კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაიქცა წირვა-ლოცვა სპექტაკლად, თეატრალურ სანახაობად და როდის ხდებიან ეკლესიაში მყოფი ადამიანები სხვების დაბრკოლების მიზეზი

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხალხი დადის ეკლესიაში, ლოცულობს, აღსარებას ამბობს, ეზიარება, ხშირად მაინც მოწყენილი და სევდიანია. თუ ადამიანი ისმენს კვერექსს, ასამაღლებლებს,  წიგნის მკითხველის მიერ ამოკითხულ სწავლებებს, ამბობს აღსარებას, ეზიარება, მისი გული იმედმა და მხიარულებამ უნდა აავსოს. ყველა ხომ ბედნიერებას ეძიებს და ბედნიერების პირველი ნიშანი სწორედ სიხარულია.

 მამა გიორგი თევდორაშვილი (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): თუ სიხარულს განიცდი, ესე იგი, ბედნიერი ხარ. ბედნიერება სულიერი მდგომარეობაა, სულიერი მდგომარეობა კი სიყვარულია უფლისა და მოყვასის. თუ გიყვარს ღმერთი, გიყვარს მოყვასი – ეს ყველაფერი შენში იწვევს სიხარულის განცდას. დღეს მსოფლიოში ქვეყანა არ არის დარჩენილი, რომ კრიზისი არ იყოს. უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება და ეს ყველაფერი  დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ეს კრიზისი დაიწყო ადამსა და ღმერთს შორის, როდესაც ადამმა შესცოდა და ექსორია ჰყო ღმერთმა. მას შემდეგ არსებობს კრიზისი და ეს სიტყვა, როგორც თანამედროვე ბერძენი მამები, წმიდანები ამბობენ: სასჯელს, დასჯას ნიშნავს. როცა ადამიანმა ღმერთთან ურთიერთობა დაკარგა, ანუ არასწორი ქმედებებით დაიწყო მოღვაწეობა, მან ყველანაირი კრიზისი მიიღო საჩუქრად. რელიგია არ არის სანთლების დანთება, ტაძრის შემოვლა, ხატის ამბორი – ეს რიტუალებია. რელიგია – სიტყვასიტყვით, ღმერთთან განახლებული კავშირია. იმ ღმერთთან ურთიერთობა, რომელმაც გამოგვიცხადა საკუთარი თავი. ვისაც პრეტენზია გვაქვს, რომ მართლმადიდებლები ვართ, სწორი ცხოვრების წესით უნდა დავბრუნდეთ ღმერთთან და გავიყოლიოთ მთელი მსოფლიო. ჩვენი საუნჯე არ არის დედამიწაზე, ჩვენი საუნჯე არის სასუფეველი ცათა, რომელიც შორის ჩვენსა არს, ჩვენ გულში და ვერავინ წაგვართმევს მას, ვერავინ მოგვპარავს. ეს საუნჯე იესო ქროსტემ ჩაგვიდო გულში და ჩვენ მოვალე ვართ, გავუფრთხილდეთ, მკერდთან მივიხუტოთ და ბოლომდე მივიტანოთ სამოთხეში, სასუფევლის კართან, რომ ღმერთმა გვითხრას: მე გიცანი, მოდი, შვილო, დაემკვიდრე მარჯვენით მამისა, სადაც მართალნი განისვენებენ. ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა და ვინც ასე არ ცხოვრობს, მას სერიოზული კრიზისი აქვს. უბრალოდ არაფერი ხდება არც მთელ მსოფლიოში, არც ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ, ჩვენში. ეს არის ჩვენი არასწორი ცხოვრებითა და ცოდვებით გამოწვეული კრიზისი, რამაც ადამიანი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.
– როგორ შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა?
