კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არიან თანამედროვე ადამიანები სხვების ცოდვების თვალიერებაში და როდის ეფუძნება ჩვენი რწმენა ცრურწმენებს, ცრუ სარწმუნოებას

„შეიძლება, შენ გქონდეს სარწმუნოება, მაგრამ, სულიერად თუ კარგად არ გაიაზრებ, შესაძლოა, შენი სარწმუნოება არ იყოს ისეთი, როგორიც უფალს სურს; შეიძლება, გქონდეს სიყვარული, მაგრამ ეს სიყვარული იყოს მშვინვიერი, დროებითი, ადამიანური, საეშმაკო და არ იყოს მაცხოვნებელი; შეიძლება‚ იყო მარხვაზე, მაგრამ შენმა მარხვამ ნაყოფი არ გამოიღოს, დაშორდე ღმერთს და ჩავარდე ამპარტავნებაში...“ – ანტონი დიდი.

 მამა გიორგი თევდორაშვილი (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): თუ ჩვენ გვაქვს ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება, მის საძირკველზე, სარწმუნოებაზე უნდა ავაშენოთ ჩვენი სულიერი სახლი. ამისთვის კი საჭიროა ლოცვაც, მარხვაც, სხვა სათნოებებიც, რომლებიც უხვად არის ეკლესიაში. თუმცა, კედლები რომ ამოვიყვანოთ,  ქვები ერთმანეთს მყარად რომ დაუკავშირდეს, ამისთვის საჭიროა სიმდაბლე. თუ სათნოებებს სიმდაბლის გარეშე აღვასრულებთ, ბუნებრივია, ეს ამპარტავნებაში გადავა. ბევრი ამაყობს, რომ კარგი მლოცველია, კარგი მმარხველია, მაგრამ ამ ყველაფერს ის ამპარტავნებით აკეთებს. რა თქმა უნდა, ასე სულიერი სახლი ვერ აშენდება. ანტონ დიდი ბრძანებს: ყველა სათნოებაზე აღმატებულია განსჯის უნარი. ზოგჯერ‚ როდესაც უფალი ადამიანს პატარა განსაცდელს მოუვლენს, ის‚ სამწუხაროდ‚ კარგავს საკუთარი თავის განსჯის უნარს და ცდილობს, თავის მსგავს ადამიანს სთხოვოს დახმარება.  საკმარისია‚ ადამიანის გონება ჩავარდეს არასწორ აზროვნებაში, რომ გულიც და მისი ცნობიერებაც მისკენ მიდის. თუ ადამიანის გული განიწმიდება, გონებაც და ცნობიერებაც მაშინვე მისი გულისკენ იქნება მიმართული. სულიერი სახლის სახურავი რა უნდა იყოს, თუ არა ღვთაებრივი სიყვარული? ანუ, სულიერი სახლის მშენებლობას ვიწყებთ სარწმუნოებით, შემდეგ სათნოებებს ვალაგებთ თავმდაბლობითა და უბრალოებით, ვუკეთებთ სარტყელს  ანუ ვკრავთ განსჯის უნარით და გადავხურავთ სიყვარულით – ასეთი სახლი უნდა ააშენოს ყელა ქრისტიანმა. თუმცა ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში, მაგრამ მათ, ალბათ, აქამდე არც კი უფიქრიათ სულიერი სახლის აშენებაზე. ზოგი იტყვის: იმდენი მოწყალება მაქვს გაცემული, იმდენჯერ მილოცია, მარხვა შემინახავს, სამრეკლო ამიშენებია და სულიერი სახლის აშენება რა საჭიროაო. თუ საკუთარ თავში არ ააშენე სულიერი სახლი, უფალი გეტყვის: მე თქვენ არ გიცნობთ. მხოლოდ ტაძრის აშენება და მოწყალების გაცემა არ არის საკმარისი. ამიტომ, შეამოწმეთ, თქვენი სარწმუნოება კლდეზეა ნაშენები თუ ცრურწმენებს, ცრუ სარწმუნოებას ეფუძნება. რა თქმა უნდა, თუ არასწორად, არამყარად არის სახლი ნაშენები, არაწმიდა სული მაშინვე დაანგრევს მას. თუ არ იცი ეშმაკთა პაექრობის ხელოვნება, ეშმაკი მარტივად შემოვა თქვენს სახლში. ყველას კი არ უნდა გავუღოთ სახლის კარი, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან, საკმარისია, პატარა გარღვევა მოხდეს, დუღაბი არ იყოს მტკიცე, რომ უკვე სიძულვილი, ქედმაღლობა, ამპარტავნება შემოვა ჩვენში და დაინგრევა ნაშენები სახლი.
– ადამიანებს ხშირად აშორებს ღმერთისგან  პატარა განსაცდელი, განსაკუთრებით – დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ირგვლივ ამდენი პრობლემაა.
– რამდენჯერაც ჩამოგვენგრევა სახლი, იმდენჯერვე არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი; სხვა საძირკველი, სხვა არქიტექტორი, სხვა სათნოებები არ უნდა ვეძებოთ. რამდენჯერაც არ უნდა დაგვეცეს სულიერი სახლი, რაც ხშირად ხდება მარხვის შემდეგ, იმდენჯერ უნდა განვაგრძოთ შენება, აღდგენა. თუ სახურავი ჭეშმარიტი ღვთაებრივი სიყვარულია, ის არასდროს ჩამოგვექცევა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი სახურავი ხშირად ადამიანური, მოჩვენებითი სიყვარულია. როგორც კი დაინახავს ღმერთი, რომ ვიღაც სულიერ სახლს ამპარტავნებით, ქედმაღლობით აშენებს, მოუვლენს განსაცდელს