კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა იყოს განსაკუთრებით ფრთხილად ქალი, რომელსაც „იდეალური“ ქმარი ჰყავს

დავიწყოთ იმით, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ, მიუხედავად მათი სქესისა, ამიტომ, არ შეიძლება, თუნდაც საყვარელი ადამიანი გააფეტიშო. მიაწერო მას ის თვისებები, რომლებიც რეალურად არ გააჩნია. დიდ შეცდომას უშვებენ ქალები, რომლებსაც დაქვეითებული აქვთ რეალობის ობიექტურად აღქმის უნარი, ამიტომ, მათ უფრო ხშირად უცრუვდებათ ხოლმე იმედი და გულისტკენაც მეტი აქვთ. რამდენიმე ფსიქოლოგი კი საერთოდ გვირჩევს, განსაკუთრებით ფრთხილად ვიყოთ მამაკაცთან, მით უფრო – საკუთარ მეუღლესთან...

 ნანუკა (30 წლის): ჩემი ასაკის ქალი უკვე დაჭკვიანებული უნდა იყოს, მაგრამ, ეტყობა, ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა გამოსცადო. სულელი ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ, ჭკვიანიც არ გამოვდექი, რადგან თავიდანვე მოვიხიბლე ჩემი მომავალი ქმრით. არადა, მასთან შეხვედრამდე კაცებს ყოველთვის ეჭვით ვუყურებდი – ვერ ვიჯერებდი, რომ გულწრფელები იყვნენ ჩემ მიმართ.
– რატომ გქონდათ ასეთი უნდობლობა? მიგატოვათ ადრე ვინმემ?
– არა, მაგრამ, ჩემ გარშემო უამრავი გულნატკენი ქალი იყო. მარტო დაქალებს არ ვგულისხმობ, მაგალითები საკმარისზე მეტია. ამიტომაც ვერიდებოდი მამაკაცებს ახლო დისტანციაზე, სანამ ერთ დღეს „უნაკლო“ კაცს არ შევხვდი.
– უნაკლო ადამიანები არ არსებობენ – ეს თავიდანვე გასაგებია.
– ჰო, ვიცი. „უნაკლოს” პირობითად ვამბობ – ყველაფერი ხომ შედარებითია. ისე გამოირჩეოდა ყველასგან... ნაპოვნიაო, –  გოგოები მეუბნებოდნენ, – მეორეს ეგეთს ვერ ნახავო.
– თქვენც, იფიქრეთ, რომ მართლა განსაკუთრებული მამაკაცი გერგოთ...
– არა, ასეთი ამბიციური ნამდვილად არ ვარ, მაგრამ აჩიკო მართლა განსაკუთრებული იყო: ძალიან სიმპათიური – თითქმის ჰოლივუდის ვარსკვლავივით ლამაზი; ჭკვიანი, განათლებული, იუმორის გრძნობით, თავდაჭერილი... გამიკვირდა, მე რომ ამომირჩია. ცუდი გარეგნობა არ მაქვს მაგრამ, მოდელსაც თავისუფლად „გაქაჩავდა.“
– ანუ, თუ მამაკაცი ცოტათი მაინც ნორმალურია, ცოლად აუცილებლად მოდელი უნდა მოიყვანოს?
– არა, მაგას არ ვამბობ. უბრალოდ, მე მქონდა თავიდანვე ცუდი მიდგომა საკითხისადმი – მეტისმეტად გავაფეტიშე ჩემი ქმარი. კაცი შეიძლება იყოს კარგი, ამაზე ვინ დავობს, მაგრამ, აუცილებელი არ ყოფილა, მასაც აგრძნობინო, რომ განსაკუთრებულია, მით უმეტეს, თუ ეს კარგი კაცი შენი ქმარია. აჩიკოს გვერდით თავს მშვიდად ვგრძნობდი და ვფიქრობდი: მორჩა, ახლა ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება –  მე ოჯახური ბუდის მოწყობას შევუდგები, ჩემი შეუდარებელი ქმარი კი ცოლისა და შვილების კეთილდღეობაზე იზრუნებს-მეთქი... ერთი სიტყვით, აღმოჩენა გავაკეთე. მერე ამ აღმოჩენას სული ჩავუდგი და გავაცოცხლე. არ დავფიქრდი, სანამ ამ სისულელეს ჩავიდენდი.
– ანუ, ყველაზე კარგი ქმარიც ჩვეულებრივი კაცია?
– დიახ, ყველაზე კარგი ქმარიც კი, არის ჩვეულებრივი კაცი... შეგვიძლია, პირიქითაც ვთქვათ – ყველაზე კარგი კაცი ბოლოს მაინც არის ჩვეულებრივი ქმარი. ამ ჩვეულებრივ ქმრობაში რაც გამოიხატება, მაგასაც ხვდებით, ალბათ. ჩვენი რომანი ძალიან სწრაფად და თავბრუდამხვევად განვითარდა. ბრმად მივენდე-მეთქი, ვერც ამას ვიტყვი, მაგრამ, ყოველმხრივ პოზიტივს ავლენდა.
