კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არ უნდა გამოეპაროს მშობელს ბავშვის მხედველობასთან დაკავშირებით და რა კავშირი აქვს ამ პრობლემასთან სიელმეს, ბრტყელ ტერფსა და სქოლიოზს

მხედველობა ბავშვის გონებრივი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. სკოლა თვალისთვის ახალი ტიპის დატვირთვას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ბავშვის ოფთალმოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. გარდა ამისა, ბევრი ისეთი ნიუანსი არსებობს, რომელიც შეიძლება, მშობელმა ვერ შენიშნოს და ბავშვს მხედველობასთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები შეექმნას. სკოლამდელ ასაკში თვალის პათოლოგიად „ზარმაცი თვალი” მიიჩნევა. მისი მკურნალობა 10-12 წლის ასაკში უკვე დაგვიანებულია. როგორ უნდა შენიშნოს მშობელმა, ბავშვის მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები და რა დაავადებები შეიძლება, აღმოჩნდეს მხედველობის კლების მიზეზი, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბავშვთა ოფთალმოლოგს, ქალბატონ ქეთევან მამამთავრიშვილს ვესაუბრეთ.

 – თვალისთვის სკოლა ახალი ტიპის დატვირთვაა. როდის უნდა ვაჩვენოთ ბავშვი თვალის ექიმს?
– დავიწყოთ იქიდან, რომ პირველად ბავშვი თვალის ექიმს, ჯერ კიდევ ჩვილი უნდა ვაჩვენოთ, მით უმეტეს, თუ დღენაკლია. შემდეგ, სამი წლის ასაკში და სკოლაში წასვლის წინ. ეს პროფილაქტიკური შემოწმებაა, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს. ამ დროს, არ არის მნიშვნელოვანი, აქვს თუ არა ბავშვს თვალზე რაიმე სახის პრობლემა, ოფთალმოლოგთან ვიზიტი მაინც აუცილებელია, რათა უკვე მოზარდ ასაკში, ავიცილოთ თავიდან რიგი პრობლემები, თუნდაც „ზარმაცი თვალი”. სკოლა ახალი დატვირთვაა თვალისთვის, ამ დროს ბავშვი იწყებს ინტენსიურ კითხვასა და წერას, რაც შემდგომ გონებრივ განვითარებას განაპირობებს. მხედველობის პრობლემები კი ამ ყოველივეს აფერხებს. მხედველობის სიმახვილე ნიშნავს იმას, თუ მხედველობის რამდენი პროცენტი აქვს ბავშვს, როგორ აღიქვამს ფერებს და ხედავს თუ არა სამყაროს სამ განზომილებაში. თუ რომელიმე ამ ფუნქციებისგან დარღვეულია, სამყაროს სწორი აღქმა ვერ ხდება.
– „ზარმაცი თვალი” ახსენეთ, როდის უვითარდება ის ბავშვებს?
– „ზარმაცი თვალი” საქართველოში სამხარეო პათოლოგიად ითვლება. სამედიცინო ენაზე მას ამბლიოპია ჰქვია. მისი განვითარების რამდენიმე მთავარი მიზეზი არსებობს. პირველია რეფლექციური, ანუ, ეს ნიშნავს, რომ თვალში არის გარდამტეხუნარიანობის მანკი, რომლის მეშვეობითაც თვალი ზარმაცდება. მაგალითად,  ვთქვათ, პაციენტს აქვს მინუს 5, მას სჭიდება სათვალე, ატარებს, მაგრამ მაინც ვერ ხედავს. მეორე მიზეზია, როცა თვალში არანაირი ორგანული ცვლილებები არ ხდება, მაგრამ შეინიშნება სიელმე. სწორი დგომიდან გადახრილი თვალის დაბალ მხედველობასაც, სიელმის მიერ პირობადებულ „ზარმაც თვალს” უწოდებენ. დაბოლოს, ის განპირობებულია გარკვეული დაავადებების მკურნალობის შემდეგ, თუნდაც კატარაქტის ოპერაციის ან რქოვანის გადანერგვისას. მართალია, ამ დროს თვალის სტრუქტურა წესრიგშია და დაზიანებული არაა, მაგრამ მხედველობის ფუნქცია დაბალია. „ზარმაცი თვალი” ვითარდება სკოლამდელ ასაკში, 5-6 წლამდე ბავშვებში.
