კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ავსტრალიური დიეტა

სიტყვა „ავსტრალია“ ჩვენში უამრავ და ერთმანეთისგან განსხვავებულ ასოციაციას იწვევს: კენგურუ, ოქროს ციებ-ცხელება, მარჯნის სამოთხე დაივერებისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ, ავსტრალია თურმე კიდევ ერთი რამით დაამახსოვრებს თავს მთელი მსოფლიოს ქალბატონებს – სწორედ აქ დაიბადა ახალი დიეტური ბესტსელერი.
თურმე, ყველაზე პატარა და ყველაზე შორეული კონტინენტის მცხოვრებნიც ვერ გაექცნენ კაცობრიობის გლობალურ პრობლემას – ჭარბ წონას. ავსტრალიელმა მეცნიერებმა დათვალეს და დაადგინეს, რომ, თუ ადამიანები არ შეცვლიან კვების ჩვევებს, სულ რაღაც 20 წლის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის წონა (ჯამში) 60 მილიონი კილოგრამით მოიმატებს. ამიტომ, ყველაზე ავტორიტეტულმა სამეცნიერო ცენტრმა CSIRO-მ შეიმუშავა კვების ჯანმრთელი სისტემა. ახალი ეროვნული მენიუს ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი მენი ნოკსი აცხადებს, რომ ის შექმნეს უკანასკნელი სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე, რომლებიც ეხებოდა სწორად შერჩეულ რაციონს, თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ კვებამ ადამიანს აუცილებლად უნდა მიანიჭოს სიამოვნება.
ეს დიეტა საკუთარ თავზე უკვე გამოსცადა 547 ათასმა ავსტრალიელმა და მეცნიერები საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგის მოწმეები გახდნენ:
64-მა პროცენტმა შესამჩნევად დაიკლო წონაში;
63 პროცენტს გაუუმჯობესდა საერთო მდგომარეობა;
61-მა პროცენტმა იგრძნო ენერგიისა და ტონუსის მატება;
57 პროცენტს შეუმცირდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები;
46 პროცენტს გაუუმჯობესდა ხასიათი.
15-დან 64 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში წონაში დაკლების საშუალო მონაცემი 6 კილოგრამია, რასაც ავსტრალიელი დიეტოლოგები დიდ გამარჯვებად მიიჩნევენ.
დიეტის საბაზო კურსია 12 კვირა და შეიცავს პროდუქტების 30 ათასამდე სახეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ კვებაში პრაქტიკულად არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს:
1) თევზი, ხორცი: დღეში 2 ულუფა. 1 ულუფა – 100 გრამი თევზი, წითელი ხორცი ან ფრინველის კანგაცლილი ხორცი.
2) უჯრედისი: დღეში 1 ულუფა – 40 გრამი სიმინდის ფანტელები (უშაქრო), ქატოს, შვრიის ან ოსპის ფაფა.
3) ცეხვილი მარცვლეული: დღეში 2 ულუფა. 1 ულუფა – ცეხვილი პურის ან ხილის კექსის 35-გრამიანი ნაჭერი; მოხარშული ბრინჯი ან მოხარშული ლობიო – 4 სადილის კოვზი; ან 3 სადილის კოვზი მოხარშული მაკარონი (ცხადია, ჩამოთვლილი პროდუქტებიდან ერთ-ერთი უნდა ამოარჩიოთ).
4) ხილი: დღეში 2 ულუფა. 1 ულუფა – 150 გრამი ნებისმიერი ხილი (უშაქროდ); 150 მილილიტრი უშაქრო ხილის წვენი ან 30 გრამი ჩირი.
5) რძის პროდუქტები: დღეში 3 ულუფა. 1 ულუფა – 250 მილილიტრი მოხდილი რძე; 200 გრამი იოგურტი; 25 გრამი ჩვეულებრივი ან 50 გრამი უცხიმო ყველი (მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ, დღეში თითო პროდუქტის თითო ულუფა მიირთვათ).
6) ბოსტნეული: დღეში 3 ულუფა. 1 ულუფა – 150 გრამი ნებისმიერი ბოსტნეული; 1 ცალი საშუალო ზომის (150 გრამი) კარტოფილი. რეკომენდებულია ნახევარი ულუფა ბოსტნეულის სალათა და 2 ულუფა უმი ან მოხარშული ბოსტნეული.
7) ცხიმები: დღეში 3 ულუფა. 1 ულუფა – 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი ან 10 გრამი ნაღების კარაქი. დღეში 3 ულუფა ცხიმი უტოლდება 60 გრამ ავოკადოს ან 20 გრამ მზესუმზირას (თხილს, ნიგოზს).
8) პატარა სიამოვნებები: დღეში მხოლოდ 1 ულუფა. ეს შეიძლება იყოს თქვენი საყვარელი სასუსნავი, რომლის კალორიულობა (1 ულუფის) არ უნდა აღემატებოდეს 150  კილოკალორიას, მაგალითად, 25 გრამი შავი შოკოლადი ან, 1 ჭიქა მშრალი ღვინო, 1 ცალი ზეფირი, ნაყინის 1 ბურთულა, ერთი ცალი მშრალი ნამცხვარი („პეჩენია“).
ავსტრალიური დიეტის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, დაიცვათ ულუფების რაოდენობა და დღის განმავლობაში მიირთვათ თითოეული ჯგუფის პროდუქტის ის ულუფა, რომელიც მიგითითეთ.
მისი მთავარი თავისებურება კი ის გახლავთ, რომ არის დაბალკალორიული, შესანიშნავად დაბალანსებული, ეფექტური და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ადვილად დასაცავი.

скачать dle 11.3