– იქნებ, გადამწყვეტი ფაქტორი იყო ის, რომ თქვენს მეგობრებს შეშურდათ თქვენი, ასეთი მამაკაცი რომ გერგოთ, ანუ, იქნებ ქმარი, როგორც პრიზი, ისე მიიღეთ?
– არც უამისობა იყო. დიახ, მგონი, როგორც პრიზი, ისე მივიღე და ეს დიდი შეცდომა იყო. შენ უნდა ჩაგთვალოს კაცმა პრიზად და არა პირიქით... ორ კვირაში გამომიტყდა, მიყვარხარო... ჩემთან გადმოდი და ურთიერთობა ოფიციალურად მერე გავაფორმოთო. მე, რომელიც კაცს მხოლოდ მეათე შეხვედრისას ვთანხმდებოდი ყავის დალევაზე, რატომღაც, ძალიან დამთმობი გავხდი, ეგრევე დავუქნიე თავი – „აღმოჩენა“ მერგო და ამაზე უარს როგორ ვიტყოდი!
– რაში შეცდით, ანუ, რაში გაგიცრუათ ქმარმა იმედი?
– ბევრ რამეში. მესამე წელია, ერთად ვართ და მუდმივად უსიამოვნო სიურპრიზებით „მანებივრებს.” დავიწყოთ მთავარი პრობლემით – თავში აუვარდა თავისი „შეუდარებლობა“. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც აღარ „გაწელა“ ჩვენი რომანი, ის იყო, რომ  ფული დაზოგა ამით.
– რას ნიშნავს, ამით ფული დაზოგა.
– ანუ, რადგან მალევე დავთანხმდი, პაემნებზე ყვავილების ჩუქების, კინოსა და კაფეში დაპატიჟების, საჩუქრების ყიდვის აუცილებლობა მოიშორა. თან, ბინაში რემონტი დაიწყო და ჩემი სახით უფასო „პრარაბიც“ იშოვა. თავიდან ამ ყველაფერს ვერ ვხვდებოდი, ან როგორ უნდა მივმხვდარიყავი, როცა ლოგიკაში არც კი ჯდება. მაგრამ მერე თავად მითხრა და გამაოგნა. საქმე ისაა, რომ სამჯერ მაინც შევაგროვე ფული, რომ ადამიანურად დაგვესვენა. ორივეს კარგი შემოსავალი გვაქვს და, შეგვიძლია, თავს უცხოეთში მოგზაურობის უფლებაც მივცეთ. ფულს მე ვაგროვებდი. სამჯერვე ტურიც დავგეგმე. დავრბოდი ტუროპერატორებთან, მაგრამ  გადამწყვეტ მომენტში უარს მეუბნებოდა, თანაც, ისეთი მოტივებით, რომ ხმას ვერ ვიღებდი. მაგალითად, პირველად მითხრა, მოდი, გადავდოთ წასვლა, სამზარეულოში ტექნიკა გამოვცვალოთ და შენთვის ახალი ლეპტოპიც ვიყიდოთო... ვიფიქრე, ჯერ ბავშვის გაჩენას მაინც არ ვგეგმავ, წასვლას კიდევ მოვასწრებთ და, გონივრული იქნება, თუ ასე მოვიქცევი, თანაც, სამზარეულოში კომფორტი მართლაც მჭირდება-მეთქი. მეორედ შეგროვილი ფული მანქანას მოახმარა... მესამედ მითხრა, ეს მეტისმეტი ფუფუნებაა და, აჯობებს, „შავი დღისთვის“ გადავინახოთო...
– მხოლოდ ეს არის თქვენი ქმრის პრობლემა?
– არა. პრობლემა არის ის, რომ მას არაფრად ვუღირვარ. ცოლი ჰყავს იმიტომ, რომ „ნაშა“, მზარეული და დამლაგებელი ცალ-ცალკე ძალიან ძვირი დაუჯდება, მე კი, ფაქტობრივად, „სამი ერთში” ვარ; თან, მშვენიერი შემოსავალიც მაქვს. კისერზე არ ვაზივარ და ამ შემოსავლის დიდ ნაწილს ოჯახში ვხარჯავ: კომუნალურებს მე ვიხდი, პროდუქტს მე ვყიდულობ... ის მინიმალურს ხარჯავს და „შავი დღისთვის“ ინახავს და ინახავს. უკვე მეშინია, რომ ეს „შავი დღე“ მარტო ჩემთვის იქნება შავი – მიმატოვებს და სხვას მოიყვანს, დაგროვილი კაპიტალით კი უკეთეს ცხოვრებას მოიწყობს, მით უმეტეს, რომ ამ ბოლო დროს შვილზეც აღარ უნდა ლაპარაკი – ეგრევე მიცვლის საუბრის თემას. ესეც თქვენი იდეალური და „აღმოჩენა“ ქმარი! მეშინია, რომ ბოლოს ყველაზე უარესი და უვარგისი აღმოჩნდება... რამდენი გვეშლება ქალებს და, თანაც, რა მწარედ! მეშინია, მის სახლში ცხოვრებისთვის ქირაც არ გადამახდევინოს...

скачать dle 11.3