კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იწვევდა კანონიერი ქურდი „ზაიკა“ ერთდროულად კოლეგებისა და მილიციის აღტაცებას და როგორ ატარა მან 60 წლის განმავლობაში ქურდული ტიტული

უხუცესი ქართველი კანონიერი ქურდი ვახტანგ ფერაძე, მეტსახელად „ზაიკა“ (ენაბლუ) ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ფიგურა იყო საბჭოთა კავშირის შავ სამყაროში და კოლეგებს შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. სინამდვილეში, ზაიკა ბრწყინვალე ორატორი იყო და რამდენიმე ქურდულ პროფესიასაც ერთნაირად მაღალ დონეზე ფლობდა: მას შეეძლო, ეჯიბგირა, გაეხსნა ყველაზე რთული საკეტები და გაექურდა ბინა. ყველაფერ ამას კი ვახტანგ ფერაძე ისე მახვილგონივრულად აკეთებდა, რომ  მისი ძებნით გამწარებულ ოპერებშიც კი სიმპათიას იწვევდა.
„ზაიკა“
ვახტანგ ფერაძე 1896 წელს დაიბადა თბილისში. ის ადრე დაობლდა. მას ბებია ზრდიდა, რომელიც ასევე ადრე გარდაიცვალა და 11 წლის ბავშვს მეურვედ ბიძა (დედის ძმა) დაუნიშნეს, რომელიც ლოთი, მოთამაშე და მექალთანე იყო. სწორედ მან მოახდინა ბავშვზე უარყოფითი გავლენა და თორმეტი წლის ვახტანგ ფერაძე ქუჩურ ცხოვრებას ეზიარა. მასზე ბევრად უფროსმა ბიჭებმა ვახოს მოპარვა და კარტის თამაში ასწავლეს. ერთხელ ვახომ 17 წლის სოლოლაკელ ალიმასთან შვიდი მანეთი წააგო. ალიმამ ჯიბის საათს დახედა და წაგებულს უთხრა:
– თუ ერთ საათში ფულს არ ჩამაბარებ, შერცხვები და თავს ვერ გამოყოფ გარეთ.
– არ შევრცხვები, – მტკიცედ მიუგო ვახო ფერაძემ და ერევნის (თავისუფლების) მოედნისკენ დაეშვა.
პატარა ვახომ პოლიცმაისტერი აბესალოვი შენიშნა. ის დინჯად მიაბიჯებდა ახლანდელი პუშკინის სკვერისკენ, ჯიბეში კი უზარმაზარი საფულე ედო. აბესალოვი შიშის ზარს სცემდა ქურდებსა და ყველა ჯურის ბოროტმოქმედს. მისი სახელის გაგონებაზე კი ისინი ძრწოდნენ. პატარა ვახუნამ მას წინ გაურბინა. ქვას ფეხი წამოჰკრა და ძირს დავარდა. პოლიცმაისტერი ბავშვისკენ დაიხარა და მისი წამოყენება სცადა, თუმცა ის არ იძროდა. სანამ აბესალოვი ბავშვს „ასულიერებდა“, ვახომ ჯიბიდან საფულე ამოაცალა და, იმდენი მოახერხა, რომ ახლომდებარე შადრევანში მოისროლა. აბესალოვმა ბავშვი სკამზე დასვა და ჰკითხა:
– როგორ ხარ?
– მმშია... – ენა დაება ბავშვს.
აბესალოვმა ჯიბეები მოიჩხრიკა, მაგრამ საფულე ვერ იპოვა. შემდეგ ხელი ჩაიქნია, ახლომდებარე საფუნთუშედან უზარმაზარი ქიშმიშიანი ფუნთუშა გამოუტანა, მიაწოდა და უთხრა:
– ჭამე და სახლში წადი. გაგაცილო?
– მმადლობა, ძძია, უკკეთ ვვარ. არ მიმინდა, – მიუგო ვახომ.
აბესალოვი პუშკინის სკვერს გაუყვა, თან საფულეს ეძებდა. ვახომ კი საფულე შადრევნიდან ამოიღო. ვიწრო ქუჩებით სოლოლაკში დაბრუნდა და ალიომას შვიდი მანეთი ჩააბარა. დანარჩენი ორმოცი მანეთით კი ძმაბიჭებთან ერთად კარგი დრო ატარა და ჯიბგირობის ისტორიაც მოუყვა მათ, რის შემდეგაც „ზაიკა“ უწოდეს.
