კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატი სიყვარულისთვის

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-42(773)

 რეალურ ცხოვრებაში ისე არ ხდება, როგორც კინოში ან წიგნებში. მერე რა, რომ ზოგიერთები ჯეკპოტს იგებენ. ასეთები ერთეულები არიან და მაგალითად ვერ გამოდგებიან. მით უმეტეს, თუ ბედმა „მეორე ვიოლინოს“ როლი გარგუნა, დირიჟორთან ჩხუბი მხოლოდ გაგიუარესებს მდგომარეობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფაქიზი ნერვული სისტემა გაქვს და ცრემლებსაც ადვილად ღვრი...
ლაშას ნერვიული სისტემის შესახებ ანამ არაფერი იცოდა, სამაგიეროდ, საკუთარს იცნობდა კარგად და ხვდებოდა – ცხოვრებისგან ასეთ დარტყმებს ვერ გაუძლებდა. ამოიოხრა. ირინკა ისევ ლაპარაკობდა და ანას ვერ გაეგო, უნდოდა მისი მოსმენა თუ არა.
– ისე, თუ არ მეღადავებით, წიგნის დაწერა მართლაც კარგი აზრია, ოღონდ, ჯერ მაგისთვის არ მცალია და არც შესაფერისი დროა. აი, რომელიმე პოპულარულ საიტზე კი ბლოგს წავიყვანდი.
ანამ წარბი შეკრა:
– შენ ხარ საკმაოდ სერიოზული, რესპექტაბელური კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და ბლოგის წაყვანა ქალებისა და კაცების ურთიერთობაზე არ შეგეფერება სამსახურებრივად. ცოტა პრესტიჟზეც იფიქრე და, საერთოდაც, ცოტა მეტი იფიქრე.
– ვფიქრობ, ქალბატონო ანა, – ირინკამ წყენით გაბუშტა ტუჩები.
– რაღაც, არ გეტყობა, სამსახურის საქმეებზე ფიქრობდე. წელიწადი სრულდება, რაც აქ მუშაობ და პიარის თვალსაზრისით ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ წინ.
– ჯერ პროექტებზე ვმუშაობ, ქალბატონო ანა.
– ჰო?! მაშინ, ან ძალიან ბევრს მუშაობ, ან საერთოდ არ მუშაობ, რადგან, შედეგი ვერ დავინახე. არ გეჩხუბები, მხოლოდ ის მინდა, ყველამ თავისი საქმე აკეთოს და აკეთოს კარგად. მორჩა, საუზმე და საუბარი დასრულებულია...
ანა კაფეტერიიდან რომ გავიდა, ნაწყენი ირინკა სოფოს მიუბრუნდა:
– არა, რა, ამ ქალის ვერაფერი გავიგე. რა უნდა ჩემგან?
– ახლა არ თქვა, რომ უსამართლოდ გისაყვედურა.
– რა თქმა უნდა. ისე ხომ არ ვზივარ, ქვეყნის საქმეს ვაკეთებ. ჯერ ხომ უნდა დავალაგო სისტემა. თანაც, მარტო ვარ. ერთი დამხმარეც კი არ მყავს.
– ირინკა, გეყოფა! რაში გჭირდება დამხმარე? მთელი დღე ზიხარ და სოციალურ ქსელში მესიჯობ ან მობილურზე ლაპარაკობ, ან მაღაზიების საიტებს ათვალიერებ. მე ხომ მაინც ვიცი.
– უსამართლო ხარ. თუმცა, არ მიკვირს. შენ გირჩევნია, ანას კუდი იყო, ვიდრე ჩემი მეგობარი.
– მე ანას მეგობარი ვარ, – წარბი ასწია სოფომ, – მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, შენთანაც ნორმალური ურთიერთობა მქონდეს.
– რაღაც, არ გეტყობა, – ჩაიბურტყუნა ირინკამ, – ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდ დამეტაკები ხოლმე და იგესლები.
– მე? რატომ უნდა ვიგესლებოდე?
– რა ვიცი. მეც ზუსტად ეგ მაინტერესებს.
– უფროსის საყვედური საწყენად არ უნდა მიიღო და სანერვიულოც აღარაფერი იქნება.
– ამას საკუთარ თავზე ამბობ?
– არა, შენზე და ანაზე. მოდიხარ ზემოთ?
– სხვა რა გზა მაქვს. თურმე, უკეთ უნდა ვიმუშაო, რომ ვიღაც-ვიღაცეებმა შედეგი დაინახონ, – ირონიულად ჩაეცინა ირინკას.
– ნუ იბოღმები, – გაუცინა სოფომ.