და ეს სახლი აუცილებლად დაირღვევა. თუ პეტრეს, პავლეს და ბევრ წმიდა მამას განსაცდელები ჰქონდათ, ჩვენ არ გვამხელს ღმერთი? არავინ ვიცით, როდის გავალთ ამსოფლიდან და, თუ სულიერ სახლში არ ვიქნებით, ვერ მოვხვდებით მარადიულ სახლში, რადგან, თუკი არ გვექნება სათნოებები, არ გვექნება სარწმუნოება, განსჯის უნარი და სიყვარული. იმ ფარისევლებივით ვიქნებით, რომლებიც გარედან თეთრად შეღებილ საფლავებს ჰგავდნენ და შიგნიდან ყარდნენ. მაცხოვარმა პირველად სწორედ ისინი ამხილა და არა მეძავები და მრუშები. სულიერი სახლის გარეშე ცხონება არ არსებობს და არჩევანი უკვე ადამიანებზეა.
– ადამიანებს სხვების სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა უფრო აინტერესებთ, ვიდრე საკუთარი; სხვებს უფრო ადვილად მიუთითებენ, ვიდრე საკუთარ თავს.
– დიახ, ჩვენ სხვების მატერიალურ და სულიერ სახლში ფათური უფრო მეტად გვახასიათებს, მოგვწონს, ვიდრე საკუთარ სახლში წესრიგის დამყარება. ამიტომაც ვვარდებით ხშირად განკითხვაში, სხვების ცოდვების თვალიერებაში. როცა ცოდვილ ადამიანს ხედავ, თუ მორწმუნე ხარ, ამ დროს მას კი არ განიკითხავ, საკუთარ თავსაც განსჯი: ის თუ მრუშია, მე ამპარტავანი ვარ; ის თუ ხილულად ცოდვაშია, ჩემში ხომ შური და პატივმოყვარეობაა. ანუ, კი არ განიკითხავ, პირიქით, საკუთარ თავს ამხელ, ილოცებ მასზე, ლოცვაში მოიხსენიებ. ვინც საკუთარ თავზე მუშაობს, ვნებებს ებრძვის, არასდროს განიკითხავს სხვას, პირიქით, გული დასწყდება ცოდვილის დანახვისას, მის მიმართ სიმპათიით განეწყობა და ილოცებს მისთვის. ანუ, თუ ადამიანი განსჯაშია, ესე იგი, ის კარგი ადამიანია, საკუთარ ცოდვებსა და ვნებებს ხედავს; ხოლო, თუ განკითხვაშია, ესე იგი, ამპარტავნებაშია და მხოლოდ სხვების ცოდვილ მდგომარეობას ხედავს. განსჯა საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ. არასდროს არ უნდა განიკითხოთ ადამიანი, რა მდგომარეობაშიც არ უნდა ნახოთ ის, რადგან მალე, შეიძლება, იმავე მდგომარეობაში ჩავვცივდეთ ან ჩვენ, ან ჩვენი ახლობელი. ბევრს საკუთარი თავიც არ უყვარს, რაც თავისადმი უპატივცემულობაში, არასწორად ცხოვრებაში გამოიხატება. ასეთ ადამიანს არ შეიძლება, უყვარდეს სხვა და დააფასოს მისი თვისებები. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანული ჭეშმარიტი სიყვარული სხვა სიყვარულისგან რადიკალურად განსხვავდება. ვინც ეგოისტურად, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობს, ის უფლის, ეკლესიის მიღმა იმყოფება. თუკი ადამიანს სურს, ღირსეულად მოიძიოს ბედნიერება, მან არ უნდა შეიქმნას საკუთარი კეთილდღეობა, არამედ მოიპოვოს საერთო კეთილდღეობის საგანძურიდან და მაშინ იქნება ის ბედნიერი. გული – ეს არის საკურთხეველი უფლისა, ჩვენს გულში ტახტი უნდა დაედგას უფალს. უფალი ბრძანებს: მე ვდგავარ თქვენი გულის კართან და ვაკაკუნებ; ვინც გამიღებს, შევალ და ვივახშმებ მასთან. მაგრამ, დიდი ხანია‚ ჩვენი გული დახურულია უფლისთვის და იქ უმსგავსო ვნებები და ცოდვებია დაბუდებული. თუ გინდათ, რომ ჩვენი გონება, სულიერი განსჯა იყოს მართებული, გულისხმავყოთ, ანუ, მოვუსმინოთ, რას გვეუბნება უფალი. მაგრამ, თუ თქვენს გულში არ ცხოვრობს უფალი, ის გული ყოველთვის გეტყვის მაცდურს, საეშმაკოს. ამიტომ‚ კარგად დაუკვირდით‚ რას გეუბნებათ თქვენი გული და მიხვდებით‚ რისი საყდარია ის – უფლის თუ ეშმაკის. ყოველი ადამიანი თითქოს არის რამდენიმე კონცენტრირებული წრის ცენტრი: უახლოესი წრე – ოჯახური მოვალეობებია; შემდგომი წრე – ვალდებულებები თანამოქალაქეთა მიმართ და ბოლოს არის ჩვენი მოვალეობის წრე სრულიად კაცობრიობის მიმართ. მაგრამ, ქრისტიანისთვის, პირველ ყოვლისა, უნდა იყოს ღმერთის მიმართ მადლიერებისა და სიყვარულის გრძნობა. სიყვარული ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, რაც ჭეშმარიტია, ყველაფრის იმედი აქვს და ის არასდროს მთავრდება, რადგან სიყვარული თავის უფალია, ყველაფრის მომცემი და ადამიანების მანუგეშებელი. სიყვარულს ვერაფერი ერევა, ის ყოველთვის თან ახლავს ქრისტიან, მოყვარულ ადამიანს და მას განსაცდელებისგან იხსნის.

скачать dle 11.3