კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დათვალე და მიირთვი!

ბიფშტექსი, სალათა, ბლინები, ერბოკვერცხი, შემწვარი კარტოფილი... – ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ, აი, კალორიებს კი აქვთ უნარი, უჩინმაჩინის ქუდი „დაიხურონ“ და ისე შემოგვაპარონ თავი, უმრავლეს შემთხვევაში – გადაჭარბებული რაოდენობით და შედეგად მივიღოთ ჭარბი წონა და ჯანმრთელობის გაუარესება. ეს რომ არ მოხდეს, წესად უნდა შემოვიღოთ ჩვენი ყოველდღიური რაციონის კალორიების დათვლა.
თუ გაქვთ ფიზიკურად ნაკლებად აქტიური (უმოძრაო) ცხოვრების წესი, თქვენი რაციონის დღიური ენერგეტიკული ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1 500 კილოკალორიას; ხოლო, თუ ბევრს მოძრაობთ – ვარჯიშობთ, ცურავთ, დარბიხართ ან დადიხართ ფეხით, შეგიძლიათ, 300-500 კილოკალორია დაამატოთ. ამ კალორიების დაგროვება სხვადასხვანაირად შეგიძლიათ – სხვადასხვა პროდუქტის ვარირებით, თანაც ისე, რომ უარი არ თქვათ თქვენს საყვარელ კერძებზე. საერთოდ, რაც უფრო მრავალფეროვანია მენიუ, მით მეტად არგებს თქვენს ჯანმრთელობას? მთავარია, იცოდეთ, რამდენ კალორიას იღებთ დღის განმავლობაში. ამისთვის კი სულაც არ არის აუცილებელი არითმეტიკა, ანუ ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების სკურპულოზური დათვლა-დაანგარიშება, ამისთვის სხვა ხერხებიც არსებობს. მაგალითად, შეგიძლიათ, აიფონზე დააყენოთ სპეციალური დანართი კალორიების დასათვლელად ან მოძებნეთ ინტერნეტში დიეტებთან დაკავშირებული საიტები. ჩვენ გაგიმარტივებთ შრომას და შემოგთავაზებთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს ყოველდღიური რაციონიდან, რომლებსაც ყველაზე ხშირად მიირთმევთ და შეგახსენებთ, რომ ამ პროდუქტებს აერთიანებს ერთადერთი რამ – თითოეული მათგანი, მითითებული წონიდან გამომდინარე, შეიცავს მხოლოდ 200 კალორიას და, ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ, შეადგინოთ დღის მენიუ ისე, რომ მასში შემავალი პროდუქტების კალორიების ჯამი არ აღემატებოდეს 1 500 კილოკალორიას იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად აქტიური ცხოვრება არ გაქვთ და, 1500+300 (500) კილოკალორია – თუ ფიზიკურად დატვირთული ბრძანდებით:
თევზის ჩხირები – 90 გრამი;
შემწვარი კარტოფილი – 45 გრამი;
ბლინი (1 ცალი) – 70 გრამი;
ბანანი – 1,5 ცალი;
ნაღების კარაქი – 27 გრამი;
ქამა სოკო – 910 გრამი;
ჩვეულებრივი კომბოსტო – 1,5 კილოგრამი;
თევზი თინუსი – 185 გრამი;
ქათმის ფრთა (1 ცალი, თავისი პატარა ბარკლით) – 100 გრამი;
მოხარშული კვერცხი – 1,5 ცალი;
მოხდილი რძე – 400 მილილიტრი;
ცეხვილი პური – 84 გრამი;
ფუნთუშა ჯემით – 70 გრამი;
ჰოლანდიური ყველი – 50 გრამი;
ცუკინი – 1 კილოგრამი.

скачать dle 11.3