კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახდა იძულებული სულთანი, ციხიდან გამოეშვა რუსუდან მეფის თხოვნით დაპატიმრებული საქართველოს ტახტის მემკვიდრე – დავით ლაშას ძე

მონღოლებმა დაიკავეს ირანი, შემდეგ – ადარბადაგანი და საქართველო. ჩვენს რეგიონში მათ ნაწილებს მეთაურობდა ოთხი ნოინი: ჩორმაღანი, ჩაღატა, იოსური და ბიჩოი. ჩორმაღანი, დავით ულუს მომავალი ბოლო ცოლის, ესუქნის მამა, უმთავრესი სარდალი იყო მათ შორის.
1241 წელს ჩინგიზ ყაენის ყოფილ აბჯრისმტვირთველს, მონღოლთა დიდ სარდალ ნოინ ჩორმაღანს დამბლა დაეცა. წინა აზიასა და კავკასიაში დაბანაკებულმა სამმა დარჩენილმა ნოინმა მეთაურად ბიჩოი აირჩია (მონღოლურად – ბაჩუ).
ბიჩოიმ მოუწოდა ქართველებს და თავის არმიასთან ერთად თურქ-სელჩუკების დასალაშქრავად წაიყვანა.
მიადგნენ არზრუმს, ქართველები კარნუ-ქალაქს რომ უწოდებდნენ. ცოტა ხნით ადრე არზრუმი საქართველოს ვასალი იყო და საქართველოს მეფისათვის ჯარის მიშველება ევალებოდა, ახლა კი ქართველებს უნდა ებრძოლათ მონღოლებთან ერთად, რომ ეს სამთავრო მონღოლებს დამორჩილებოდა.
მონღოლებმა გამოიყენეს საალყო მანქანები, ლოდსატყორცნები და ბოლოს აიღეს ქალაქი. მონღოლების ნაწილებმა გაძარცვეს არზრუმის ეკლესიებიც, გაიტაცეს ქრისტიანული წიგნები, ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა და სახარებები და მერე გროშის ფასად მიჰყიდეს ქრისტიანებს. ეს მოხდა 1242 წლის ბოლოს.
გამოზამთრების მერე მონღოლთა არმია კვლავ დაიძრა დასავლეთისკენ, სელჩუკების დასალაშქრავად.
ამ დროს იკონიის (რუმის) სასულთნოს მართავდა ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ მეორე, ქართული წყაროთი – ყიასდინი, რუსუდან მეფის სიძე. რუმის სასულთნო საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო, მრავალრიცხოვანი ჯარიც ჰყავდა და რამდენიმე ვასალური სახელმწიფოს ჯარებიც ეხმარებოდნენ. ყიასდინთან სამსახურში არაერთი ქართველი იმყოფებოდა. სულთანი კარგად მოემზადა მონღოლებთან საომრად: შეკრიბა დიდი ჯარი, მოიმხრო ვასალებიც – ალეპოს მმართველი და ტრაპიზონის იმპერატორი.
ამ დროს საქართველოს სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ არსებობდა და ვინ იზრუნებდა ტრაპიზონზე, ამიტომ, თამარის მიერ დაარსებული,  ლაზებით დასახლებული ეს პატარა სახელმწიფო სელჩუკების ვასალი გამხდარიყო. ყიასდინმა დაიქირავა 2 000 ევროპელიც და 1 000 მეომარი ნიკეის იმპერიიდან.
მონღოლებმა გაიარეს არზრუმი და მიადგნენ ერზინკას (ერზინჯანს) და მასთან ახლოს, სივასის, ერზინჯანისა და არზრუმს შორის,  ქოსე-დაღის (ქოსა მთის) მახლობლად, ორი არმია დადგა ერთმანეთის პირისპირ.
ქართველი მემატიანე წერს, რომ ყიასდინმა 400 000 მეომარი გამოიყვანა ბრძოლის ველზე; ევროპული წყარო 200 000-ს ასახელებს; სომხური – 160 000 მეომარს, ხოლო თანამედროვე სელჩუკი ისტორიკოსი – 70 000-ს.
მონღოლებს ჩვენს რეგიონში 40 000 მეომარი ჰყავდათ, თუმცა მათთან საქართველოს ჯარის ნაწილებიც იყვნენ, მინიმუმ – რამდენიმე ათასი. სელჩუკები რომ გაცილებით მეტნი იქნებოდნენ, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ყიასდინი ძალიან შეშფოთებული იყო, იცოდა, რომ მონღოლებმა გაანადგურეს დიდი ხორეზმი, დაიკავეს საქართველო, მამამისმა კი ერთი პერიოდი ქრთამებით დაიძვრინა თავი თათრებისაგან. ანუ, ყიასდინი კარგად იყო ინფორმირებული მონღოლთა შესაძლებლობებზე, მათ მოკავშირეებსა და ყველაფერზე.
ყიასდინმა თავისი არმიის სათავეში დააყენა ქართველი დარდინ შარვაშიძე, რომელიც სიმხნევესა და ნიჭის გამო აღზევებული ჰყავდა სულთანს. სულთნის ჯარში იყო შალვა ახალციხელის ვაჟი – ფარადავლაც, ასევე დიდი ვაჟკაცი. შესაძლოა, დარდინ შარვაშიძე და ფარადავლა ახალციხელი თავიანთი სამხედრო შენაერთებით იყვნენ სელჩუკების დასახმარებლად მისულნი, რათა ამგვარად დაესუსტებინათ დამპყრობელი მონღოლები და საქართველოსთვის თავისუფლება მოეპოვებინათ.
