კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამზანის ფიქრები

ანუ ვინ დაჭრის ტორტს

 ალბათ, რაკი თავი ჩეჩნეთის უგვირგვინო მეფე ჰგონია, ცნობილი ფაქტია, რომ ბ-ნი კადიროვი ფრიად თვითნებობს რუსეთის ფედერაციის ამ რესპუბლიკაში და ინიციატივას ინიციატივაზე აცხობს.
ასე, მაგალითად, ქალაქ გროზნოს მერიამ გამოაქვეყნა ჩეჩნურ ქორწილებში, არც მეტი, არც ნაკლები, მოქცევის წესები (რომლებიც ქალაქის კულტურის დეპარტამენტის საიტზეა გამოქვეყნებული).
კერძოდ, საქორწილო ცერემონიალის მონაწილეებს ეკრძალებათ ალკოჰოლური სასმელების დალევა, იარაღიდან სროლა და, რაც ყველაზე, მთავარია, ტორტის დაჭრა.
ამას გარდა, აკრძალვები ეხება ცეკვებსაც. პატარძლის ხელისმომკიდეებს ამიერიდან აღარ შეეძლებათ ვაჟებთან ცეკვა-ცეკვით შეჯიბრება, აგრეთვე, სამჯერ მეტი წრის დარტყმა ერთი გამოსვლისას; ხოლო ახალგაზრდა მამაკაცებს – გოგონების გამოცეკვება და ცეკვისას პარტნიორების გაცვლა.
თუკი ზემომოტანილი წესები დაირღვევა, რესტორნის ადმინისტრაცია (სადაც ქორწილი იმართება) ვალდებულია, გამოიძახოს პოლიცია.
აქვე შეგახსენებთ, რომ სულ ახლახან თავად რამზან კადიროვმა საქორწინო სალონებსა და ატელიეებს მოუწოდა, უარი თქვან გულმოშიშვლებული კაბებით ვაჭრობაზე, რამეთუ ასეთი ჩაცმულობა ეწინააღმდეგება ჩეჩნურ ტრადიციებსო.
ბუნებრივია, რესპუბლიკა მისია (ეს უკანასკნელი კი – რუსეთის) და თუ მოისურვილებს, ყურებზე სიარულს დაავალდებულებს თავის სამწყსოს, მაგრამ, აი, ის კი საფრთხილოა, რომ ჩეჩნეთის თავი კავკასიურ, ტრადიციულ ისლამს ორთოდოქსულს ამსგავსებს, საფრთხილო, ვინაიდან ჩვენთან აქვე, ყურისძირშია. –

скачать dle 11.3