კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დააქორწინა ნოდიკო ტატიშვილი და მარიამ როინიშვილი და რისი განცდა აქვს ნოდიკოსთან დაკავშირებით სოფო გელოვანს

ნოდიკო ტატიშვილსა და სოფო გელოვანს ერთმანეთთან საუკეთესო მეგობრობის გარდა, ნათელ-მირონიც აკავშირებთ. ნოდიკო სოფოს მეორე შვილის, აკას ნათლიაა. სოფომ ცოტა ხნის წინ კლიპი გადაიღო, რომლის პრემიერაც მალე იქნება. ორივემ შეიძლება, მომავალში ქართული სიმღერის ერთობლივი საღამო მოაწყონ, რომელიც ჯერ კიდევ „ევროვიზიის“ წინ დაიგეგმა.

 ნოდიკო ტატიშვილი: სოფო თუ ჩემამდე მღერის, სცენაზე მაცხადებს: მომღერალი, რომელიც უკვე ჩემი შვილის ნათლია და ნათესავია, მივესალმოთ ნოდიკო ტატიშვილს. ახალი სტატუსი მაქვს და ძალიან მომწონს. როცა ოჯახის ნათლია ხარ, ეს ნიშნავს, რომ იმ ოჯახს უყვარხარ და შენც გიყვარს. როცა „ევროვიზიიდან“ ჩამოვედით, სოფომ მითხრა: მე და ნოდიმ გადავწყვიტეთ, როცა მეორე შვილი გვეყოლება, შენ უნდა გახდე მისი ნათლიაო. ველოდებოდი, როდის ეყოლებოდათ. ტექნიკურად ვეკითხებოდი: „არ ფიქრობთ მეორე შვილზე?“ ერთ დღესაც დამირეკა: ორსულად ვარო და აუ, რა მაგარია-მეთქი.
სოფო გელოვანი: უპირველეს ყოვლისა, გინდა, რომ შენი შვილის ნათლია იყოს კარგი ადამიანი. ფიქრობ: ნეტავ, მისი თვისებები გამოჰყვესო. მაგალითად, რაც მინდა, რომ აკას ნოდიკოსგან გამოჰყვეს, ეს არის შრომისმოყვარეობა, უზომოდ შრომისმოყვრეა; ასევე, მიზანდასახულობა – არასდროს დაიხევს უკან.
– და ყოველთვის ეჭვიანობს, როცა სხვასთან ერთად მღერი.
– ეჭვიანია. ცოტა ხანი რომ არ დავურეკო და არ მოვიკითხო, მირეკავს: რა იშოვე?
ნოდიკო: ცოტა მესაკუთრე, ეგოისტი ვარ. თვითონაც ასეთია: ეგოისტიც და ეჭვიანიც, ოღონდ დოზირებულად. ხომ წარმოგიდგენია, „ორ ვარსკვლავში“ რომ მღეროდა, როგორ ვეჭვიანობდი. ხომ სულ ერთად ვიყავით, ჯერ „ევროვიზია“, მერე სხვა კონცერტები. უცებ გავიხედე: რაღაც შოუში სოფო და მიშა, ჟურნალების გარეკანზე: სოფო და მიშა. გავბრაზდი, მივედი მიშასთან – ეს გოგო არ ანერვიულო, რასაც გეტყვის, გააკეთე-მეთქი.
სოფო: მივიდა და თავიდანვე დააყენა საქმე. დღეს კარგი მეგობრები არიან, თან ორივე აკას ნათლიაა და ერთმანეთთან სულ შეჯიბრი აქვთ: ახლა მე ვიყავი ბავშვთან, ახლა მე მივალ და ასე შემდეგ.
ნოდიკო: მიშა მივა სოფოსთან და ბავშვთან ერთად იღებს ფოტოს. მერე დებს სოციალურ ქსელში, რომ მე გავბრაზდე. მერე მე მივდივარ, სელფებს ვიღებ და ასეთ დღეში ვართ. მიშა ძალიან მიყვარს, კარგი ადამიანია და გამიხარდა, რომ აკას ნათლიაა. მე და სოფო ერთად ვართ აუტანლები. ერთმანეთს შევხედავთ და ვშიფრავთ ბოლომდე – ვაი, იმის ტყავის ბრალი, ვინც ჩვენს ყბაში ჩავარდება. ხშირად ვვარდებით სასაცილო სიტუაციაში, განსაკუთრებით სცენაზე. შეიძლება, ისეთი სიცილი აგვიტყდეს, რომ ვეღარ ვიმღეროთ.
