კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ფერის ტანსაცმელია თქვენთვის ბედნიერებისა და წარმატების მომტანი

ასტროლოგიურად, ცალკეული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულისთვის, კონკრეტული ფერის სამოსის ტარებას ბედნიერება და წარმატება მოაქვს. დააკვირდით, რომელი ფერის სამოსში გრძნობთ თავს მშვიდად და გემართებად ხელი. ასევე, ასტროლოგიური, ქვემოთ მოყვანილი რჩევების მიხედვით გაერკვევით, თუ რომელი ფერია თქვენთვის მისაღები და ბედნიერების მომტანი.
ვერძი – წითელი, მუქი ვარდისფერი, ოქროსფერი, ყვითელი, ღია ყვითელი და მწვანე. ეს ფერები  ვერძებში სიმშვიდესა და საუკეთესო გრძნობებს იწვევს. ამასთანავე, ვერძებს მართავენ კონტრასტული ფერები ყვითლისა და ცისფრის შერწყმით. ეს ფერები მათ  ხასიათს უსვამენ ხაზს.
კურო – მწვანე ფერის ყველა ტონი, ღია ყვითელი, თეთრი და ცისფრის ტონები. აღნიშნული ფერები კუროებს იმედით აღავსებს. განაპირობებს მათ პოზიტიურ ხასიათს, განწყობას, რაციონალურ აზროვნებას. ამ ფერების დახმარებით, კურო ყოველთვის ყველაფერს რეალურად აღიქვამს და უარს ამბობს ოცნებაზე.
ტყუპები – იასამნისფერი, რუხი, ნარინჯისფერი და ყვითელი. რუხი ტყუპებს ეხმარება, სერიოზულად განეწყოს ამა თუ იმ სიტუაციისადმი და მეტი ყურადღება გამოავლინოს მცირე დეტალებისადმი. ნარინჯისფერი და ყვითელ ტყუპებს ოპტიმიზმით აღავსებს და ისინიც მხიარულად უყურებენ ცხოვრებას. იასამნისფერი კი მათ დამაჯერებლობას მატებს.
კირჩხიბი – თეთრი, ცისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი და მწვანე. კირჩხიბებს მართავს მწვანე. მათი გამანეიტრალებელი ფერები კი იასამნისფერი და ნარინჯისფერია. ეს ფერები მათ ეხმარება, ენდონ საკუთარ ინტუიციას და აღივსონ ენერგიით. აღნიშნულ ფერთა გამის საშუალებით, ისინი აკონტროლებენ და ძალიან მარტივად მართავენ საკუთარ თავს.
ლომი – მუქი ყვითელი, ყავისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, მწვანე, თეთრი, შავი. მკაცრი ფერები ლომების შინაგან სამყაროსა და მტკიცე ხასიათს გამოხატავს. ლომები ილტვიან შეუზღუდავი ბატონობისკენ და საკმაოდ დიქტატორული ბუნებაც აქვთ. ნარინჯისფერი ყველაზე თბილი და პოზიტიური ფერია. ამ ზოდიაქოს ნიშანს ნარინჯისფერი ენერგიით აღავსებს, ეხმარება, იპოვოს ზღვარი სურვილებსა და რეალობას შორის და ამასთანავე, დამაჯერებლობას ჰმატებს მათ.
ქალწული – თეთრი, ცისფერი, მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი. ეს ფერები ეხმარება ქალწულებს, მუდამ აკონტროლონ საკუთარი თავი. ხშირ შემთხვევაში ანეიტრალებს მათ მოსაწყენ ხასიათს და ხალისს სძენს მათ. ნაცრისფერი განაპირობებს მორიდებას, რაციონალურობასა და პედანტურობას. რუხი ქალწულებს ეხმარება, რომ არ გადადგან დაუფიქრებელი ნაბიჯი და ირგვლივ მომხდარ მნიშვნელოვან ამბებზე კარგად დაფიქრდნენ.
სასწორი – ღია ყვითელი, მუქი ლურჯი, მწვანე და მისი ტონები. სასწორებს აღნიშნული ფერების შერწყმა თეთრთან უყვართ, რაც მათ პოზიტიურ განწყობას განაპირობებს. ეს ფერები ხაზს უსვამს ამ ზოდიაქოს ნიშნის გამომგონებლურ და პიკანტურ ხასიათს. აღნიშნულ ფერთა გამა სასწორების დამშვიდებასა და მოდუნებას განაპირობებს.
მორიელი – მუქი ვარდისფერი, მუქი წითელი, წითლის ტონები და ყვითელი. როგორც ცნობილია, მორიელები ემოციურობით გამოირჩევიან, ეს ფერები კი ზუსტად გადმოსცემენ მათ შინაგან სამყაროს. ამ ფერების საშუალებით, ისინი მომთხოვნი, ენერგიულები და საკმაოდ კომუნიკაბელურები ხდებიან.
მშვილდოსანი – ცისფერი და ლურჯის ტონები, იასამნისფერი და მწვანე. ეს ფერები მშვილდოსნების კომუნიკაბელურობაზე მიუთითებს. მშვილდოსნებს მართავს წითელი ფერი, მისი გამანეიტრალებელი კი ცისფერი და მწვანეა. ცისფერი მშვილდოსნებში ფილოსოფიური საკითხებისკენ ლტოლვას განაპირობებს, მათში იდუმალებას აღძრავს და აიძულებს მსგავსი სიტუაციების გამორკვევას.
თხის რქა – ნებისმიერი მუქი ფერი, დაწყებული ყავისფრით და დამთავრებული შავით. როგორც წესი, ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანები დიდი ფანტაზიით არ გამოირჩევიან. მათთვის მისაღები ფერთა გამაც სწორედ მათ ხასიათს უსვამს ხაზს. თხის რქას უყვარს მკაცრი ტონი. მათი ფერთა გამა ქმნის კონსერვატულობის, სტაბილურობისა და პრინციპულობის ნაკრებს.
მერწყული – ყვითელი, ცისფერი, თეთრი. ეს ფერები ხაზს უსვამს მერწყულების სათუთ და საკმაოდ ნაზ შინაგან სამყაროს. აღნიშნულ ფერთა გამა ამ ზოდიაქოს ნიშნებს დადებითად და პოზიტიურად განაწყობს. მათი დახმარებით ისინი მეტად მოსიყვარულენი და ყურადღებიანები ხდებიან.
თევზები – იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე, წითელი, მუქი ვარდისფერი, ლურჯი. ეს ფერები თევზების იდუმალ და მელანქოლიურ შინაგან სამყაროზე მიუთითებს. ასევე, ამხელს მათ შინაგან გრძნობებს და უფრო მეტად მიმზიდველსა და სასურველს ხდის საპირისპირო სქესის თვალში.

скачать dle 11.3