატორებმაც მე ამირჩიეს და გადავწყვიტეთ, სპონსორი მოვძებნოთ. 21 ოქტომბერს გამოვიდა ჩემი სინგლი, რომელშიც სამი სიმღერაა. I dont know მაია კაჭკაჭიშვილმა დამიწერა წლების წინ, ჩემი ქმარი მაშინ ცოცხალი იყო. აქ ჩამოვიტანე და მთელი კონკურსები მოვიარე ამ სიმღერით. მაგრამ, ქმრის გარდაცვალების შემდეგ დავდე თაროზე მხოლოდ მტვერს თუ გადავწმენდდი. ისე მოეწონა გერდის, რომ, მითხრა, ჩავწეროთ და კლიპსაც გადავიღებო. ინგლისური ტექსტის ავტორი რობერტ ვარდიძეა,  უკარგესი ადამიანი, ძალიან ნიჭიერი. საქართველოში ცხოვრობს, აქედან ვუგზვნი მუსიკას და მერე ის მიწერს ტექსტს. ფულიც რომ არ მქონდა, სულ მეხმარებოდა, გვერდში მედგა, ისე მიწერდა სიმღერებს. iTunes-ze, Deezer-ze, Amazon-ზე დაიდო უკვე ჩემი სინგლი და, ვისაც აინტერესებს, შეუძლიათ, გადმოქაჩონ. შემოსული თანხა უკვე ალბომის გაგრძელებას მოხმარდება, რადგან ჯერჯერობით ალბომის სპონსორი არ მყავს. ამერიკაშიც არიან დაინტერესებული პირები, პროდიუსერები და ვნახოთ. ჩემს პროდიუსერს, ანტონიო კონდეს შვილს, კოკანოში აქვს დიდი რესტორანი, დიდი ბარი და, იქ მინდა, ჩემი კლიპის პრეზენტაცია გავაკეთო; მერე კი, მინდა, საქართველოში ჩამოვიტანო.
– კონცერტსაც გეგმავთ?
– აუცილებლად. ვიდეოს, სინგლის გამოსვლას ველოდები. Legend Prod-ში ძალიან კარგი მუსიკოსები არიან  და, როგორც კი პარტიტურას ისწავლიან, დავიწყებთ აქ კონცერტების ჩატარებას. ვგეგმავ, ბიჭებთან ერთად საქართველოში ჩამოვიდე, პრეზენტაცია გავაკეთოთ  და ცოცხლად ვიმღეროთ. ანა ჯაკი კიდევ ჩამოვა საქართველოში, კარგ ხასიათზე და კარგ ფორმაში!
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, არის ვინმე?
– ყველაფერი კარგად მიდის პირადში. ერთად არ ვცხოვრობთ –  არ უნდა ვიჩქარო, რადგან, იმდენჯერ გამიხსნია არასწორად არასწორი კარი, რომ ახლა ჭკვიანად უნდა მოვიქცე. ორჯერ უკვე ვიყავი გათხოვილი და მესამედ ხომ უნდა გავრისკო. სიყვარულის გარეშე არ უნდა ვიცხოვროთ. დიდხანს ვიყავი მარტო, არავინ მიძებნია. ახლა მიხარია, რომ ეს სიყვარული გულში მაქვს. თუმცა, ჯერჯერობით არ დავფრინავ, რომ არ ჩამოვვარდე, ფრთები არ დამრჩეს სადმე და  ვერ ვიმღერო. მირჩევნია, ფრთები ჩემთან იყოს და ისე ვიფრინო. თბილისში თუ ჩამოვალ, აუცილებლად ჩამოვიყვან და გაგაცნობთ, უპირველეს ყოვლისა – მამას.
– თბილისში ხმაურით ჩამოხვალ? საქართველოში შენს ყოველ გამოჩენას ხმაური მოჰყვებოდა ხოლმე.
– აბა, ჩუმად ხომ არ ჩამოვალ. თუმცა ამას სპეციალურად არასდროს ვაკეთებდი. სულაც არ ვეძებ, მაგრამ, ეს ხმაური ალბათ თვითონ დამყვება. თქვენი ჟურნალის საშუალებით ყველა ქართველს მინდა ვუსურვო უდიდესი, დაუვიწყარი სიყვარული. მინდა, ბედნიერები იყვნენ თავიანთ ოჯახებში, მეგობრებთან ერთად და, ყოველთვის შეინარჩუნონ სულიერი სიმშვიდე.

скачать dle 11.3