კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რამდენჯერ შეიძლება ხატების კურთხევა და როდის?
პასუხი: ხატები მღვდლისგან იკურთხება ერთხელ, მათი შექმნის ან მათი შეძენის შემდეგ. ასევე, შესაძლებელია მათი კურთხევა რესტავრაციის შემდეგ, თუ ხატს იერსახე დაკარგული ჰქონდა.
კითხვა: რატომ უნდა იყოს ჩვენი კეთილი საქმეები დაფარული?
პასუხი: იმიტომ, რომ ხალხისთვის მათი გამხელა, მათზე ზეციურ მისაგებელს აუქმებს. წმინდა თეოფანე დაყუდებული წერს: „რამდენადაც შეგიძლიათ, დაფარეთ თქვენი სულიერი ცხოვრებისეული საქმენი და ნურც გამომეტყველებით, ნურც საუბარში და ნურც სხვა მხრივ, ნუ გაამხელთ მათ“.
კითხვა: მაქვს პატარა მიწის ნაკვეთი, რომელზე მუშაობასაც მხოლოდ შაბათ-კვირას ვახერხებ. როგორც ვიცი, წმინდა წერილი გვიკრძალავს უქმე დღეებში მუშაობას. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, ეცადეთ, საღამოს ლოცვისა და დილის წირვის დროს არ იმუშაოთ.
კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია მეორედ დაქორწინებას, მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში?
პასუხი: ეკლესია ასეთ კავშირს იწყნარებს – მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში მეორედ დაქორწინება ღვთის გმობა არ არის, პირიქით, ის აარიდებს ადამიანს მრუშობის ცოდვას.
კითხვა: უნდა მივცეთ თუ არა შენიშვნა ადამიანს, ვინც ხმამაღალი ლაპარაკით ან გალობით ხელს უშლის მღვდელმსახურებას?
პასუხი: წმინდა იოანე ოქროპირი ამის უფლებას აძლევს თვით პატარა ბიჭუნასაც კი.

скачать dle 11.3