– ვინც შეიანანებს, ის ამოვა ამ მორევიდან. ბევრ ერშია კარგიც და ცუდიც, ამიტომ, აქ არ არის საუბარი კონკრეტულად საქართველოზე. მამის სავანეში ბევრი ადგილია – ამბობს ამას იოანე ღვთისმეტყველი. ეს სავანე უნდა შეავსოს ყველა ადამიანმა, რომელიც გონს მოეგება და გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი. არა რეგალიებით, ჯვრებით, სასწაულებით, არამედ ავაზაკივით იტყვის: მე რომ კრიზისში ვარ, ეს ჩემი ცხოვრების ბრალია. მე ჯვარზე ვარ გაკრული, ახია ჩემზე, არ ვარ სასუფევლის ღირსი. მაგრამ, ოდეს მოხვიდე, მომიხსენიეო. აი, ეს არის მართლმადიდებლობა და აი, ვინ ცხონდება. შეიძლება, იმ ადამიანებმა, რომლებიც არ მოგვწონს, სიკვდილის წინ თქვან ეს სიტყვები და მათ ღმერთმა უთხრას: დღეს ჩემთან ხარ სამოთხეში. ჩვენ კი მთელი ცხოვრება ვიყოთ მართლმადიდებლები, რელიგიური პიროვნებები, მაგრამ ღმერთმა გვითხრას: მე თქვენ არ გიცნობთ, რადგან დადიოდი – არ ლოცულობდი, დადიოდი და არ ეზიარებოდი, აგვიანებდი, გარბოდი ეკლესიიდან. შენი გული ბოღმით იყო სავსე. თუმცა, გარეგნულად კეთილი, თავმდაბალი ჩანდი, შინაგანად აყროლებული საფლავი იყავი. ასე ამხილა ქრისტემ ძველი აღთქმის მწიგნობრები, ფარისევლები. ასე არ გვამხელს ჩვენ, როცა ქრისტესთან გავიქცევით? ის გვეტყვის: მე არ გიცნობთ, გაიწიეთ, რადგან მთელი ცხოვრება ამპარტავნებაში, შურში, შუღლში, ერთმანეთის ქილიკში გაგიტარებიათ. თუმცა, სანთელი ბევრი დაგინთიათ, ცხვრებიც დაგიკლავთ, ტაძრებიც აგიშენებიათ. მაგრამ, სანთლებით, ცხვრებით, ტაძრებით ცხონდება ვინმე? ეს  არასად არ წერია. თუმცა, ამით ბევრი ადამიანი იწონებს თავს.
– როგორ უნდა იქცეოდეს ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელსაც მაცხოვრის მიღება სურს?
– როგორ უნდა მივიღოთ იესო ქრისტე, ამისთვის მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ეკლესიაში. ძველად წირვა-ლოცვები კატაკომბებში აღესრულებოდა, მაშინ არ იყო ტაძრები. ყველა ლოცვა ღამე სრულდებოდა, რადგან მთელ დღეს მუშაობდნენ ადამიანები. იქ, რა თქმა უნდა, არც ჭაღი ეკიდა, არც ხატები, რადგან ეს ანიკონიკური პერიოდი იყო. ანუ, იესო ქრისტე სიმბოლოების სახით იყო გამოხატული. რა უნდა გაკეთებინა ადამიანს უპირველეს ყოვლისა? ჭრაქი უნდა აენთო – აი, საიდან მოდის სანთლის ანთება. ასე დადიოდა, კედლებზე წარწერებს კითხულობდა, წყნარად ისმენდა მსახურებას, გალობას, რომელიც არავინ იცის, მაშინ როგორი იყო. ახლა ყველაფერი აწყობილია, მაგრამ ის უბრალოება, სისპეტაკე, რომელიც პირველ-მეორე საუკუნეებში იყო, აღარ არის. თანდათანობით, როდესაც ეკლესია კატაკომბებიდან გამოდიოდა, ბევრი რამ შეიცვალა. მიდოდა იმპერატორი, მას ცოლი ჰყავდა, დიდებულები და ასე, წირვა-ლოცვაც სპექტაკლად, თეატრალურ სანახაობად გადაიქცა. როდესაც