კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აკითხავენ „რეპროარტს“ უშვილო ქალბატონები

ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი – ეს ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის” გუნდის  წარმატების მთავარი კრიტერიუმებია. დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება, ულტრათანამედროვე აპარატურა და რაც მთავარია, კლინიკის სპეციალისტთა ჯგუფი, თავის ამერიკელ კოლეგებთან ერთად, საქართველოდან გაუსვლელად, მკურნალობის ამერიკულ ხარისხსა და შედეგებს უზრუნველყოფს. კლინიკა გთავაზობთ: უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მსოფლიო სტანდარტებს; იურიდიულად გამართულ საკონტრაქტო სისტემას კლინიკასა და პაციენტს შორის; პაციენტის პრობლემისადმი ინდივიდუალურ მიდგომას; კონფიდენციალურობის სრულ დაცვას და თანამედროვე კომფორტულ სერვისს. სწორედ ყველა ამ პრინციპის  წყალობითაა, რომ ჩვენი მკითხველის გამოკითხვის შედეგად,  ის აღიარეს რეპროდუქციის დარგში ყველაზე გამორჩეულ კლინიკად, სადაც მათ ხარისხიანად ემსახურებიან.

  ლიკა ჭყონია (კლინიკა „რეპროარტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი): ქართულ-ამერიკული „რეპროდუქციული კლინიკა” რეპროარტი დაარსდა 2012 წლის გაზაფხულზე. ჩვენი გუნდი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით უშვილობის მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვთ. პირადად მე, უკვე 20 წელი ამ საქმეს ვემსახურები. 1994 წელს ამერიკაში გავემგზავრე და ჯონსების სახელობის  ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტში, ვირჯინიის შტატში ვისწავლე ასპირანტურაში.  შემდგომ უკვე თავად ვასწავლიდი ამავე ინსტიტუტში  მაღალი ტექნოლოგიების ციკლს, როგორიცაა  ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექცია (ICSI), ემბრიონის  ბიოფსია, ემბრიონის გარსის მექანიკური დარღვევა და ასე შემდეგ. მოგვიანებით, ნიუ-იორკის წამყვან კლინიკაში დავიწყე მუშაობა, სადაც ჩემი ხელმძღვანელი გახლდათ ამერიკელი ემბრიოლოგი, პროფესორი დევიდ მაკკალა. ახლა ის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფერტილურობის ცენტრის დირექტორის მოადგილე და „რეპროარტის” სამეცნიერო დირექტორია.
– ქალბატონო ლიკა, რა ტიპის მომსახურებას უწევთ თქვენს კლინიკაში მოსულ ქალბატონებს?
– ჩვენი კლინიკის ძირითადი მიმართულებაა უშვილობის მკურნალობა ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით. თუმცა, მოვიცავთ ყველა სფეროს, რომელიც ქალის ჯანმრთელობას ემსახურება. ქალებს გინეკოლოგიური პრობლემების სრულყოფილად მოგვარებაშიც დავეხმარებით, დაწყებული გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიით, იმუნიზაცია-ვაქცინაციითა  და ლაბორატორიული დიაგნოსტიკით დამთავრებული.
ჩვენს კლინიკაში ყველა პირობაა შექმნილი მამაკაცის უშვილობისას, ანდროლოგიური პრობლემების ეფექტურად გადასაჭრელად. გვაქვს ციტოგენეტიკის ლაბორატორია, სადაც ტარდება ქრომოსომული გამოკვლევები. რაც შეეხება ინ ვიტრო განაყოფიერებას, ჩვენ ვმკურნალობთ უშვილო პაციენტებს, როგორც სტანდარტული ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით, ასევე ისეთი მაღალტექნოლოგიური დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით, როგორიცაა ICSI-ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექცია; TESE, MESA – აზოოსპერმის დროს სპერმის ექსტრაქცია სათესლე ჯირკვლებიდან ან დანამატებიდან, ბლასტოცისტის ვიტრიფიკაცია; მოქმედებს კვერცხუჯრედის დონაციის და სუროგაციის პროგრამები. მამაკაცის უშვილობისას სპერმის ასპირაციით, ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინიექციით, გაყინული ემბრიონის გამოყენებით, ჩვენს კლინიკას უკვე ბევრი ბავშვი ჰყავს. ჩვენ ამ მიღწევებით ვამაყობთ.
– ქალბატონო ლიკა, რა შეგრძნებაა წლობით განაწამებ უშვილო ოჯახს და ქალს, აჩუქო შვილი?
– ენითაუწერელი. ეს ბავშვები ისე მიყვარს, როგორც საკუთარი შვილები. ახლაც, კიბეებზე შემხვდა ჩვენთან მკურნალობის შემდეგ გაჩენილი პატარა და  მგონია, ახალი სიცოცხლე შთამბერეს, ისე გამიხარდა. ჩვენ ვცდილობთ, რომ პაციენტი კვლავ პაციენტად კი არ დარჩეს, არამედ აუცილებლად გახდეს მშობელი.
– ქალბატონო ლიკა, უშვილობასთან ბრძოლაში რის გამოსწორებას ისურვებდით?
– რთული კითხვაა. ძალიან ბევრია პრობლემა. თუმცა, ძალიან წაადგებოდა ქვეყანასაც და უშვილო წყვილებსაც, თუ სახელმწიფო პროგრამებში უშვილობასთან ბრძოლის დაფინანსებისა და ხელშეწყობის მხრივ, უფრო მეტი ჩართულობა იქნებოდა. უცხოეთში ეს სიტუაცია ბევრად მოწესრიგებულია. ჩვენი გენოფონდის გათვალისწინებით კი, უმჯობესია, სახელმწიფომ და სათანადო სტრუქტურებმა მეტი ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემას.

скачать dle 11.3