კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპული საზღვაო კვლევების სტრატეგია შავ ზღვაზე საქართველოში

მიმდინარე წლის 8-9 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“, თსუ-ში ევროკომისიის მიერ გრანტირებული პროექტის – PERSEUS-ის ფარგლებში ჩატარდა სტეიქჰოლდერების მეხუთე რეგიონული შეხვედრა-სემინარი თემაზე „ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის აუზების კარგი გარემოს სტატუსისათვის“.
PERSEUS არის თსუ-ში მიმდინარე ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც დაიწყო 2012 წელს და მთავრდება მიმდინარე წლის დეკემბერში. მისი საერთო სამეცნიერო მიზნებია ხმელთაშუა და შავ ზღვებზე ბუნებრივი და ანთროპოგენური ზეგავლენის ფორმებისა და მასშტაბების იდენტიფიცირება, მათი გავლენის შეფასება საზღვაო ეკოსისტემებზე საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო-დირექტივის (MSFD) მიზნებისა და პრინციპების გამოყენებით. საზღვაო გარემოს მართვის ეკოსისტემურ მიდგომაზე (EcAP) დაყრდნობით მუშავდება ეფექტური და ინოვაციური კვლევების მართვის მექანიზმი.  უფრო მეტიც, PERSEUS შეიმუშავებს ინოვაციურ, პატარა კვლევითი გემის პროტოტიპს, რომელიც შეძლებს სამეცნიერო კვლევითი ფუნქციების სრულფასოვან შესრულებას ძალიან წყალმარჩხ ადგილებში, რაც არ ძალუძს ამჟამად არსებულ სანაოსნო საშუალებებს. კარგი გარემოს სტატუსის (GES) მიღწევის თვალსაზრისით მუშავდება ადაპტაციური პოლიტიკისა და მართვის სქემების ჩარჩოები, სათანადო დროის გრაფიკით.
შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც სამეცნიერო-სასწავლო,  ისე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები. ასევე, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საზღვაო კვლევების ბერძნული ცენტრის წარმომადგენლებმა – ვასილიკ ვასილოპულომ და მარია პანტაზიმ; რუმინეთის საზღვაო გეოლოგიისა და გეოეკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა – დანა ვასილემ და ადრეან ტეაკამ; ევროკომისიის ექსპერტმა გეორგ ჰანკემ. შეხვედრის მიზანი იყო როგორც ახლო კონტაქტების დამყარება რეგიონული ხელისუფლების ორგანოებსა და მეცნიერებს შორის, ისე მყარი ნიადაგის შექმნა რეგიონული საზღვაო ეკოსისტემების მენეჯმენტში ეფექტური თანამშრომლობისთვის.
 სემინარის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრების ჩატარება აუცილებელია, რათა ყველა დაინტერესებულმა მხარემ ერთობლივად შეძლოს, გააერთიანოს ძალისხმევა ევროპის საზღვაო ჩარჩო-დირექტივის მიდგომების შესაბამისად, 2020 წლისთვის შავი ზღვის კარგი გარემოს სტატუსის მისაღწევად და შესანარჩუნებლად.
კახაბერ ბილაშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

скачать dle 11.3