სოფო: ლუქსემბურგში გვქონდა კონცერტი და ჩვენი გამოსვლის წინ ისეთი კვამლი გამოუშვეს, განათება არ გადაეწყო თავის დროზე, ერთმანეთი ვერ დავინახეთ და აგვიტყდა საშინელი სიცილი. ნოდიკო გაჩერდა, მე საკუთარ თავს ძალა დავატანე და ლამის ნახევარი სიმღერა მარტომ ვიმღერე.
– ერთმანეთთან ყველაფერზე, მათ შორის, პირად თემებზეც საუბრობთ?
– ყველაფერი შემიძლია, ვუთხრა, გული გადავუხსნა, რჩევები მივიღო. იმდენად შესისხლხორცებულები ვართ ერთმანეთთან, ისეთი კარგი მეგობარია, რომ მასთან ყველა თემაზე შემიძლია საუბარი. ცოტა ხნის წინ ისრაელში ვიყავით და სულ უკან ვიხედებოდი: „ნოდიკო, ხომ არ ჩამორჩი, ნოდიკო, სად ხარ!“.. განსაკუთრებული დამოკიდებულება, მზრუნველობის განცდა მაქვს მის მიმართ, ზოგჯერ დედობრივიც.
ნოდიკო: სოფოს ფანტასტიკური მეუღლე ჰყავს. ყველაზე სასაცილო ის არის, თავის ქმართან გასაგზავნი მესიჯები ჩემთან რომ გამოგზავნა. ორივეს ხომ ნოდი გვქვია. თავიდან ვერ მივხვდი, მაგრამ მერე კარგად ვიხალისეთ.
– სოფო, როცა ნოდიკოს ვინმე მოსწონს, როგორია შენი შეფასებები?
სოფო: არანაირად არ ვარ კრიტიკული.
ნოდიკო: რა არა?! რომ ვიტყვი: კარგი გოგონაა, ეს მაშინვე მითახსირებს.
სოფო: ნოდიკო არ არის ის ტიპი, რამე შეეშალოს. ძალიან კარგად იცის, ვინ კარგი გოგოაა და ვინ ცუდი. უბრალოდ, ზოგჯერ ჩვენი გემოვნება არ ემთხვევა. სულ იმის განცდა მაქვს, რომ კარგ გოგონას შეხვდეს, ისეთს, ძალიან რომ ეყვარება. ანუ, იმას უნდა უყვარდეს ძალიან, სხვანაირად არაფერი გამოვა. უნდა აიტანოს ნოდიკო, შეეწყოს ამის რეჟიმს, ხასიათს.
ნოდიკო: ვერ გადარჩება სხვანაირად. სოფოს გავაცნობ პირველად ჩემს საცოლესაც, რადგან მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. პირდაპირ მოვა: ბრახ და მაჯახებს.
– ნოდიკოს ძნელად ასატანი ხასიათი აქვს?
სოფო: ხანდახან ძალიან უჟმურია – თუ ხასიათზე არ არის, არ არის და მორჩა.
ნოდიკო: სოფომაც იცის გაჯიქება, მეც ძალიან ჯიუტი ვარ და თუ მე გავჯიქდი, რა სოფო...
სოფო: თუმცა, ერთად არ გავჯიქებულვართ, არ შევტაკებივართ ერთმანეთს, ძირითადად, ვუთმობთ ხოლმე. ვმსჯელობთ, ერთმანეთს აზრს ვეკითხებით. ვუზიარებთ  გამოცდილებებს და ბევრ რამეში ვეხმარებით ერთმანეთს. ახლაც „ვოისში,“ სულ ვუზიარებ ჩემს აზრს და ვცდილობ, იდეები მივაწოდო.