***
ანამ მობილურს დახედა და ნომერი ვერ იცნო. ცოტა იყოყმანა და უპასუხა:
– როგორ ჩაიარა შაბათ-კვირამ? გაერთე ბავშვთან? – მამაკაცის ხმა უცხოდ ჟღერდა და ერთბაშად ვერ მიხვდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. ისიც კი იფიქრა, ნეტავი, ლაშა ხომ არ მირეკავს ხმაშეცვლილი უცხო ნომრიდანო.
– დიახ. მშვენივრად გავერთე. ვინ ბრძანდებით და ჩემი ურთიერთობა შვილთან რატომ გაინტერესებთ?
– უკაცრავად, ანა... მგონი, ცუდად გამომივიდა. ვიხუმრე და ვერ გავითვალისწინე, რომ პირველად გირეკავდი... ვახო ვარ...
– ახლა გიცანი. გმადლობ, რომ მომიკითხე. სამსახურში ვარ.
– ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა უნდა დაგემშვიდობო? – ვახოს გულდაწყვეტილი, იმედგაცრუებული ადამიანის ხმა ჰქონდა.
– ჰო, მაგრამ, მართლა გამიხარდა, რომ დამირეკე.
– ჰო?! მაშინ ნებართვას ავიღებ და კიდევ დაგირეკავ.
– კარგი...
– სუშიც ძალაშია...
ანამ უნებლიედ გაიცინა და თვითონაც ვერ გააცნობიერა, ისე შესთავაზა:
– საღამოს შევხვდეთ, თუ გინდა.
– მართლა?! – ვერ დაიჯერა კაცმა.
– დამირეკე, – უკან ვეღარ დაიხია ანამ, ტელეფონი გათიშა და საკუთარ თავზე მოერია ბრაზი – ნუთუ ასეთი უნებისყოფო ვარ? რისთვის მჭირდება ამ კაცთან შეხვედრა? შურისძიებაზე ფიქრი ძალიან მდაბიურია. ოჯახის შექმნაზე – სასაცილო. გართობითაც ვერ გავერთობი და რა აზრი აქვს ასეთ შეხვედრასო. ბოლოს კი დაასკვნა, ჭკუა ვერ ვისწავლეო და მდივანს დაურეკა, თათბირი დანიშნეო...
სოფომ თავი ასწია და ირინკას გაოცებით შეხედა:
– სად მიდიხარ? ვერ გაიგონე, ანამ თათბირი რომ დანიშნა?
– მე კი არა, შენ ვერ გაიგონე. განყოფილების უფროსებიო... ანუ მე და შენ არაფერ შუაში ვართ.
– სამაგიეროდ, შენი ბატონი სოსოა შუაში. აქ ხომ უნდა დახვდე, რომ ამოვა?
– კარგი რა, როგორმე უჩემოდაც გაძლებენ. თანაც, სულ კი არ მივდივარ, ერთი საათით შეხვედრაზე გავალ და დავბრუნდები. სხვათა შორის, საქმიანი სადილია. სამსახურის საქმეზე უნდა ველაპარაკო იმ კაცს.
სოფომ მხრები აიჩეჩა:
– ვინმემ გკითხა, ვის ხვდებიო?
– არა, მაგრამ, ხომ გაინტერესებს? – ჩაეძია ირინკა.
– არა, არც მაინტერესებს, – გადაჭრით თქვა სოფომ.
ირინკამ მხრები აიჩეჩა და ღიმილით გაიხურა კარი...
***
ლაშამ მისკენ მიმავალი ანა დაინახა. სიგარეტის ნამწვი იქვე დააგდო და ქალს წარბშეკრული მიეგება:
– ორი დღეა, გირეკავ, რატომ არ მპასუხობდი?
– იმიტომ, – მიახალა ანამ, – არ მცალია, სამსახურში მაგვიანდება.
– კარგი მანქანაა. შეძლებული თაყვანისმცემელი გაჩითე?
– რატომაც არა, – ანამ მანქანის კარი გააღო.
– სად მიდიხარ, სალაპარაკო მაქვს.
– ხომ გითხარი, სამსახურში მაგვიანდება-მეთქი.
– დააგვიანებ ცოტას. ნუ გეშინია, არ დაგსჯიან.
– შენი გადასაწყვეტი არ არის, დავაგვიანებ თუ ადრე მივალ, თავი დამანებე!
– არა, მოიცადე. ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ შევხვდებოდით ხოლმე.
– ეგ მანამდე იყო, სანამ ორი თვით დაიკარგებოდი.
– აჰა, აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე! ანა, მე თავისუფლებას ასე ადვილად ვერ შეველევი.
– მერე, ვინ გთხოვს, შეელიეო, მაგრამ, მე თავი დამანებე, კარგი?
– ეს უკვე ულტიმატუმია. თუ, ვერ ხვდები?
– ვერ ვხვდები, – გამოაჯავრა ანამ.
– გეყოფა, ამით მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებ და, სხვათა შორის, ბავშვსაც...
