კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ნატო დუმბაძე ქეთა თოფურიას საჩუქარი და როგორ ართმევს ის თავს პოპულარული მომღერლის დესანტობას

პროდიუსერ ნატო დუმბაძეს არაერთი ქართველი მომღერლის წარმატებაში მიუძღვის წვლილი. სამწუხაროა, რომ დღეს აღარ არის იმის ფუფუნება, ჩვენმა რესპონდენტმა საკუთარი პროფესიონალიზმი ახალი მომღერლების კარიერულ წინსვლას მოახმაროს. აღარ არსებობს მუსიკალური არხები და კიდევ ბევრი სხვა საჭირო რამ, რაც პროდიუსერს სუნთქვის საშუალებას აძლევს. ამჯერად, ნატო „ვოისშია“ ჩართული და თავს ძალიან კარგად გრძნობს გარემოცვით.

 – ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდი და ჩვეულ რიტმს დაუბრუნდი. იყო პერიოდი, როცა არ ჩანდი, რასაც, ალბათ, თავისი მიზეზი ჰქონდა. რა არის შენი გააქტიურების მიზეზი?
– ჩემი გააქტიურების მიზეზი, უპიველესად,  არის ქეთა თოფურია, რომელიც ტელეკომპანია „იმედის” ეთერში, მუსიკალურ პროექტ „ვოისში“ იღებს მონაწილეობას. ქეთა რომ მწვრთნელის რანგში ყოფილიყო, სწორედ ამაში მივიღე მონაწილეობა. ჩემი გააქტიურება გამოიწვია ასევე, ქეთას აქ არყოფნამ. ჩვენ ყოველდღიური კავშირი გვაქვს მასთან სკაიპის საშუალებით და რეპეტიციები სწორედ ასეთი სახით მიდის ძალიან აქტიურად. მოკლედ, ქეთამ ძალიან გამააქტიურა, მისი დესანტი ვარ, ასე ვთქვათ. დილას, შუადღეს და ღამით, სულ ჩვენთან ერთადაა. დღეს, მაგალითად, მოლდოვაშია და ვიდეო გვაქვს ჩართული 24/24–ზე. ფაქტობრივად, სულ ერთად ვართ.
– როგორ ართმევ თავს ქეთას დესანტობას?
– გადასარევად. ამას, ალბათ, ბავშვები უფრო იტყვიან. ქეთას ძალიან კარგი, შეკრული გუნდი ჰყავს. ძალიან მეგობრული, გულწრფელები და გახსნილები არიან. ერთი ოჯახივით ვართ. გარე თვალიც ამჩნევს ამას და ამბობენ, რომ ყველაზე განსხვავებული გუნდი ქეთას ჰყავს, რაც ძალიან გვიხარია.
– როგორც პროდიუსერი, ხომ არ გაქვს სურვილი, თუნდაც ქეთას გუნდიდან, რომელიმესთან გააგრძელო საპროდიუსერო მოღვაწეობა?
– ჯერჯერობით ამაზე არ მიფიქრია და ამას თავისი მიზეზიც აქვს. სულ ვამბობ, რომ შოუ–ბიზნესისთვის ძალიან დიდი დანაკლისია, როცა არ არსებობს მუსიკალური არხი. შეიძლება, „ფეისბუქით” გახდეს მომღერალი პოპულარული, მაგრამ ტელევიზია და მასმომღერლობა, სულ სხვა რამეა. საუბარია დიდ მასშტაბზე, რასაც აუცილებლად მუსიკალური არხი სჭირდება. სულ ვამბობ და თქვენი ჟურნალის საშუალებითაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, მამუკა ღლონტო, დაგვიბრუნდი მუსიკალური ტელევიზიით. მას მართლა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის შოუ–ბიზნესის აღორძინებაში. დავიღალეთ პოლიტიკით. სოციოლოგიური გამოკითხვა რომ გააკეთო, 100 პროცენტიდან – 80, ტელევიზიას აღარ უყურებს. ეს იმიტომ, რომ მუდმივად პოლიტიკური თოქ–შოუებია. გაპოლიტიზებულები გავხდით. ხელოვნება და კულტურა აღარავის აინტერესებს და დაგვივიწყეს საერთოდ. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია, ვიფიქრო რომელიმე მომღერლის აყვანაზე. მხოლოდ სახლისა და პატარა კლუბისთვის, მე ვერ ვიმუშავებ. რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა ყოველთვის და კარგი ტანდემი იყო ჩვენ შორის, მაგრამ მხოლოდ რადიო საკმარისი არ არის. საჭიროა მუსიკალური ტელევიზია. ეს ყველაფერი ჯაჭვური რეაქციასავითაა.
– ვფიქრობ, „ვოისმა“ გაგახალისა.