1243 წლის ივნისის ბოლო იყო. მონღოლებმა სელჩუკების მოსვლა რომ შეიტყვეს, ბიჩოი ნოინი სიხარულით მიიჭრა ქართველებთან, დაინახა სარგის ჯაყელი და დაუძახა:
– მახარობლად მოვედი, რა მეკუთვნის? დიდ სულთანს შეუტყვია ჩვენი მოსვლა და წინ შეგვეგება, აქვეა დაბანაკებული დიდი და უამრავი ლაშქრით და ჩვენთან შერკინებას აპირებსო!“
ეს რომ გაიგო სარგისმა, გაკვირვებულმა უპასუხა:
– ვიცი მონღოლთა სიმხნე და გამარჯვებები, ჰოი, ნოინო, მაგრამ, მტრის სიმრავლის გამო ვერაფერს ვხედავ სასიხარულოსო.
ბიჩოიმ გაიღიმა და უთხრა:
„არ გვიცნობ ჩვენ კარგად. ღმერთმა მოგვცა გამარჯვება, არაფრად დაგიდევთ მოწინააღმდეგის სიმრავლეს, რადგან, სულ მრავალრიცხოვან მტრებს ვჯობნიდით და ალაფით ვივსებოდით“.
ასეთი გალაღებულები იყვნენ მონღოლები. წითელი დროშები ჰქონდათ მათ, რაც მტრის დაღვრილი სისხლის სიმბოლო იყო.
ქართველები წინამბრძოლებად დააყენეს.
სულთან ყიასდინს სარდლები ურჩევდნენ, არ ეჩქარა შეტევაზე გადასვლა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამთენიისას საზარელი ყვირილით დაიწყო შეტევა სულთნის მრავალრიხოვანმა არმიამ.
ქართველები ყველაზე უკეთ იბრძოდნენ და დიდი ზიანი მიაყენეს სულთნის არმიის მარჯვენა ფრთას. სასტიკი ბრძოლა იყო.
აქაც გამოუყენებიათ მონღოლებს თავის ჩვეული ხერხი: ბრძოლა რომ გახურდა, ვითომ შეეშინდათ, გაიქცნენ და გაშლილ მდევარს საფარიდან მოულოდნელად დაუშინეს ისრები, „გაქცეულებიც“ მობრუნდნენ და ორი მხრიდან დასცხეს მტერს. ბრძოლაში დაიღუპა თურქ-სელჩუკთა არმიის მხედართმთავარი დარდან შარვაშიძე. ამან დიდი არეულობა გამოიწვია სელჩუკთა არმიაში. სულთანი შეშინდა, მოღალატე დიდებულებმა ტყვედ არ მიმგვარონ მონღოლებსო და გაიქცა. გაიქცა ყიასდინის ჯარიც. თათრები და ქართველები გამოეკიდნენ, ბევრი შეიპყრეს. 
გააფთრებულმა ყიასდინმა მონღოლთა მხარეზე იძულებით მებრძოლი ქართველების მიერ გამოჩენილი ენთუზიაზმის გამო, მოაკვლევინა თავის მხარეზე მებრძოლი ფარადავლა ახალციხელი, შალვას ძე.
მონღოლთა სარდლები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ქართველთა მიერ ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცის გამო, ქებას არ იშურვებდნენ და დიდძალ საჩუქრებს ურიგებდნენ ჩვენს წინაპრებს.
ამის შემდეგ ღრმად შევიდნენ რუმის ტერიტორიაზე, ანატოლიის სიღრმეში, სულთნის სადევნელად და ქვეყნის დასაპყრობად.
ყიასდინი ნიკეის იმპერატორის, იოანე მესამისა და ლათინთა იმპერატორის – ბალდუინ მეორის მიმხრობას ცდილობდა და მათთან ერთად სურდა მონღოლებთან ბრძოლა, არწმუნებდა მათ, მონღოლები თქვენც შემოგიტევენო, მაგრამ არ გამოუვიდა.
სულთანი ქალაქ იკონიაში გამაგრდა. ქალაქის კართან გაიმართა დიდი ბრძოლა.
ბოლოს შევიწროებულმა სულთანმა მონღოლებს თავისი ვეზირი და ამასიის ყადი მიუგზავნა და ითხოვა ზავი, აღუთქვა დიდი ხარაჯა და მისცა მრავალი უძვირფასესი თვალ-მარგალიტი და სხვა ძღვენი. ვაზირმა და ამასიის ყადმა დაარწმუნეს მონღოლები, აეღოთ ხარკი და უკან გაბრუნებულიყვნენ.
მონღოლები დათანხმდნენ და გამობრუნდნენ უკან.
ზავის პირობებით, სულთანი ყიასდინი ვალდებული იყო, ყოველწლიურად ყარაყორუმში გაეგზავნა 12 000 000 ოქროს ჰიპერპერონი (ჩვენებურად – პერპერა) ან შესაბამისი ღირებულების ადგილობრივი ვერცხლის მონეტა (ერთი პერპერა 12 ვერცხლის შესაბამისი იყო), 500 აბრეშუმის ნაჭერი, 500 აქლემი და 5 000 ცხვარი.
სულთანი ძალიან დაამცირეს. ყიასდინს თავისი სამბრძანებლოდან დაუტოვეს მხოლოდ დასავლეთი იკონია – ის ტერიტორია, რომელიც ჯერ დაკავებული არ ჰქონდათ მონღოლებს. რუმის სასულთნოს აღმოსავლეთის მიწები მონღოლების ხელში გადავიდა.
ამ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ყიასდინი იძულებული გახდა, ციხიდან გამოეშვა რუსუდან მეფის თხოვნით დაპატიმრებული დავით ლაშას ძე, რომელიც არც კი ეგონა სულთანს, რომ ცოცხალი იქნებოდა.
ტრაპიზონის იმპერიაც მონღოლთა ვასალი გახდა.

скачать dle 11.3