– რომელიც ასევე შენი ბავშვიც არის, თუკი, რა თქმა უნდა, გახსოვს.
– რამდენჯერ გითხარი. ასე ნუ მელაპარაკები-მეთქი! – გაცხარდა ლაშა.
ანამ დამცინავი ღიმილით შეხედა:
– არავის უთხოვია, სახლთან ჩამისაფრდიო, შენ თვითონ გაგიჩნდა ამის გაკეთების სურვილი.
– ჰო, გამიჩნდა და ახლა ძალიან ვნანობ.
– ლაშა, მე შენთან ჩხუბს არ ვაპირებ. ტყუილად დროს ვკარგავთ. მე სამსახურში უნდა ვიყო... შენ კი, გატყობ, მოცლილი ხარ.
– სულაც არ ვარ მოცლილი, მაგრამ შენთან ლაპარაკს აზრი არა აქვს. მოკლედ, ბავშვის ნახვა მინდა.
– გადასარევი ამბავია! ნახე, მე არ გიშლი.
– რანაირად, თუკი ტელეფონზე არ მიპასუხებ და სახლში არ შემომიშვებ? – თავი მოისაწყლა ლაშამ.
– იცი, რას გეტყვი? ახლა ბავშვი ძიძასთან არის. შეგიძლია, აბრძანდე და ნახო. დავურეკავ, რომ კარი გაგიღოს.
– არა, ასე არ მინდა.
– აბა, როგორ გინდა?
– შენც რომ იყო, ისე...
ანამ ამოიოხრა.
– იცი, ზოგჯერ მგონია, რომ ნორმალური არ ხარ.
– ვითომ რატომ?
– ერთი, უცხო თვალით შეგახედა, როგორ იქცევი და მიხვდებოდი.
– ჩვეულებრივად ვიქცევი, ანა, ჩვეულებრივი კაცი ვარ და ჩვეულებრივად ვიქცევი.
– მე მინდა, არაჩვეულებრივად მოიქცე, ხო? ჰოდა, რად გინდა ასეთი შეუგნებელი ქალი?
– ორი თვე ხომ არ გამოვჩნდი, ამან დაგბოღმა ასე?
– არა ვარ დაბოღმილი. პირიქით, ალალი გულით გელაპარაკები და ვცდილობ, მიგახვედრო, რომ შენგან არაფერს მოვითხოვ... საერთოდ არაფერს.
– არც კოცნას?
– რა?! – ანამ სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო, რომ კაცმა მხრებში მოკიდა ხელი, თვისკენ შეაბრუნა და ტუჩებზე ისე დააცხრა, ქალს მაშინვე გაუქრა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი.
ანა დამძიმებული გულით გადმოვიდა მანქანიდან. შორიახლოს მდგარი მამაკაცი გაღიმებული დაიძრა მისკენ.
– ყვავილების ყიდვა მინდოდა... მერე გამახსენდა, რომ, შეიძლება, ეს არ მოგწონებოდა და გადავიფიქრე.
 – მე კი ლამის მოსვლა გადავიფიქრე, – გამოტყდა ანა.
– მართლა? რატომ? ეს არ არის კარგი ამბავი. არ გინდოდა ჩემთან შეხვედრა და ახლა მხოლოდ იმიტომ ხარ აქ, რომ მოგერიდა?!
– არა, არც ასე ცუდად არის საქმე. მოდი, შევიდეთ და დავლიოთ, – ნაძალადევი უდარდელობით მოჰკიდა მკლავზე ხელი ანამ და კაციც დაჰყვა მის ნებას...
„ლაუნჯ-ბარში“ სანახევროდ ბნელოდა.
– სად დავსხდეთ? – ჰკითხა ვახომ.
– რა მნიშვნელობა აქვს, სადაც კომფორტულად მოვეწყობით.
– ანუ, იქ, სადაც შეუმჩნევლები ვიქნებით? – დაკონკრეტება სცადა ვახომ, მაგრამ ანამ ისე შეხედა, მაშინვე ინანა, – რაღაც, ისე ვერ ვთქვი, ხო?
– მე არავისგან არაფერი მაქვს დასამალი, თუ ამას გულისხმობ. მარტინი შეუკვეთე ჩემთვის ლიმონით, ზეთისხილის გარეშე.
– რამე უფრო მაგარი ხომ არ გეცადა?
– ჯერ მარტინის დავლევ, მერე ვნახოთ. საჭესთან ვარ, დათრობას არ ვაპირებ.
– არ გშია? საჭმელიც აქვთ და საკმაოდ გემრიელიც.
– არა, არ მშია.
