კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თსსუ-ის მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა – მედიცინის მაღალი სტანდარტი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მრავალპროფილიანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა 2015 წლის მართლაც გამორჩეული ბრენდია სამედიცინო სეგმენტში. უკვე თითქმის ამორტიზებული, ეგრეთ წოდებული მერვე საავადმყოფოს ბაზაზე სრულიად ახალი, უმაღლესი დონის კლინიკის ჩამოყალიბება ქართული სამედიცინო სკოლის დიდი მიღწევაა და ამაში ლომის წილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მიუძღვის. კეთილმოწყობილ კლინიკაში სასაუბროდ  მის ახალგაზრდა და ნიჭიერ ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი კოხრეიძეს ვეწვიეთ:

 – როდის ჩამოყალიბდა საქართველოში პირველი საუნივერსიტეტო, მრავალპროფილიანი კლინიკა და რა არის მისი სამუშაო ფუნქციები და პრიორიტეტები?
ირაკლი კოხრეიძე (მედიცინის აკადემიური დოქტორი;  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, აკადემიკოს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი. პროფესია: ონკოლოგი (მამოლოგი): მოგეხსენებათ, 2015 წლის 25 მარტს დაარსდა თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მაღალტექნოლოგიური  და მრავალპროფილიანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, რომლის მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა სტუდენტთა განათლების დონის ამაღლება, მათთვის  პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და კლინიკური გამოცდილების გაზიარება. ყოველივე ეს კი, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია ჩვენი მომავალი კოლეგების კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოსაყალიბებლად. ჩვენი დევიზი – „ტრადიციებით მომავლისაკენ,”  სათანადო მაღალი სტანდარტის სამედიცინო და საგანმანათლებლო ბაზის გარეშე, ვფიქრობ, წარმოუდგენელია.
უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკაში მზადებას გადის 6 000-ზე მეტი ქართველი, 2 000-მდე უცხოელი სტუდენტი და ასობით რეზიდენტი.   კლინიკა სრულად არის ადაპტირებული სასწავლო მიზნებისთვის. აქ განთავსებულია 20- მდე კლინიკური დეპარტამენტი/მიმართულება (კათედრა), რომელთა განკარგულებაშია 5 სალექციო აუდიტორია და  70 სასწავლო ოთახი.
– გთხოვთ, მოგვითხროთ კლინიკის დეპარტამენტებსა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებისთვის საჭირო ბაზაზე.
 – კლინიკას ხელმძღვანელობს დამსახურებელი ექიმი, უბადლო ქირურგი და ყველასთვის საყვარელი პედაგოგი, პროფესორი ნოდარ ლომიძე.
თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში  ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები:  გადაუდებელი მედიცინის  დეპარტამენტი („ემერჯენსი” საკუთარი საოპერაციოთი),   რომელსაც ხელმძღვანელობს ღირსების ორდენის კავალერი, ბატონი გიორგი ბერიაშვილი. კლინიკის უმნიშვნელოვანეს სეგმენტს წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი დიაგნოსტიკის დეპარტამენტი რენტგენოლოგიური, ენდოსკოპიური, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული, ულტრასონოგრაფიული, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული აპარატურით (ხელმძღვანელი – საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სახელგანთქმული სპეციალისტი, პროფესორი ოთარ ურუშაძე). პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ამბულატორია პაციენტებს  ემსახურება ექიმთა პოლიპროფილური გუნდით (ხელმძღვანელი – საქართველოს დამსახურებული ექიმი, პროფესორი თემურ ივანიშვილი), რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სამედიცინო სერვისების დროული და ადეკვატური მიწოდებისთვის.
კლინიკაში ფუნქციონირებს ტრანსფუზიოლოგიური სამსახური და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი   კლინიკური ლაბორატორია, სადაც ტარდება ჰემატოლოგიური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, ბაქტერიოლოგიური  და ვირუსოლოგიური კვლევები (ხელმძღვანელი – გამოცდილი პროფესიონალი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი  ნინო გოგოხია).