– სად მეტყობა, რომ ჩემი თავი გავახალისე? ვიცინოდი, რადგან აქ (რეპეტიციაზე) ისეთი ამბავი ხდებოდა, რომ არ გამეცინა, წარმოუდგენელი იყო. გახალისების რა გითხრა, მაგრამ საინტერესო ნამდვილად არის. არის, როცა ცუდი კონკურენციის სუნი ასდის კონკურსს. აქ კი ეს ნამდვილად არ იგრძნობა, რადგან „ვოისში” კონკურენცია მხოლოდ ჯანსაღია და ძალიან საინტერესო სამუშაოა. ქეთაც ძალიან ბედნიერია ამით. ყოველ წუთს ვუგზავნით ბავშვების ვიდეოებს და გზავნილებს. მუდმივად კონტაქტზე ვართ მასთან.
– ქეთამ ინტერვიუში გვითხრა, რომ საქართველოში მისი წარმომადგენელი ნატო დუმბაძეა და „ვოისში” მისი მონაწილეობაც შენი დამსახურებაა. აღნიშნა, რომ ზუსტად იცი, რა არის მისთვის კარგი, რა უნდა, რა არ უნდა და ასე შემდეგ.
– ჩვენ ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის.
– ქეთა, ფაქტობრივად, შენ თვალწინ გაზრდილი ბავშვია და მის კარიერულ სვლაში სწორედ შენ მიგიძღვის დიდი წვლილი.
– ქეთას 4 წლის ასაკიდან ვიცნობ, როცა ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში დადიოდა. მე და ნატას (ქეთას დედას) ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს წლების განმავლობაში. ზუსტად ვიცი ქეთას ხასიათი. ვიცი, როგორ გაიზარდა, როგორ წავიდა 17 წლის ასაკში „ა სტუდიოში“, როგორ გადაიტანა პირველი ერთი წლის განმავლობაში სტრესები, როგორ მიიღო რუსეთმა და ასე შემდეგ. სულ ვამბობ, ერთი ქეთა ყველა ოჯახში რომ იყოს, საქართველო გადარჩება–მეთქი. ეს არის ადამიანი, რომელიც არასდროს არავიზე ჭორაობს, ვინმეზე თუ რამეს  ფიქრობს, ეგრევე ეუბნება. ყოველთვის კარგ ხასიათზეა და უნდა, სხვაც კარგ ხასიათზე იყოს. ქეთა ძალიან მხიარულია, მაგრამ შიგნით ყველაფერს განიცდის. ამას კი გარეთ არასდროს გამოიტანს. ზუსტად ვიცი, რომ მუდმივად ასეთი იქნება და არასდროს შეიცვლება. მართლა ძალიან ჯანსაღი ადამიანია. მასზე ყოველთვის მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. დაბადების დღისთვის საჩუქარს რომ ვურჩევდი, ვეუბნებოდი, უკვე აღარ ვიცი, რა გაჩუქო–მეთქი – ხან რა ფოტო გავუგზავნე, ხან რა. დამანებე თავი, რით ვერ გაიგე, რომ შენ ხარ ჩემი საჩუქარიო, მითხრა. მადლობა მას ასეთი თბილი სიტყვებისთვის. რა თქმა უნდა, ანალოგიურად, ქეთაც ჩემი საჩუქარია. მინდა, სულ ასე კარგად და ბედნიერად იყოს.
– ახლა ოჯახში გადმოვინაცვლებ. ძალიან აქტიური და მოსიყვარულე ბებია ხარ.
– აქტიური შვილიშვილი მყავს და მეც აქტიურ ბებიად მაქცია. საკმაოდ პოპულარულია თინა სოციალურ ქსელში. დადებული არ მაქვს ფოტო, უამრავ მოწონებას იმსახურებს. ძალიან საყვარელი, მხიარული და კომუნიკაბელური.
– მკაცრი დედა ხარ?
– მკაცრი არ ვარ, უფრო რბილი და მომთხოვნი. ვითხოვ, რომ უფრო მეტი გააკეთონ, მეტი მოტივაცია ჰქონდეთ. ეტიკეტს ვაქცევ ძალიან დიდ ყურადღებას, თინას შემთხვევაშიც კი. ბევრს ჰგონია, რომ მკაცრი ვარ. რომ გამიცნობენ, მერე კი მეუბნებიან, რა სხვანაირი ყოფილხარო. რატომ ვგონივარ ყველას მკაცრი, მართლა არ ვიცი, ალბათ ჰაბიტუსი მაქვს ასეთი.
– და ბოლო კითხვა: „ვოისის“ დამთავრების შემდეგ, რით უნდა დაკავდეს ნატო დუმბაძე?
– „ვოისის“ დასრულების შემდეგ იქნება გაგანია იანვარი, „მკვდარი“ სეზონი. ყველა დაისვენებს და მეც, მათ შორის. ალბათ, ცოტა ხნით წავალ საქართველოდან. დასვენებული რომ დავბრუნდები, მერე ვნახოთ. ჯერჯერობით, დასახული გეგმა არ მაქვს. თუ სადმე რამე პროექტი იქნება, სადაც საჭირო გახდება ჩემი ჩართვა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები.

скачать dle 11.3