გადაშლილი წიგნი
ანუ უფასო
გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ „ფეისბუქს“ განუცხადებია, იმ მომხმარებლებს გავაფრთხილებთ, რომლებსაც საკუთარი ხელისუფლებები ან ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები უთვალთვალებენო.
მომყავს ციტატა განცხადებიდან: „ჩვენ ყოველთვის ვდგამთ ნაბიჯებს ჩვენი მომხმარებლის ანგარიშთა დასაცავად, თუმცა გადავწყვიტეთ, დამატებით ვიმოქმედოთ და გავაფრთხილოთ მომხმარებელი იმ შემთხვევაში, თუ გვექნება მყარი ეჭვი, რომ მის ექაუნთზე ხელისუფლება და ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ჰაკერულ თავდასხმას ახდენს. მიგვაჩნია, რომ ასეთი თავდასხმები ძალიან სახიფათოა და ამიტომ ყველანაირ თანადგომას ვუცხადებთ მომხმარებლებს, რათა მათ საჭირო ნაბიჯები გადადგან მსგავსი თავდასხმის ასაცილებლად.“
ბუნებრივია, „ფეისბუქის“ მომხმარებლებმა შვებით ამოისუნთქეს (და მერე რა, რომ სოციალური ქსელის მესვეურებს არც კი უხსენებიათ უცხო ქვეყნის ხელისუფლებების ან ამ უკანასკნელთა მიერ დაქირავებული მოთვალთვალე ორგანიზაციები?! – )
და თუმცა „ფეისბუქის“ მომხმარებლებმა შვებით ამოისუნთქეს, მთლად მშვიდი და თანაბარიც არ გამხდარა მათი სუნთქვა, ვინაიდან, კარგად მოეხსენებათ, რომ ტექნიკა იმისთვის არ განვითარებულა, რომ მისმა მომხმარებლებმა იგემონ კომფორტის სიამეები და დაინეტერესებულ სპეცსამსახურებს სრულიად უფასოდ და ნებაყოფლობით ვაწვდით მათთვის ნანინანატრ ინფორმაციას.
ასე რომ, გამოსავალი მარტივია: თუ გინდა, ისიამოვნო, ხარკის გაღებაც მოგვიწევს, ვინაიდან თავად გავიხადეთ თავი იოლად წასაკითხ გადაშლილ წიგნად (ხოლო, უფრო ხისტად თუ ვიტყვით, ვალანტიორებად მივექირავეთ თვალთვალის მოყვარულებს). –