კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რამდენჯერ უნდა გადავიწეროთ პირჯვარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ვთქვათ, ტრანსპორტში ყოფნისას?
პასუხი: პირჯვრის გადაწერა ერთხელაც საკმარისია, რათა უფლისადმი თქვენი მორჩილება, სიყვარული და ვედრება გამოხატოთ. მთავარია, პირჯვარი სწორად, გამართულად გადაიწეროთ, რათა უწმინდური ძალები ვერ მოგიახლოვდნენ.
კითხვა: როგორც გავიგე, ჯვრისწერის სანთლები უნდა შეინახო და ბედნიერ დღეებში აანთო. მე კი ჩემი ჯვრისწერის სანთლები უცოდინრობის გამო უკვე დავწვი. ცოდვა ხომ არ ჩამიდენია?
პასუხი: საქორწინო ან ნათლობის სანთლების დიდი ხნის განმავლობაში შენახვა და ბედნიერ, ან, თუნდაც, განსაცდელის დღეებში მათი ანთება, ლამაზი ტრადიციაა. საეკლესიო კანონიკით კი, მნიშვნელობა არ აქვს როდის აანთებთ მათ. ასე რომ, თქვენ არანაირი ცოდვა არ ჩაგიდენიათ. უფალი ყოველთვის შეიწირავს მისთვის ანთებულ სანთელს.
კითხვა: როგორ დავიცვათ თავი სექტანტთა ქადაგებისგან?
პასუხი: სექტანტებისგან ეკლესიური ცხოვრება და მართლმადიდებლობის ღრმა ცოდნა დაგიცავთ. ამისთვის საჭიროა, ეკლესიაში სიარული და მოძღვრის ყოლა, რომელიც გასწავლით, როგორ უნდა დაიცვათ თავი, არა მარტო სექტანტებისგან, არამედ ყოველგვარი უკეთურებისგან.
კითხვა: რომელი წიგნები იგულისხმება „წმინდა წერილში“?
პასუხი: „წმინდა წერილში“ იგულისხმება ძველი და ახალი აღთქმა.
კითხვა: შეიძლება თუ არა სიწმინდეთა მიცემა, წამლობის მიზნით, მოუნათლავთათვის ან მონათლული ურწმუნოთათვის?
პასუხი: არც მოუნათლავთათვის და არც ურწმუნოთათვის სიწმინდეთა მიცემა, თუნდაც წამლობის მიზნით, გამართლებული არ არის.

скачать dle 11.3