კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადაღლილი ევროპა

და სხვისი ჭირი ღობეს – ჩხირი

 

სანამ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, ევროკავშირში აზრი მომწიფებულა იმის შესახებ, რომ რფ-ის წინააღმდეგ სანქციები გადასახედია. მანამდე კი „ფორბსმა“ შეგვამზადა, რომ პრ. პუტინის საჯარო გამოსვლების წყალობით რფ-ის მდგომარეობა საერთაშორისო არენაზე გამოსწორებულა და ქვეყანაც სანქციების მოხსნისკენ მიექანებაო.
 მეტიც, ამასობაში რუსეთის რეპუტაციაც გაუმჯობესებულა (ნუთუ ყირიმი დააბრუნა და აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიის“ დამოუკიდებლობა უკან წაიღო?!) და ამიტომაც გამოცემა ინვესტორებს მოუწოდებს, იფიქრონ რფ-ში ფულის ჩადებაზე.
თურმე, საფრანგეთი და გერმანიაც გადაღლილან რუსულ-უკრაინული კონფლიქტით, მით უფრო, რომ კიევისგან განსხვავებით, მოსკოვი ასრულებსო მინსკის შეთანხმებებს.
ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე სანქციების მოხსნას 2016 წლის პირველ კვარტალში ვარაუდობენ, ხოლო, რაკი იქამდე მაინც შორია და არავინ უწყის, როგორ განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში, ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმაა შესაძლებელი, რომ მხარეები (დასავლეთი – რფ) ერთმანეთს უკრაინის ხარჯზე დაუტკბნენ, თუმცა, თუ ევროპის ასეთ მონდომებას (ასიამოვნოს რფ-ის) გავითვალისწინებთ, იმედია, ბონუსად ჩვენი კიდევ ერთხელ ცემის ნებასაც არ დართავენ, რათა თავი უფრო დაკმაყოფილებულად იგრძნოს?! –

скачать dle 11.3