კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და როგორ განაიარაღა საშიში ბოროტმოქმედი, მეტსახელად „ტახი“

შიშს დიდი თვალები აქვსო – ეს ანდაზა ბავშვობიდან ვიცოდი. მაგრამ, ერთმა შემთხვევამ დამარწმუნა, რომ მას მართლაც ძალიან დიდი თვალები ჰქონია.
სტეპან პავლოვი, მეტსახელად „ტახი“, დაუნდობელი და მოუთვინიერებელი ბოროტმოქმედი იყო. მას „უშიშარის” სახელით იცნობდნენ. თამამად ებმებოდა ხოლმე მილიციასთან ურთიერთსროლებში და არც ტყვიას გაურბოდა. ორი წლის განმავლობაში ვერ ვიხელთებდით. ორჯერ გაგვექცა და ორჯერვე მილიციის უწყვეტი ცეცხლის ქვეშ გაიარა.
ერთხელ ჩვენმა აგენტმა შეგვატყობინა, რომ ტახი დაცლილ, დასანგრევად გამზადებულ, ნესტიან ხუთსართულიან სახლს აფარებდა თავს. ჩვენმა გაძლიერებულმა ჯგუფმა ალყა შემოარტყა შენობას, მაგრამ ბოროტმოქმედმა შეგვამჩნია და ცეცხლი გაგვიხსნა, თან ღრიალებდა – მე ტახი ვარ, ტახი! უშიშარი ტახი და ცოცხალი არ ჩაგბარდებითო.
ჩვენ ვესროდით, თუმცა მსხვერპლს ვერიდებოდით და ტახი ავტომატიდან გვიშენდა ცეცხლს. ერთი სიტყვით, ძალიან საშიში სიტუაცია იყო შექმნილი, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი განიმუხტა: უცებ სროლა შეწყდა და ვიფიქრეთ, ტახი ჩვენმა ტყვიამ ხომ არ მოკლაო. ცოტა შევიცადეთ და ძალიან ფრთხილად გავემართეთ მისი ადგილსამყოფელისკენ. შევედით და – უშიშარი ტახი გულწასული არ დაგვხვდა?! ირგვლივ იარაღის მთელი არსენალი ეწყო, ჭრილობაც არ ეტყობოდა. სასწრაფოდ დავადეთ ხელბორკილები, შემდეგ მოვასულიერეთ და, რომ ვკითხეთ, რა დაგემართაო, გვიპასუხა:
– თავზე უზარმაზარი ტარაკანა დამეცაო...
ტახს, თურმე, ბავშვობიდან ჰქონია ტარაკნების პანიკური შიში და სწორედ ამ გრძელულვაშა „ურჩხულმა“ მოახერხა მისი განიარაღება.
მერაბ ჭითანავას ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3