კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი სამუშაო ადგილი გამოიცვალა ქუთაისის მერის ცოლმა ქმრის ჩინოვნიკობის სამი წლის განმავლობაში

ქალაქ ქუთაისის მერი შოთა მურღულია 1979 წელსაა დაბადებული ქუთაისში. უმაღლესი განათლების მიღება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაუწყია, ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვან ფაკულტეტზე (სადაც 1997 წელს ჩარიცხულა). 1999 წელს კი გაცვლითი პროგრამით სწავლა გერმანიაში, ლუნებურგში გაუგრძელებია. სწავლის პარალელურად, გაუვლია სტაჟირება Volksbank Paderborn-ში, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ – საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში. 2003 წელს მაგისტრატურაც დაუმთავრებია – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. თუმცა მისი სამუშაო გამოცდილება 2002 წელს დაიწყო საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრში, სადაც მან 2012 წლამდე იმუშავა კვლევისა და რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორად. ამის პარალელურად, 2002-2007 წლებში, Robert-Bosch-ის ფონდის დაფინანსებით, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში და მისი ოფიციალური ბიოგრაფია გვამცნობს, რომ პედაგოგობას ამჟამადაც განაგრძობს. 2012 წლიდან მისი სამოხელეო კარიერაც დაიწყო: 2012 წელს ბ-ნი მურღულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის მინისტრის მოადგილედ  დაინიშნა. 2012 წლის ნოემბრიდან ქუთაისის მერის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო 2014 წლიდან, სულაც, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
შესაბამისად, ბ-ნი მურღულიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაციაც 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1986 წელს დაბადებული მეუღლე თეონა შეყილაძე და ორი შვილი: 2008 წელს დაბადებული ნია და 2010 წელს დაბადებული მარიამი. იმხანად (დღემდე ასეა) ოჯახის ერთადერთ უძრავ ქონებას შეადგენდა შოთა მურღულიას საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე (ფართობი 90 კვ. მ.); უძრავ ქონებას კი ოჯახის ორივე ზრდასრული წევრი ფლობდა: შოთა მურღულიას ჰყავდა 2003 წლის „მერსედესი“, მის მეუღლეს – 1999 წლის „ბეემვე“. ოღონდ დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ ბ-ნ მურღულიას ჰქონდა: 4 000 აშშ დოლარი და 1 000 ლარი. მისი მეუღლე კი 2010 წელს დაფუძნებული შპს DMT-ს პარტნიორია, ოღონდ სამეწარმეო საქმიანობას მისთვის არანაირი შემოსავალი არ მოუტანია.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში შოთა მურღულიამ, როგორც სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორმა, 39 835 ლარი მიიღო; როგორც ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტმა, 7 310 ლარი; როგორც კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტმა, 7 027 ლარი; როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ-გერმანული პროგრამის კოორდინატორმა, 16 263 ლარი; როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, 6 560 ლარი; როგორც დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია OFXAM-ის საქართველოს წარმომადგენლობის ექსპერტმა, 7 322 ლარი; როგორც ფრიდრიხ ებერტის ფონდის ექსპერტმა, 1 738 ლარი; როგორც „ღია საზოგადოება: საქართველოს“ ექსპერტმა, 2 132 ლარი;  როგორც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ექსპერტმა, 3 000 ლარი; აგრეთვე, მიიღო 3 500 ლარის ოდენობის გრანტი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდიდან. რაც შეეხება გასავლებს: 2009 წელს ბ-ნმა მურღულიამ იპოთეკური სესხი აიღო (30 000 აშშ დოლარის ოდენობით) და 2011 წელს მისი მომსახურება 9 942 აშშ დოლარი დაუჯდა. 2013 წლის განმავლობაში ბ-ნმა მურღულიამ, როგორც რობაქიძის უნივერსიტეტის ლექტორმა, 22 500 ლარი მიიღო; როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, 62 310 ლარი; როგორც ქუთაისის მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, 6 485 ლარი. დასაქმებულა მისი მეუღლეც, ამიტომ თეონა შეყილაძემ, როგორც შპს „ეიჩ ბი ჯორჯიას“ იურისტმა, 10 500 ლარი აიღო. 2013 წელს იპოთეკური სესხის მომსახურება ბ-ნ მურღულიას 8 000 აშშ დოლარი დაუჯდა.
რაც შეეხება 2014 წელს: ამ წლის განმავლობაში ბ-ნმა მურღულიამ, როგორც რობაქიძის უნივერსიტეტის ლექტორმა,  22 500 ლარი მიიღო, როგორც ქუთაისის მერმა: 32 201 ლარი, როგორც ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ლექტორმა, 5 600 ლარი; ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც იმავე სკოლის იურისტმა, 3 740 ლარი.

скачать dle 11.3