ნოდიკო:  ჩემს სტუდიაშიც ბავშვების მიღება რომ მქონდა, ქასთინგზე სოფო მყავდა, რადგან მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ტაბუდადებული თემა არ არსებობს, ღია და გახსნილი ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება „ვოისს“, საკმაოდ რთულია, რადგან ბევრს დასწყდა გული. რინგებზეც მომიწევს 12-იდან ექვსს დავემშვიდობო – ეს ძალიან მძიმე იქნება, შეიძლება, შევაკვდე და დავრჩე იმ სკამზე. მივხვდი: ეს წითელი სკამი ძალიან სტრესული ყოფილა მორალურად, თუმცა ბოლომდე ობიექტური ვარ.
– ცოტა ხნის წინ ერთად იყავით ისრაელში.
სოფო: ქართველ-ებრაელთა დღესასწაული იყო. 8 ათასი ქართველი-ებრაელი ესწრებოდა და ძალიან კარგი კონცერტი გამოვიდა. ცოტა ვინერვიულეთ ბომბის ამბავზე.
ნოდიკო: კონცერტამდე ორი დღით ადრე, სასტუმროში სიგნალიზაცია ჩაირთო. მთელ ქალაქში სირენების ხმა ისმოდა. გვთხოვდნენ, სასწრაფოდ დაგვეტოვებინა სასტუმროს ნომრები და ბომბდამცავ ოთახში შევსულიყავით ყველა. მე ვიცოდი, რომ სერიოზული რადარები აქვთ, ამიტომ არ შემშინებია.
სოფო: მეც კი ვიცოდი, მაგრამ ძალიან შემეშინდა. იცი, რომ ბომბი მოფრინავს და შეიძლება, დაგეცეს. გამოვვარდი ნომრიდან, ვხედავ სასტუმროში ებრაელები დარბიან. მაშინვე ნოდიკოს ნომერთან მივვარდი. ვუბრახუნებ, ვკივი: პასპორტი აიღე, შეიძლება, ავფეთქდეთ!
ნოდიკო: შოკში იყო, საშინელი სახე ჰქონდა. ვეუბნები: დამშვიდდი, არაფერი მოგვივა. ვიცი, რომ ასე არ ვარდება ბომბი, ჰაერში ანეიტრალებენ, მაგრამ ისე ეშინოდა, რომ გავყევი და ბომბდამცავ ოთახში შევედით. 2 აფეთქება იყო ჰაერში, კარგად შეგვაზანზარა, მაგრამ გადავრჩით. მანამდე, ჩვენმა ერთ-ერთმა მასპინძელმა მაღაზიაში წაგვიყვანა და საოჯახო ტექნიკა გვაჩუქა. ყველაფერმა რომ გადაიარია, ჩავედით დაბლა, რომ ჩვენი კოლეგები გვენახა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ, როდესაც სირენები ჩართულა, ჩვენს რამდენიმე კოლეგა გოგონას ტაფებისთვის დაუვლია ხელი და ისე გაქცეულან დასამალად.
– ნოდიკო, ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე“ შენი და მარიამ როინიშვილის ფოტოები დადეთ, სადაც ორივე ნეფე-პატარძლის როლში ხართ. ხომ არ დაქორწინდით?
– იმდენი იჭორავეს ჩვენზე: დაოჯახდნენო, რომ საბოლოოდ, დავქორწინდით. მეგობარმა დაგვაქორწინა თავისი თეთრი კაბითა და თაიგულით. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხუმრობა იყო.
– ცოტა ხნის წინ ოდესაში იყავი, სადაც „ვერის უბნის მელოდიები” გქონდათ წაღებული. ბევრს  წერდნენ და საუბრობდნენ იმაზე, რომ იქ მიხეილ სააკაშვილის მიწვევით ჩახვედით და ამან საზოგადოებაში არაერთგვაროვანი ემოციები გამოიწვია.
– „ვერის უბნის მელოდიებში“ მთავარი როლი მაქვს, სპექტაკლი წავიდა ოდესის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გასტროლზე. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მანამდე ჩვენ ბაქოშიც ვიყავით. კიდევ იგეგმება გასტროლები სხვადასხვა ქვეყანაში და ძალიან მახარებს ეს ამბავი. მაღიზიანებენ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული დაუდონ, ეს სამარცხვინო და ამორალური საქციელია! არ შეიძლება, მომღერალს, მსახიობს, მოცეკვავეს და, ზოგადად, ხელოვან ადამიანებს, აიგივებდნენ პოლიტიკასთან და პოლიტიკოსებთან!

скачать dle 11.3