კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჯარიმდებიან საქართველოში მძღოლები ხშირ შემთხვევაში დაუმსახურებლად და როგორ უნდა დაიცვან მათ თავიანთი უფლებები

მართვის მოწმობის აღება ვერ გიხსნის, როცა ქალაქის ქუჩები „გაუნათლებელი” მძღოლებით, არასწორად დადგმული საგზაო ნიშნებითა და არაპროფესიონალი სამართალდამცველებით არის სავსე. ვის უნდა მივმართოთ, როცა თავი დამნაშავედ არ მიგვაჩნია, მაგრამ მაინც გვაჯარიმებენ? „თბილისელები” ექსკლუზიურად სთავაზობს მძღოლებს ავარიის საკითხებში სასამართლო ექსპერტისა და ადვოკატის – ნუკრი კვინიკაძის ინტერვიუს.

 ნუკრი კვინიკაძე: ჩემი პროფესია მოიცავს ავტოსაგზაო  სატრანსპორტო შემთხვევების პროფესიულად გამოკვლევას, რის შედეგადაც დგინდება, თუ რომელი მძღოლის ქმედებამ გამოიწვია კონკრეტული შემთხვევა. ერთ-ერთი ურთულესი გამოსაძიებელია ავტოსაგზაო შემთხვევა. ძალიან ბევრ დეტალს აქვს მნიშვნელობა: გასათვალისწინებელია გზის სავალი ნაწილი, საგზაო ნიშნები და კიდევ ბევრი რამ, რასაც ავარიების უმეტეს შემთხვევაში ყურადღება არ ექცევა. ჩვეულებრივ, სიტუაცია ერთი შეხედვით ფასდება, მაგალითად – უკნიდან დაეჯახა? ესე იგი, ესაა დამნაშავე. ეს არის შეცდომა. სანამ დაეჯახებოდა, მანამდე რა მოხდა? ჰქონდა მძღოლს შეჯახების თავიდან არიდების საშუალება და არ გამოიყენა? გეტყვით, როგორ ხდება ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამოძიება, როცა არ არის სხეულის დაზიანება და არ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე: შემთხვევის ადგილაზე მოდის პატრულ-ინსპექტორი, რომელიც იმ კვადრატში მორიგეობს და იმან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი მძღოლი დაადანაშაულოს. თუ გაასაჩივრებ და ჩაატარებ კვალიფიციურ ექსპერტიზას, აღმოჩნდება, რომ დამნაშავეა მეორე მძღოლი და სწორედ იმას ეკუთვნის ჯარიმაც. ჩემს პარაქტიკაში ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ძალიან იშვიათია, რომ პატრულმა ინსპექტორმა ავარიის დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღოს – რთულია ეს მისთვის, რადგან, სათანადო ცოდნა არა აქვს. თანაც, ჩვენს ქვეყანაში, სადაც გზაზე ორმო და თავახდილი საკანალიზაციო ჭა ჩვეულებრივი მოვლენაა, ავტოსაგზაო შემთხვევების გამოძიებას, ცოდნასთან ერთად, პროფესიონალიზმიც სჭირდება. ჭაში რომ ჩავარდება მანქანა, მძღოლი კარგავს მართვის უნარს, ეჯახება სხვა მანქანას და მაშინვე ადანაშაულებენ. წესით, ამ შემთხვევაში უნდა დაისაჯოს ის პირი, რომელიც გზის სავალი ნაწილის ამ მონაკვეთზეა პასუხისმგებელი. ყველა გზას ჰყავს მეპატრონე. დამკვეთი არის თბილისის მერია, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთს გადასცემს რომელიმე კომპანიას. ანუ ძალიან ხშირად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევაზე სწორედ მერიაა პასუხისმგებელი.  მაგრამ იშვიათია საქართველოში შემთხვევა, როცა მძღოლმა იცის, როგორ დაიცვას თავისი უფლებები. ნორმალურ ქვეყნებში (და მე ამისი გამოცდილება მაქვს), გზის სავალი ნაწილის გაუმართაობის გამო მომხდარი ავარიის პასუხისმგებლობას აკისრებენ არა რომელიმე მძღოლს, არამედ მუნიციპალიტეტს, რომელმაც ვერ უზრუნველყო მძღოლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. თბილისში ყოველ მეორე ქუჩაზე უნდა ეყენოს ნიშანი, რომ სიჩქარის შეუზღუდავად იქ  მოძრაობა სახიფათოა. ცალკე პრობლემაა არასწორად დადგმული საგზაო ნიშნები, რომლებიც ძალიან ხშირად ხდება ავტოავარიის მიზეზი. ავტოსაგზაო შემთხვევები განიხილება არა იურიდიულ ჭრილში, არამედ, „ირჩევა” ტაქსისტების დონეზე. საქართველოში ძალიან მარტივად გაიცემა მართვის  მოწმობები. პრაქტიკული გამოცდა ქალაქში უნდა ტარდებოდეს. იმ პატარა მონაკვეთში მოძრაობას იზეპირებენ, ქალაქში გამოდიან და მოძრაობის წესები არ იციან.