– კარგი, მაშინ, ცოტა დავლიოთ და ვისაუბროთ, – ვახო ბარისკენ გაემართა. ანას ყურადღება კი ახალგაზრდა ქალის მოურიდებელმა ხმამაღალმა სიცილმა მიიპყრო. ნახევრად შებრუნდა და უკან გაიხედა – ორი მაგიდის მოშორებით ლაშა იჯდა, ნახევრად შიშველ არსებასთან ერთად და გულიანად იცინოდა. ანას პირი გაუშრა, მუხლები აუკანკალდა და ხელისგულები გაუოფლიანდა. იმასაც მიხვდა, რომ ლაშას დანახვა, მით უფრო – ქალის საზოგადოებაში, ისევ მტკივნეულად მოქმედებდა მასზე. ტყუილად ირწმუნებდა თავს, რომ ყაზბეგის ინციდენტის შემდეგ იმუნიტეტი გამოიმუშავა.
– მოგიტანე შენი მარტინი, – მოზეიმე ხმით განუცხადა ვახომ, წელში გამოყვანილი, ფართოდ პირგადაშლილი ჭიქა წინ ფრთხილად დაუდგა და ჰკითხა: – აბა, რა მოხდა?
– არაფერი... რატომ მეკითხები?
– რა ვიცი, წეღან უფრო მხიარული იყავი, ახლა კი ისეთი გამომეტყველება გაქვს, თითქოს რაღაცამ შეგაშინა თუ დაგაფრთხო.
ანამ ნაძალადევად გაიცინა და მარტინი მოსვა.
– გეჩვენება... მშვენიერი მარტინია, – მომიყევი შენზე, როგორც მე ვიცი, ცოლი არასდროს გყოლია.
– არა.
– რატომ, არავინ გყვარებია?
– როგორ გითხრა... მიყვარდა, მაგრამ...
– მაგრამ, ისე არა, რომ ქორწინების ბორკილები დაგედო? რატომ აზროვნებენ მამაკაცები ასე? – წყრომით ჩაილაპარაკა ანამ და ლაშასკენ გაექცა მზერა. ლაშას თითქმის კალთაში ეჯდა ქალი და ერთი ხელი მის წელზე ჰქონდა შემოხვეული.
– მართლა ასე ფიქრობ ჩემზე? – შეცბა ვახო, – ბორკილები არაფერ შუაშია, უბრალოდ, მან თავად არ მოინდომა, ცოლად გამომყოლოდა – ჩემი მეგობარი ამჯობინა, რომელიც ქორწილში ჩვენი მეჯვარე უნდა ყოფილიყო. ძალიან ტრაგიკულ-ლირიკულად ჟღერს, მაგრამ რეალობა ესაა, თავს არ გაცოდებ.
ანამ თანაგრძნობით შეხედა:
– არ ვიცოდი...
– ჰო, არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი და ბევრმა არც  იცის. შეიძლება, შენთვისაც არ უნდა მეთქვა.
– მე არავის ვეტყვი, გპირდები.
ვახომ ღიმილით აიჩეჩა მხრები:
– არ არის პრობლემა, ვისაც გინდა, იმას უთხარი... – ვახო გაჩუმდა და უცებ დაამატა: – არა, შენ რაღაც დაგემართა. შენი ფიქრები სადღაც სხვაგან არის... მოუსვენრად ხარ, თან, არ გინდა, რომ შეგამჩნიო.
– ხომ გითხარი, გეჩვენება. იმიტომ ვწრიალებ, რომ კიდევ ერთი ჭიქა მარტინი მინდა და მეშინია, რომ პატრული გამაჩერებს.
– თუ მოძრაობის წესებს არ დაარღვევ, არ გაგაჩერებენ. პირადი გამოცდილებით ვიცი.
– გააკეთე სუში და დამპატიჟე.
– მოხვალ? ჩემთან, სახლში?
– ჰო. სოფოს და ნიკასაც ხომ დაპატიჟებ?
– რა თქმა უნდა, – ვახომ გაუბედავად მოჰკიდა ხელი თითებზე და ნაზად მოუჭირა, – შეიძლება, ის გითხრა, რასაც ახლა ვგრძნობ?
– რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთთან თამაში არ დაგვჭირდება.
– ეგ მამხნევებს. მიხარია, ძალიან მიხარია, რომ ჩემთან ურთიერთობას დათანხმდი...
– სხვათა შორის, ყოველთვის შემიძლია, გადავიფიქრო, – გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ანამ.
– მაგასაც ვხვდები. ამიტომ მეშინია, რამე არ მოხდეს ისეთი, რაც დაგაფრთხობს...
– ძალიანაც ნუ გამიფრთხილდები... იმედს არ გაძლევ, – ანამ ისევ გააპარა მზერა ლაშასკენ... თავის საყვარელთან ერთად წასასვლელად ემზადებოდა. ანას მხარეს საერთოდ არ გამოუხედავს, ფული გადაიხადა და იმ ქალთან ჩახუტებული, ბედნიერი სიცილით წავიდა.
ანას გულში რაღაც ჩასწყდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3