დათო როსტომაშვილის ანეკდოტები
– ხომ ვერ მეტყვით, ამ მოკრივეს რად უნდა ამხელა კონტაქტური ლინზები?
– ეგენი, ორთაბრძოლის დაწყებამდე, სათვალე იყო.
***
ქმარი ცოლს:
– შენს დაბადების დღეზე, ყველაზე ლამაზი იყავი..
– მადლობა, საყვარელო... ვეცადე.
– სპეციალურად აარჩიე სტუმრები?
***
კახელი ეკითხება მღვდელს:
– მამაო, ცხვარი სამჯერ შემოვატარე ეკლესიას და ახლა რა ვქნა, წავიყვანო?
მამაომ უპასუხა:
– თუ ექსკურსიაზე გყავს, ბარემ გრემიც აჩვენე.
***
ვაკელი გოგონების საუბარი:
– ვაიმე, გოგო, გუშინ მანიაკი დამესხა თავს.
– სექსუალური?
– ძალიან!
***
ექიმთან ცოლი საუბრობს ქმარზე:
– ექიმო, მთელი დღე ველაპარაკები ჩემს ქმარს და ერთ პასუხსაც არ მცემს. ვშიშობ, სერიოზული დაავადება აქვს.
– ქალბატონო, ეს დაავადება არ არის, ეს ტალანტია!
***
სიტუაცია ჯარში:
– მათემატიკა რომელმა იცით კარგად?
– მე!
– ხოდა, მოკიდე ნიჩაბს ხელი და მოდი, ფესვი ამოიღე.
***
მგზავრებმა ისეთი ტაში დაუკრეს, პილოტმა სამჯერ დასვა თვითმფრინავი ბისზე.
***
– ექიმო, დიდხანს ვიცოცხლებ?
– კი, საყვარელი ადამიანების გულებში.
***
ბიჭი ურეკავს გოგონას:
– ალო, ძვირფასო, რომელი უფრო მეტად გიყვარს, ბანანი თუ ატამი?
– შენ რა, ბაზარში ხარ?
– არა, აფთიაქში.
ნიკა გრიგოლიას ანეკდოტები
მაგრად ელავს. სამი სვანი მინდორშია წამოწოლილი და იცინის. ჩაივლის ერთი კაცი, დააკვირდება სვანებს და ჰკითხავს:
– კი მაგრამ, რა გაცინებთ?
– გაიწი, გაიწი, ნუ გვეფარები, სურათებს გვიღებენ!
***
კრიჟანი კაცი სიზმარს ხედავს: რესტორანში ზის, ქეიფობს ძმაკაცებთან ერთად. და, სასწრაფოდ გაიღვიძა – მე არ გადამახდევინონ ფულიო.
***
კაცმა ქალი მიიყვანა სახლში და პირდაპირ აჯახა:
– აბა, დავაი, ლოგინში!
– კაი, რა, როგორ შეიძლება ასე? ჯერ წესიერად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს, – გაინაზა ქალი.
– მერე რა? გავიცნობთ. დავაი, ლოგინში!
– ეგრე არ შეიძლება. ჯერ რამეზე ვისაუბროთ, მაგალითად, ხელოვნებაზე, მუსიკაზე..
– კარგი. პიკასოს ოპერები წაკითხული გაქვს?
– არა.
– ჰოდა, დავაი, ლოგინში!
პაატა გულიაშვილის ანეკდოტები
– გამარჯობა, ფედერალური ბიუროდან გიკავშირდებით.
– ვიცი.
– საიდან?
– გამორთულ ტელეფონზე დამირეკეთ.
***
ტექსტური შეტყობინება მივიდა ყოფილი შეყვარებულის ტელეფონზე: „დღეს დალევას ვაპირებ და რომ დაგირეკავ, არ მიპასუხო!”.
***
მეგრელს ეკითხებიან:
– ლომი ჯობია თუ მგელი?
– კაროჩე, მგელი ძალიან მაგარია, მარა ლომი მაინც „ვოლკია”!!
***
– საყვარელო, რას აკეთებ?
– ქორწინების მოწმობას ვკითხულობ.
– რატომ?
– მაინტერესებს, ვადა როდის გასდის.
***
ჩემი მეზობელი ისეთი მოხუცია, ზეცაში „არებს” უწერენ.