– ავარიების რიცხვმა იმატა და ამაზე ბევრი საუბრობს. შეგიძლიათ, გვითხრათ, რა არის მიზეზი?
– გზის სავალი ნაწილის გაუმართაობა – არასწორად დაგებული ასფალტის საფარი იწვევს ავტომობილის მოცურებას და მისი მოძრაობა უკვე არაპროგნოზირებადია. ჩვენთან, როგორც გითხარით, ყოველი მეორე ქუჩა ასეთ მდგომარეობაშია, სიჩქარის შეზღუდვის ნიშნები კი არ დგას. თუ წვიმს, მოცურების რისკი ორმაგად იზრდება.  გუბეში 40 კილომეტრ-საათი სიჩქარით მოძრაობაც კი სახიფათო ხდება.
მეორე მიზეზი: მძღოლებმა არ იციან ზოლიდან ზოლში გადასვლა. ქალაქში მომხდარი ავარიების უმეტესობა ამის გამო ხდება. ღერძულა ხაზის გადაკვეთა რომ არ შეიძლება, იცის ყველამ, მაგრამ ყველა კვეთს მას, რაც ძალიან სახიფათოა – ამ მიზეზით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ხშირად მსხვერპლით მთავრდება. 30 კილომეტრ-საათი სიჩქარითაც რომ მოძრაობდეს ორივე ავტომობილი, შეჯახება მაინც ძალიან მძიმეა და ფატალური.
– მერიის წინააღმდეგ არცერთი საქმე არ აღძრულაო. რატომ?
– არასწორად დადგმული საგზაო ნიშნების გამო მომხდარი ავარიის დროს დადანაშაულებული მძღოლი გამიმართლებია, მაგრამ მერიის წინააღმდეგ საქმე არც აღძრულა. ყველა ერიდება, უჩივლოს სახელმწიფოს, მით უმეტეს, ქართული მენტალიტეტიც რომ ერთვება საქმეში. არადა, რეალურია  და ბუნებრივი, პასუხისმგებლობა დაეკისროს იმას, ვინც იურიდიულად დამნაშავეა ავტოსაგზაო შემთხვევაში. ეს პრეცედენტი ერთიც რომ მოხდეს და პასუხი აგონ გზის გაუმართაობით გამოწვეული ავარიის გამო, დამიჯერეთ, პრობლემა ნელ-ნელა მოგვარდება, თორემ, ახლა ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ და ძალიან ბევრი მძღოლი სრულიად დაუმსახურებლად ჯარიმდება.
– ძირითადად, რა შემთხვევების დროს მოგმართავენ, როგორც ექსპერტსა და ადვოკატს?