კურიერი
წლების შემდეგ ვახო ფერაძე და ანტონ აბესალოვი ერთმანეთს ციხეში შეხვდნენ და საფულის ისტორია გაიხსენეს. ვახო ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. აბესალოვი კი ახალმა კომუნისტურმა მთავრობამ დააპატიმრა და მას პოლიცმაისტერობა გაუხსენეს. აბესალოვი სასტიკად დევნიდა არალეგალ კომუნისტებს ცარიზმის დროს და სწორედ ამის გამო დაიჭირეს. პატარა ვახო კი, პირიქით, ბავშვობიდანვე ეხმარებოდა იატაკქვეშელებს და კრიმინალური საქმიანობის პარალელურად, არალეგალთა კურიერის ფუნქციებს ასრულებდა. ვახოს არაერთხელ გადაუტანია რევოლუციური პროკლამაციები ერთი ადგილიდან მეორეზე. ღამით კი აკრძალულ ფურცლებს ქალაქში აკრავდა. პატარა კურიერმა მალე მოიპოვა იატაკქვეშელი რევოლუციონერების ნდობა და მოგვიანებით მას უფრო საპასუხისმგებლო დავალებებს აძლევდნენ. 1912 წელს 16 წლის ვახომ თბილისის რკინიგზის სადგურიდან ავლაბარში 40 ცალი შაშხანა და 6 ყუთი ტყვია-წამალი მოიტანა დროგით. დროგზე შეშა ელაგა და სწორედ შეშის ქვეშ იყო შენიღბული იარაღი და ტყვია-წამალი. 1913 წელს კი, იატაკქვეშელთა დავალებით, ვახო ფერაძემ პოდპოლკოვნიკ ვიქტორ ხომიჩის ბინა გაქურდა გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე. იქიდან მან საიდუმლო საქმე მოიპარა, რომელშიც „ოხრანკის“ საიდუმლო აგენტების სია ეწერა. ხომიჩი „ოხრანკის“ განყოფილების უფროსი იყო. ზაიკამ საქმეს ძვირფასეულობაც გამოაყოლა და თავისთვის დაიტოვა... დამსახურებების მიუხედავად, ახალმა ხელისუფლებამ არც ვახო ფერაძე დაინდო და 1923 წელს ის ქურდობისთვის დააპატიმრეს. სწორედ იქ შეხვდნენ ერთმანეთს ძველი ნაცნობები და ექვსი თვე ერთ საკანში გაატარეს.
კოლორიტი ქურდი
ზაიკა კანონიერ ქურდად 1927 წელს, 31 წლის ასაკში მონათლეს ორთაჭალის ციხეში და 60 წლის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა ამ ტიტულს. თავისი ქურდული კარიერის განმავლობაში არაერთი საქმე გაუკეთებია, რომლებიც ერთდროულად აღფრთოვანებასა და ღიმილს იწვევდა კოლეგებშიც და სამართალდამცველებშიც.
1940 წელს, როდესაც ზაიკა მორიგი პატიმრობიდან გათავისუფლდა, მოსკოვის „ტაგანკის“ ციხიდან მან ხელს გამოაყოლა ციხის უფროსისა და რეჟიმის უფროსის საფულეები, მაჯის ოქროს საათი კი ხელიდან მოხსნა ციხის უფროსს და იმავე საღამოს სასტუმრო „მოსკვას“ რესტორანში დილამდე იქეიფა.
1950 წელს ვახო ფერაძემ სახლში დაურეკა საკომისიო მაღაზია „დიადემის“ დირექტორს, ფიოდორ კაცმანს, თაყვანისმცემელ ქალბატონად გაეცნო მას და პაემანზე გამოიტყუა, თავად კი მის ბინაში შევიდა და იქაურობა პირწმინდად „გაასუფთავა“.
თავისი ბოლო საქმე ზაიკამ 1976 წელს, 80 წლის ასაკში, თბილისში შეასრულა –  მაღაზიაში, რიგში მდგარ მილიციის პოლკოვნიკ არსენ გუმბაროვს საფულე ამოაცალა და მიმალვა სცადა, მაგრამ მოხუცი ჯიბგირი ქუჩაში დააკავეს და, მართალია, საფულე ჩამოართვეს, მაგრამ ასაკის გამო ციხეში არ ჩაუსვამთ.
ზაიკას მას მერე არაფერი მოუპარავს და ქურდების მიერ დანიშნული პენსიით ირჩენდა თავს. ის 1987 წელს, მოსკოვის მეორე კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
xx

скачать dle 11.3