კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

განკითხვა მძიმე ცოდვაა
ერთი ბერი არც მარხვით, არც ლოცვით და არც სხვა რომელიმე სათნოებით არ გამოირჩეოდა, არამედ სრულიად უდებად (უდებობა – მცონარობა) ცხოვრობდა. დადგა ამ სოფლიდან მისი გასვლის დრო. მონასტრის ძმები გაკვირვებული იყვნენ, როდესაც იხილეს, რომ ეს უდარდები ბერი არათუ განიცდიდა აღსასრულის მოახლოებას, არამედ მშვიდად ეგებებოდა მარადიულ ცხოვრებას და ღმერთს ადიდებდა.
– რატომ ხარ ასეთი გულმხიარული, შენ ხომ უფლის სამსჯავროზე უნდა წარსდგე? – ეკითხებოდნენ ისინი, – ჩვენ ვიცით შენი ცხოვრება და არ გვესმის შენი ასეთი გულგრილობა. განმტკიცდი ქრისტეს მადლით და ჩვენც გვიამბე, რათა ვადიდოთ უფალი და მისი კაცთმოყვარეობა.
მაშინ მომაკვდავმა სარეცლიდან თავი წამოსწია და უთხრა:
– ძმანო და მამანო, მართალია, უზრუნველად ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა, როცა მთელი ჩემი ცხოვრება უფლის ანგელოზებმა წიგნივით წინ გადამიშალეს, გულწრფელად ვაღიარე ცოდვები და საშინელ სასჯელს ველოდი, მაგრამ ანგელოზებმაე მითხრეს: „მიუხედავად უდებობისა, შენ არასოდეს განიკითხავდი ადამიანებს და ყველას მიმართ მიმტევებელი იყავი!“ ამ სიტყვების შემდეგ მათ ჩემი ცოდვების ფურცელი დახიეს. აი, ეს არის ჩემი სიხარულის მიზეზი.
ამის თქმა დაასრულა და მშვიდობით მიიცვალა უფლისა მიმართ.
***
დედათა სავანეში ერთი ქალწული ცხრამეტი წელი კარჩაკეტილად ცხოვრობდა. ერთხელაც ეშმაკის ჩაგონებით სარკმელი გამოაღო და მშვენიერი გარეგნობის მომღერალი დაინახა. ის იმდენად მოიხიბლა, რომ სენაკში შეიყვანა და მასთან შესცოდა.
უფალმა მისგან უსჯულოების ნაყოფი განარიდა და ქალს შვილი მოუკვდა. დედაკაცი სინანულში ჩავარდა. ისეთ მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, რომ სისუსტის გამო ფეხზე დგომაც კი უჭირდა.
გამოხდა ხანი და ერთ ღირსეულ ბერს გამოცხადებით ემცნო, რომ ცოდვილი დედაკაცი სათნო ეყო უფალს უფრო მეტად სინანულის ღვაწლით, ვიდრე ქალწულებრივი მოღვაწეობით.
მაშ, ნურავინ განიკითხავს ცოდვილებს ხილული ცოდვების გამო, რადგან არავინ უწყის სინანულის შესახებ, რომელიც საიდუმლოდ აღესრულება ადამიანის გულში.

скачать dle 11.3