– ძირითადად მომმართავენ სისხლის სამართლის საქმეზე, როცა ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით მთავრდება. ან სხეულის მძიმე დაზიანებაა, ანუ ციხეში მოხვედრის საშიშროება ჩნდება. ბუნებრივია, მძღოლი ყოველთვის არ არის დამნაშავე და ამას საფუძვლიანი გამოკვლევა და დამტკიცება  სჭირდება. ადმინისტრაციული შემთხვევების დროსაც მოდიან კონსულტაციისთვის. სამართლისთვის ბრძოლა ყოველთვის ღირს.  ავარიის შემთხვევაში ყველაზე მოგებული რჩება სახელმწიფო – ის ერთი მძღოლისგან მაინც იღებს ჯარიმის თანხას, ან, ხშირად – ორივესგან. ჩვენს ჩინოვნიკებს ავიწყდებათ, რომ ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ყოველთვის არ ისხდებიან სკამებზე და შეიძლება ხვალ იმავე სიტუაციაში თავად აღმოჩნდნენ.
კიდევ რა არ იციან მძღოლებმა, ანუ რა ხდება, როცა საქმე გვაქვს დაზღვეული მანქანის ავტოავარიის შემთხვევაში. თუ მოხდა ავარია და დაიმტვრა დაზღვეული მანქანა, შენ უკვე საქმე გაქვს სადაზღვევო კომპანიასთან და არა იმ მანქანის მძღოლთან, რომელმაც შეიძლება გითხრას, მე პრეტენზიას არ გამოვთქვამ, კარგად იყავი, მანქანას სადაზღვევო გამიკეთებსო, არ იფიქროთ, რომ ყველაფერი 250-ლარიანი ჯარიმის გადახდით მორჩება. თუკი ავარიაში გაგამტყუნებენ, იცოდეთ, რომ რაღაც დროის შემდეგ სადაზღვევო კომპანია აუცილებლად თქვენ მოგადგებათ და იმ თანხას, რაც იმ მანქანის შეკეთება დაჯდა, თქვენგან მოითხოვს. შეიძლება, ქონებაც დაგიყადაღოთ და ისე ამოიღოს ეს ფული. ანუ, „ჯანდაბას, გადავიხდი 250 ლარს, სხვისი მანქანა მაინც ხომ არ მექნება გასაკეთებელი“ – არის შეცდომა და დამთავრდება თქვენთვის მძიმე შედეგით. დაზღვეული მანქანის მძღოლი არ მოგთხოვთ ფულს, მაგრამ აუცილებლად მოგთხოვთ სადაზღვევო კომპანია. ნუ დაეთანხმებით პატრულს, რომ თქვენ ხართ ავარიაში დამნაშავე, როცა ხვდებით, რომ ეს ასე არ არის, რადგან 250 ლარზე გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ.
– ანუ, „ბატონო ნუკრი, მიშველე” აღარ გამოდის?
– მხოლოდ სასამართლოში შეიძლება დავა, რაც მეტ დროს, ხარჯსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. ამიტომ, თუ მიგაჩნია, რომ არ ხარ დამნაშავე, თავიდანვე უნდა მიმართო იმას, ვინც პროფესიონალურად გირჩევს, ღირს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში დავა. დღეს ყველას აქვს ფოტოაპარატი ტელეფონში. პატრულს არ უნდა ედავო, უბრალოდ, დააფიქსირო როგორ არიან მანქანები განლაგებული, როგორ გამოიყურება შემთხვევის ადგილი, რაც შემდგომში, ექსპერტიზის დროს, ძალიან გამოგადგება. როგორც წესი, დათვალიერების ოქმი ზერელედ დგება. გამოწეროს პატრულმა ჯარიმა, მისი გასაჩივრება 10 დღის ვადაში შეიძლება და უდანაშაულო მძღოლის გამართლებაც რეალურია. ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ მძღოლს მეორისთვის მანქანაც კი უყიდია და მერე იურიდიულად დადასტურებულა, რომ დამნაშავე არ იყო. ექსპერტმა იცის ის ნიუანსები, რომელიც შეუძლებელია, რიგითმა პატრულ-ინსპექტორმა, ან, მით უმეტეს, მძღოლმა, იცოდეს.

скачать dle 11.3