კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: აუცილებელია თუ არა, რომ მორწმუნე მამაკაცმა ატაროს წვერი? სასულიერო პირების უმრავლესობა ხომ წვერით დადის.
პასუხი: ეს აუცილებელი არ არის. თუმცა, ქრისტიანული ტრადიციით, ეკლესიურად მცხოვრები პიროვნება ხშირად ატარებს წვერს, რათა გარეგნულად მიემსგავსოს თავის მოძღვარს – იესო ქრისტეს.
კითხვა: აუცილებელია თუ არა სანთელი, რომელსაც უფლისა და წმინდანებისთვის ვანთებთ, ჩვენი ფულით იყოს შეძენილი?
პასუხი: სამწუხაროდ, ხშირად ადამიანები ყურადღებას ანიჭებენ უფრო მეორეხარისხოვანს, ვიდრე მთავარს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ სანთელს აანთებთ, ან ვისი ფულით იქნება ის შეძენილი, მთავარია, თქვენი რწმენა და სინანული საკუთარი ცოდვების გამო.
კითხვა: ლოცვის დროს ხშირად ვგრძნობ ხატების დამოკიდებულებას ჩემ მიმართ. მინდა, სწორად გამიგოთ – ვგრძნობ მათ კეთილგანწყობას, თანაგრძნობას, ხან კი თითქოს მემდურიან. ეს, ალბათ, ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: გირჩევთ, მსგავს განცდებს არ აჰყვეთ და არ მიენდოთ. როგორც ჩანს, თქვენსავე დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხისადმი ხედავთ ხატებზე, რაც მართლაც ფანტაზიის ნაყოფია. დადექით ხატთან, როგორც ლოცვის საგანთან და სთხოვეთ მეოხება.
კითხვა: რატომ არის ღვთისმშობლის გამოსახულებაზე სამი ვარსკვლავი – ერთი შუბლზე და ორივე მხარზე?
პასუხი: იმიტომ, რომ ღვთისმშობელი არის ქალწული ქრისტეს შობამდე, შობისას და შობის მერეც.

скачать dle 11.3