ჩვენთან ფართოდ არის  წარმოდგენილი ქირურგიული პროფილის სერვისები: ზოგადი ქირურგია  (ხელმძღვანელი პროფ.  ნოდარ ლომიძე); ანგიოქირურგია (პროფესორი ზაურ ნონიკაშვილი);  პროქტოლოგია (პროფესორი თენგიზ აბულაძე).  ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია საქვეყნოდ ცნობილი პროფესორი გოჩა ინგოროყვა; ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის მიმართულებას კი სათავეში უდგას  ახალგაზრდა და უაღრესად ნიჭიერი ქირურგი გიორგი ობგაიძე; ყბა-სახის ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელია ღვაწლმოსილი დასტაქარი, ბატონი ზაალ (ზაზა) მაჭავარიანი; უროლოგიურ დეპარტამენტს სათავეში უდგას სამედიცინო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელი, პროფესორი დავით ქოჩიაშვილი; ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია პროფესორი მიხეილ ჯაში, ხოლო თვალის სნეულებათა მიმართულებას სათავეში უდგას  სამამულო ოფთალმოლოგიური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პროფესორი მერაბ დვალი.
კლინიკაში ფუნქციონირებს სამშობიარო სახლი, რომელსაც ხელმძღვანელობს  პროფესორი ალექსანდრე (ლექსო) თარაშვილი, დიდებული მეანი და უზადო პროფესიონალი; არის აგრეთვე მშობელთა სკოლა და ნეონატალური მიმართულება, რომლის აქტივობა სრულად ეფუძნება ეფექტური პერინატალური მოვლის თანამედროვე პრინციპებს, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი ხათუნა ლომოური – პროფესიონალი, რომლის აქტივობის გარეშე თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში, მე პირადად, წარმოუდგენლად მიმაჩნია; გინეკოლოგიურ  დეპარტამენტს ხელმძღვანელობს  პროფესორი ნიკოლოზ (ნუკრი) კინტრაია – ამ გვარის ღირსეული წარმომადგენელი; თერაპიულ მიმართულებას, რომელიც მოიცავს თერაპიის, კარდიოლოგიისა და კარდიოინტერვენციულ სერვისებს, ხელმძღვანელობს საერთაშორისო დონის სპეციალისტი და ამ დარგის აღიარებული ექსპერტი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, ხოლო რეანიმაციასა და ინტენსიური თერაპიის მიმართულებას – დამსახურებული მენტორი, თსსუ-ის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი სამსონ (ტატო) ქაჯაია.
კლინიკა ასევე გთავაზობთ შემდეგ სერვისებს: ენდოკრინოლოგია (ხელმძღვანელი პროფესორი დავით ვირსალაძე); შინაგანი მედიცინა – მრავალი თაობის აღმზრდელი, პროფესორი ალექსანდრე ქისტაური და, რეაბილიტაცია და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი (ხელმძღვანელი – ღვაწლმოსილი ექიმი, პროფესორი, ნაირა ჭაბაშვილი).
კლინიკაში ფუნქციონირებს  8 საოპერაციო დარბაზი, რომლებიც სრულადაა აღჭურვილი ულტრათანამედროვე აპარატურითა და ენდოსკოპიური ქირურგიისთვის განკუთვნილი აუცილებელი  ტექნიკით.
ერთ მთლიანობაში, კლინიკა გაშლილია 185 საწოლზე და მუშობს 24/7 რეჟიმში.
– როგორია პაციენტისადმი მიდგომა  და  მომსახურების  სერვისი?
– კლინიკა ორიენტირებულია საერთაშორისო აღიარებული მტკიცებითი მედიცინის სტანდარტებით მომსახურებაზე, ამავდროულად, ამ სერვისების მიღების ხელმისაწვდომობაზე  მოსახლეობის ყველა ფენისთვის.  ამბიციურ ამოცანად გვესახება, რომ კლინიკა გადაიქცეს არა მარტო საქართველოსა და კავკასიის რეგიონის,  არამედ, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო, სასწავლო და პრაქტიკულ ცენტრად, რისთვისაც ყველა პირობაა  შექმნილი.

скачать dle 11.3