– როგორ უნდა შენიშნოს მშობელმა, რომ ბავშვს მხედველობის პრობლემები აქვს?
– რამდენიმე ყოფითი ჩვევა მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვს მხედველობის პრობლემები აქვს. პირველი, რასაც ამ დროს ბავშვები აკეთებენ, ეს არის თვალის წვალება – ჭუტავენ, ან ისრისავენ. ხშირად ახამხამებენ თვალებს და ტელევიზორს უყურებენ ახლოდან. ასევე, კითხვის დროს წიგნი მიაქვთ თვალთან ახლოს. თუ, ბავშვი პატარაა და ჯერ კითხვა არ იცის, სათამაშოზე აკეთებს იგივეს. მხედველობის პრობლემების დროს, პატარებს არასწორად უჭირავთ თავი, გვერდულად იყურებიან. ამით ცდილობენ, უკეთესად მხედვარე თვალით დააფიქსირონ საგანი, პრობლემურ თვალს კი, საერთოდ თიშავენ მხედვლობის არედან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მშობელს არ უნდა გამოეპაროს. ისევე, როგორც სხვა დაავადებების დროს, თვალის შემთხვევაში, იქმნება ერთგვარი ჯაჭვი. თუ ბავშვს აქვს შემაერთებელქსოვილოვანი პრობლემები, როგორებიცაა: ბრტყელი ტერფი, სქოლიოზი, კისრის მრუდობა და სხვა, ეს ყოველივე თანხვედრილია მხედველობასთან. ეს შეიძლება, მშობელმა არ იცოდეს და ყურადღება არ მიაქციოს, მაგრამ ნებისმიერ ექიმთან ვიზიტის დროს, მას აუცილებლად გაუშვებენ ოფთალმოლოგთან.
– რა ფიზიკური მახასიათებლები აქვს თვალს მხედველობის პრობლემის დროს?
– ყველაზე ხშირი და საყურადღებოა წითელი თვალი. როდესაც ბავშვს, თვალი უწითლდება, ამ დროს მშობლები ამბობენ: „მერე რა, გაუვლის”, „გადაღლილობის ბრალია”, „კომპიუტერის ბრალია” და ასე შემდეგ. დაიმახსოვრეთ, წითელ თვალს მხოლოდ ეს სიპტომები არ იწვევს. შესაძლებელია, მას უფრო რთული გამოვლინება ჰქონდეს, თუნდაც მხედველობის კლება. თუ ეს დაუდგინდება ბავშვს, უკვე სერიოზულ გართულებასთან გვაქვს საქმე.  მხედველობის პრობლემის დროს, ასევე შეინიშნება, ცრემლდენა, სინათლეზე ზედმეტი მგრძნობელობა, შეშუპება ან გამონადენი. ასევე, ქუთუთოების განლაგების ცვლილება – შესაძლებელია, ერთი ქუთუთო დაშვებული ჰქონდეს.
– „ზარმაცი თვალი” მკურნალობას ექვემდებარება?
– „ზარმაცი თვალის” განვითარების პროცესი შექცევადია. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ „ზარმაცი თვალი” თავისით არ გაივლის. ოფთალმოლოგთან გეგმური ვიზიტი საკამირისია იმისთვის, რომ  დროულად მოხდეს პრობლემის გამოვლენა, რათა მკურნალობას დაექვემდებაროს. მას აქვს თავისი ვადები – სკოლამდელ ასაკში, 6-7 წლამდე თუ ეს პრობლემა არ აღმოიფხვრა, შემდეგ (10-12 წლის ასაკში) ყალიბდება ნეირონები და მათი გამოღვიძება, ამუშავება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამ დროს მხედველობის სიმახვილის ზღვარიც მცირდება. შესაბამისად, „ზარმაცი თვალი” ეს არის ბავშვთა პათოლოგია და თუ ის 40 წლის ადამიანს გამოუვლინდა, მას 3 წლის ასაკშიც იგივე პრობლემა ექნებოდა. ჩვენთან ყველაფერს „ზარმაც თვალს” არქმევენ, მათ შორის, თუ ბავშვს კომპიუტერთან ეღლება თვალები. ეს ასე არ არის! მას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები. ზარმაცი ეწოდება, რადგან ამ დროს თვალი, ყოველგვარი დაზიანების გარეშე, ხასიათდება დაბალი მხედველობით.

скачать dle 11.3