მერაბ გეგეჩკორის ანეკდოტები
მასწავლებელი ეკითხება მიხოს:
– აბა, მიხო, რას გვაძლევს ცხვარი?
– მატყლს!
– აბა, მიხო, რას გვაძლევს გოჭი?
– ხორცს!
– აბა, მიხო, რას გვაძლევს ძროხა?
– საშინაო დავალებას!
***
კაცი ყიდის ხორცს. მიადგა მეგრელი:
– რა ღირს ხორცი?
– 15 ლარი.
– რა ამბავია 15 ლარი? ეგერ, 5 ლარში ყიდიან.
– ტყუილია ეგ ამბავი..
– გადამრევ, ძამა, შენ! ტყუილია, მაგრამ, ხომ იაფია?!
***
მთვრალი ქმარი სახლში დაბრუნდა. ცოლმა გაუღო კარი, აათვალ-ჩაათვალიერა და უთხრა:
– კარგი, შემოდი, სუპერმენ.
ქმარი უჩუმრად შევიდა და სამზარეულოში დაჯდა. ცოლი ისევ ეუბნება:
– გშია, სუპერმენ? აჰა, ჭამე!
ქმარმა ივახშმა და უჩუმრად გავიდა საძინებელში. ისევ დაადგა ცოლი თავზე:
– გეძინება, სუპერმენ?
ქმარმა ვეღარ მოითმინა და გაბრაზებულმა ჰკითხა:
– კი მაგრამ, რატომ მეძახი სუპერმენს?
– იმიტომ, რომ მხოლოდ სუპერმენი იცვამს ტრუსებს შარვლის ზემოდან!
***
კაცი ბარში შედის და იმ მაგიდასთან დაჯდება, სადაც ორი ლამაზი გოგონა ზის და ყავას სვამს. ბარმენს გასძახებს:
– ბარმენ!! ორი ლუდი გოგონებს!!!
– ტყუილად ნუ კარგავთ დროს, ჩვენ ლესბოსელები ვართ, – ეუბნება ერთი გოგონა.
– ეს როგორ?
– ჩვენ ქალებთან სექსი გვიყვარს.
– ბარმენ! სამი ლუდი ჩვენთვის, ლესბოსელებისთვის!!
***
სვანი საავადმყოფოში წევს დალეწილი. მიაკითხა ძმამ:
– ეს რა დაგემართა, ძმაო? რა მოხდა? რა მოგივიდა?
– მანქანაში რომ ვიყავი, დამირეკეს და მითხრეს, მაიზერ, შენს ცოლს ვიღაცეები აბახებენო. გავნერვიულდი, მივადგი ფეხი გაზს და ავილეწე.
– მერე, ძმაო, სად გარბოდი? შენ არც მაიზერი გქვია და არც ცოლი გყავს.
***
– გავიგე, ქმარს გაშორდი. რატომ?
– შენ შეძლებდი ისეთ ადამიანთან ცხოვრებას, ვინც ეწევა, სვამს, გეჩხუბება და იგინება?
– რა თქმა უნდა, ვერა!
– ჰოდა, იმანაც ვერ შეძლო.
***
ცოლი ეჩხუბება ქმარს:
– ბრმა ვიყავი, ყრუ და ტვინი არ მქონდა თავში, შენ რომ ცოლად გამოგყევი.
– ხედავ? ამდენი ნაკლის მიუხედავად მაინც მოგიყვანე ცოლად და შენ კი მადლობელიც არ ხარ!
ონისე ონიანის ანეკდოტები
მეზობლის ქალი ეკითხება მეზობელს:
– რა ქნა შენმა შვილმა გამოცდაზე, სად მოხვდა?
– გვერდებში!
***
ვაკელი წუწუნებს: ეს ცხოვრებაა? ვაშლი ისე გაძვირდა, რომ მომინდება, „აიფონს“ ვსუნავ!
***
ავტობუსში არბის მანიაკი და ყვირის:
– ყველას გაგაუპატიურებთ! არ დაგინდობთ!!
– მოხუცები მაინც დაინდეთ, – სთხოვა ერთმა ახალგაზრდა გოგონამ.
ამ დროს გოგოს მოუბრუნდა ხნიერი ქალბატონი:
– შვილო, შენ გაჩუმდი, ნუ გააღიზიანებ. რაკი თქვა, ყველასო, ესე იგი, ასეა საჭირო.