ეპისკოპოსი შემოდის ტაძარში, ეს არის იგივე, თუ როგორ შედიოდა იმპერატორი სასახლეში. ასევეა მღვდელმთავრის შესამოსელი – ეს იმპერატორის შესამოსელია და სხვა არაფერი. უბრალოება, სულიერება, თავმდაბლობა დაიკარგა და მხოლოდ გარეგნული ნიშნები დარჩა. ყველაფერმა, სამწუხაროდ, გარეგნული სილამაზე შეიძინა და შინაგანი გავიდა ნელ-ნელა გარეთ. ამაზე იოანე ოქროპირმა ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში ატეხა განგაში: „რაჟამს ეკლესიაში შევდივართ, ცაში შევდივართ არა ფიზიკურად, არამედ ძალით და გონებით. რამეთუ შესაძლებელია, მიწაზე იმყოფებოდე, მაგრამ არსებით ზეცაში იყო და ზეციურ სიკეთეებს განიცდიდე“. ანუ ეკლესიაში რომ შემოდიხარ, შეხედე წმინდანების, მოწამეების ხატებს და თქვი: „ეს ხალხი როგორ ეტანჯა, როგორი პრობლემები ჰქონდათ და მე იმაზე ვწუხვარ: რატომ არ მიზრდიან ხელფასს, რატომ მაქვს ეს პრობლემები.” ეკლესიაში რომ შემოდიხართ, ღვთაებრივზე იფიქრეთ. „მიწიერი მიწაზევე დაუტევეთ, ეკლესიაში მყოფნი ნუ ვიზრუნებთ ამასოფელზე. რამეთუ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, აქ შემოსვლისას ზეციურ სიკეთეებს უნდა მივილტვოდეთ და არა – მიწიერ საქმეებს“. ანუ, უპირველეს ყოვლისა, ზეციური სიკეთე ითხოვეთ, რომ  არ იცით ლოცვა, არ გაქვთ სიმშვიდე. „ეკლესია ზეციური ალაგია, ქადაგებისთვის და ლოცვისთვის არის განკუთვნილი. ახლა კი ეკლესია ვნებების და სავაჭრო სახლებზე უკეთესი არ არის. რადგან გაპრანჭული დედაკაცები უგუნურთა საცდუნებლად დადიან, თითქოს აზრთა გაცვლისათვის, ეკლესიის გარდა, სხვა ადგილი არ არსებობდეს“. „ვისაც არ შეუძლია ეკლესიაში დაიდუმოს, უკეთესია გავიდეს, რათა სხვებსაც არ ექცეს დაბრკოლების მიზეზად“. ვერ ჩერდები, გადი გარეთ – ეს გაგდება კი არ არის, დაწყნარდი და მერე შემოდი. „ეკლესიაში შესვლისას ეძიე სიმშვიდე, სიწყნარე, განწმენდა და დაამება“. აფორიაქებული რომ შემოხვედი, უნდა დამშვიდდე და მიხვდე, რომ შენი ლოცვა შეიწირა ღმერთმა. „ეკლესიაში ნუ შეგიპყრობთ ცნობისმოყვარეობა, ნუ ათვალიერებთ მლოცველებს, არამედ გულისყურით ჩასწვდით ღვთისმსახურებას. თუ შენთვის გაუგებარია ლოცვისა და საგალობლების სიტყვები, თქვი „იესოს ლოცვა“. ვის რა კაბა აცვია, ვინ გათხოვდა, ვინ გახდა და გასუქდა – ამას ნუ აკვირდებით. იმაზე იფიქრეთ, მამაო რაზე იქადაგებს, რას იგალობებს გუნდი. „თუ ვინმე ეკლესიის ქცევის წესებს არღვევს, შენიშვნის მიცემა მშვიდად უნდა შეგეძლოთ“,  – თავაზიანად, არა შეურაცხყოფით, მრისხანებით. „არ შეიძლება ტაძარში მოწყალების თხოვნა. თუ ამას ვინმე სისტემატურად აკეთებს, მიმართეთ მოძღვარს“. „დაბოლოს, არ დატოვოთ ტაძარი ღვთისმსახურების დამთავრებამდე“, რაც ძალიან ხშირად ხდება. ერთი სული აქვთ ადამიანებს, გაიქცნენ ეკლესიიდან.

скачать dle 11.3