ბრძნული აზრები
ლესინგი: ცრურწმენას ცივილიზაციის წარმატებები დევნის.
რუსო: პირველყოფილ მდგომარეობაში საცხოვრებლად საკმარისი იყო ინსტინქტი, განათლებული გონება კი ადამიანს მხოლოდ საზოგადოებაში საცხოვრებლად ესაჭიროება.
ჩერჩილი: ტრადიციის გარეშე, ხელოვნება უმწყემსო ცხვრის ფარაა.
ელიადე: ზეპირი თუ წერითი ლიტერატურა მითოლოგიის ქალიშვილია.
მიხეილ ჯავახიშვილი: ადათი, შესაძლებელია, კარგიც იყოს და უვარგისიც, პროგრესულიც და რეაქციონერულიც.
სპენსერი: პროგრესი შემთხვევითობა კი არა, აუცილებლობაა.
გოეთე: შეცდომებიც სასარგებლოა, სანამ ჩვენ ახალგაზრდები ვართ, ოღონდ, სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ისინი.
ვოვენარგი: მყარი ხასიათი გონებრივ სირბილესთან უნდა იყოს შერწყმული.
ვოლფი: მასწავლებელი, რომელიც თავისი მოწაფეებისგან არ სწავლობს, მასწავლებლად არ გამოდგება.
ჯობსი: ინოვაცია განასხვავებს ლიდერს მიმდევრისგან.
კალანდაძე: ჭეშმარიტი ტალანტის ნიშნებია: საკუთარი გზის გაჭრა, მიმბაძველობისადმი წინააღმდეგობა, მოძველებულისა და ცრუ სიახლეებისგან თავის დაღწევის ენერგია.
ოთარ ჭილაძე: ადამიანი წისქვილივითაა – რასაც დააყრი, დაფქვავს, მაგრამ, წისქვილისგან განსხვავებით, ის მაინც უნდა იცოდეს, რას ფქვავს
ბელინსკი: ბრძოლა ცხოვრების პირობაა; ცხოვრება კვდება, როცა ბრძოლა მთავრდება.
ბუასტი: გული აწმყოთი ცხოვრობს, გონება კი – მომავლით, ამიტომაც მათ შორის ნაკლები თანხმობაა.
პეტრარკა: ბრძოლისა და შეხლა-შემოხლის გარეშე არაფერს ქმნის ყოველივე არსებულის დედაბუნება.
მონტენი: ყველაზე კეთილშობილური საქმე რისკთანაა დაკავშირებული.
რენანი: კლასიკა არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რაც სრულია; ეს, უბრალოდ, ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დროდადრო რაღაც მშვენიერის შექმნა შეუძლია.
ბლოხი: თუ ადამიანი მოგზაურობით არ იცვლება, ეს ცუდი მოგზაურობაა.
ფრანსი: დრო ყოველთვის აფასებს მას, რაც მყარი და ფასეულია; დანარჩენს, რაც მყიფე და არამყარი აღმოჩნდება, დრო მტვრად აქცევს.