კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდანაკის ღვთისმშობლის ხატი სირიაში

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საიდანაკის დედათა მონასტერი (სირია) ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებული დიდებითა და პატივისცემით სარგებლობს. ამის მიზეზია მონასტერში დაბრძანებული მარადქალწულ მარიამის სასწაულმოქმედი ხატი, სახელით – საიდანაკის ზეციური დედუფალი. ყოველწლიურად მონასტრისკენ სირიის, ეგვიპტისა და პალესტინის სხვადასხვა კუთხიდან აუარებელი მლოცველი მოედინება, რომელთა შორის, ქრისტიანების გარდა, მრავლად არიან მაჰმადიანები და დრუზების სექტის წარმომადგენლები. საიდანაკის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დიდება სირიისა და ეგვიპტის საზღვრებს გასცდა. ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ დაწვრილებითი აღწერანი, რომელიც ლათინურ ენაზეა შესრულებული, რომში, ვატიკანის ბიბლიოთეკაშია დაცული სათაურით: „მარადქალწულ მარიამის ხატის მიერ დამასკოს ახლოს აღსრულებული სასწაულები“.
გადმოცემის მიხედვით, ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე 546 წელს პალესტინის ქრისტიანულ სიწმიდეთა მოსალოცად გაემართა. ყველგან, სადაც იმპერატორი ამ მოგზაურობისას ჩერდებოდა, მისი ბრძანებით ეკლესიებსა და მონასტრებს აგებდნენ. ერთხელ სოფელ საიდანაკშიც შეჩერდა. სოფლის შემდეგ შიშველი კლდეების სამფლობელო იწყებოდა. კლდეები ნელ-ნელა მაღლდებოდა და ბოლოს ერთ, ცაში აზიდულ პიტალო მთას ქმნიდა. იმპერატორმა ნადირობა მოისურვა და კლდეებს შეუყვა. მოულოდნელად, თვალი მთის წვერიდან წამოსულმა არამიწიერმა, ზეციურმა ნათელმა მოსჭრა. იუსტინიანე ცნობისწადილმა შეიპყრო და მწვერვალისკენ გაეშურა. მიაღწია რა დანიშნულ ადგილამდე, იმპერატორმა მწვერვალზე მდგარი ღვთაებრივი სიმშვენიერის დიდებული დედოფალი იხილა, რომელსაც სახე მზესავით უელავდა. სახტად დარჩენილ იუსტინიანეს დედოფალმა ასეთი სიტყვებით მიმართა: შენ ამ მთაზე უფლის ღვთაებრივი განგებულებით აღმოჩნდი და აქ სავანეს ააშენებ. სავანის მფარველი მე ვიქნები. უკან, ბანაკში დაბრუნებულმა სიხარულით აღვსილმა იმპერატორმა იმ ადგილას, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა უბრძანა, მონასტრის აშენების განკარგულება გასცა. ასე დაარსდა საიდანაკის სავანე, რომელსაც იუსტინიანე თავისი სიცოცხლის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას და პატივს მიაგებდა. მონასტრის დაარსებიდან სულ მცირე ხნის შემდეგ, მან ისეთი დიდებული სახელი მოიპოვა, რომ იქ სირიიდან, ეგვიპტიდან და სხვა ქვეყნებიდან სამოღვაწეოდ უამრავი მონაზონი ჩავიდა.
საიდანაკის ღვთისმშობლის ხატის მიერ მომხდარ სასწაულთა შესახებ ხმა მთელ  ქრისტიანულ სამყაროსა და ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა. ათასობით მომლოცველი საიდანაკს მოაწყდა, რათა საკვირველი ხატისთვის თაყვანი ეცათ და შემწეობა ეთხოვათ. მართლაც, უამრავი ადამიანი სასწაულებრივად განიკურნა. მწუხარეთ ნუგეში, ხოლო უპოვართ სარჩო და საბადებელი მიეცათ.

скачать dle 11.3