კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეარქვეს საფრანგეთის მოდის სამყაროში ფატუნას „ახალი დიორი” და „ახალი ქარი” და რა საერთო აქვს მას „პაკო რაბანისთან“

დიზაინერმა ფატუნა ბუშიჰედმა უკვე წლებია, მოდის სფეროში დაიმკვიდრა თავი და საკუთარი სტილი შესთავაზა მოდის მიმდევრებს. მისი სამოსი განსხვავებულია და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამჟამად ფატუნას კარიერაში ახალი ეტაპი დადგა – მისი იშვიათი ნიჭითა და შექმნილი მრავალფეროვანი კოლექციით მოდის სფეროში ძალიან ცნობილი ადამიანები დაინტერესდნენ, რის შემდეგაც  ფატუნას  ახალი სამუშაო ადგილი პარიზი გახდა.
ფატუნა ბუშიჰედი: ძალიან ბევრ ქვეყანაში ვმოღვაწეობდი. ძირითადად, ამერიკაში დაიწყო ჩემი კარიერა მოდის სფეროში. ძალიან ბევრჯერ მქონდა სხვადასხვა ჩვენება მაიამიში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ველინგტონში და ასე შემდეგ. ამის პარალელურად, ევროპაშიც ვმოღვაწეობდი, მაგალითად, კანში, მონაკოში, იტალიაში, რაც ჟურნალ „თბილისელებს“ არაერთხელ გაუშუქებია. დიდი შრომის შემდეგ, ახლა უკვე გადაწყდა, რომ კონკრეტულად პარიზში უნდა ვიყო. არ მეგონა, ასე ერთი ხელის მოსმით თუ დავთმობდი ჩემი შემოქმედების იმ ნაწილს, რაც აქამდე გამიკეთებია. ფაქტობრივად, ჩემი ახალი მოღვაწეობა პარიზში იწყება 2015 წლიდან. მალე „ფატუნა“ ფრანგული ბრენდი გახდება, რომელიც, რა თქმა უნდა, საქართველოში შეიქმნება, მაგრამ, საბოლოოდ, იქ დასრულდება. ზუსტად არც მახსოვს, რამდენი ჩვენება მქონდა, მაგრამ, ჩათვალე, თუნდაც ამდენი დოკუმენტური მასალა მათი მოთხოვნით „წაიშალა“. ეს იმიტომ, რომ, ასე ვთქვათ, მე მათი აღმოჩენა გავხდი. კი ვუთხარი, ჩემი წარსული და შემოქმედება რომ არ ყოფილიყო, როგორ აღმომაჩენდით-მეთქი. მითხრეს: მართალი ხარ, მაგრამ, რადგან აღმოგაჩინეთ, ამიტომ 2015 წლიდან უნდა დაიწყოს შენი კარიერაო. ამის გამო დავთმე რამდენიმე დაგეგმილი ჩვენება, მათ შორის – კანსა და ნიუ-იორკში.
ძალიან მაღალი დონის პროფესიონალებთან მაქვს ურთიერთობა. გადაწყდა, რომ ჩემი ბრენდისთვის – „ფატუნასთვის“ უნდა იმუშაოს რამდენიმე ევროპელმა მოდის კრიტიკოსმა. ზაფხულში უკვე მქონდა პირველი ჩვენება საფრანგეთში, ხოლო მეორე მოდის ფედერაციით დამოწმებული, იანვარში გაიმართება. ძალიან რთულია, იყო იმ საზოგადოებაში, რომელსაც ყველაფერი იოლად და მარტივად არ მოსწონს. ისინი სერიოზული კრიტიკოსები არიან, რადგან საფრანგეთი „დიორის,” „შანელის,” „ივ სენ ლორანისა” და სხვა მეგადიზაინერების სამშობლოა, რომლებმაც მოდის სფერო შეცვალეს და შექმნეს ახალი მოდის სამყარო. შესაბამისად, ძალიან რთულია, რაღაც ისეთი ახალი დეტალი შექმნა, რითაც თავს მოაწონებ მოდის ფედერაციას, რომელშიც სერიოზული კრიტიკოსები არიან.
– პირველ ჩვენებას, რომელიც ივლისში პარიზში გაიმართა, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
– ჩვენებაზე წარმოდგენილი კოლექცია, რომელსაც   „მთვარის შუქი პარიზის ქუჩებში“ დავარქვი, 13-მა ქვეყანამ გააშუქა. იყო ბეჭდური მედია, ინტერნეტგამოცემები და, რა თქმა უნდა, ტელევიზიები, „ფეშენ-ტივი” – თავისთავად  და, ასევე, სხვები. არ ჩამითვალოთ, რომ საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ, გულახდილად გეტყვით, რომ ველოდი ამხელა გამოხმაურებას. ჩვენებაზე მთვარის დეტალებით შექმნილი სამოსი იყო, რომლის 90 პროცენტი მთლიანად ხელით იყო შექმნილი, ხოლო დანარჩენი 10 – საკერავი მანქანით. ეს იყო აბსოლუტური არტი, თუმცა, ისეთი არტი, რომელიც თავისუფლად შეუძლია ადამიანს ჩაიცვას წითელ ხალიჩაზე, პრეზენტაციაზე და ასე შემდეგ. წარმოდგენილი მქონდა 20 კოსტიუმი გადაწყვეტილი სამ ფერში. იყო ვერცხლისფერი, შავი და ვინტაჟური ვარდისფერი. ჩემი კაბები ბევრ ენაზე „საუბრობენ“, ამიტომ, მათ, ვისაც აინტერესებდა, ყველას მიაწვდინეს ხმა. პირველი ჩვენება იყო და, ჩემი პროდიუსერები, რომლებიც საფრანგეთში ყველაზე დიდი კრიტიკოსები არიან, ჩვენების წინ მთელი ღამე ნერვიულობდნენ – ერთმა ჟურნალმაც რომ დაწეროს რამე ჩვენების შესახებ, ბედნიერები ვიქნებითო. ამ დროს, ერთმა კი არა, 13 ქვეყანაში, ძალიან ბევრ ჟურნალში შუქდება ჩვენების დღიდან დაწყებული დღემდე. ეს ყველას შეუძლია, ნახოს ინტერნეტსივრცეში. სადაც კი შეიძლება ჩაწერო ბრენდის სახელი „ფატუნა“, უამრავ ბმულს ამოგიგდებს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, რადგან ამით შეგიძლია ყველას აჩვენო, რომ საქართველოდან ხარ, რა ქვეყანამ გაგზარდა და ის, რომ თურმე შენ შეგიძლია, აპლოდისმენტები მიიღო ძალიან ბევრ ქვეყანაში.  საფრანგეთში უკვე  გაიხსნა ჩემი შოუ-რუმი.  სხვათა შორის, „პაკო რაბანის” პიარ-მენეჯერი ჩემი პიარ-მენეჯერიც გახდა. მან თავად მოინდომა, ჩემი პრესსამსახურის უფროსიც გამხდარიყო. ძალიან რთული ხასიათის ადამიანია, რომელსაც ყველა არ მოსწონს. საფრანგეთში კვირაში 60 დიზაინერის ჩვენება იმართება და, რადგან მან მე ამომარჩია, ეს ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო ჩემთვის.
– მართლა ძალიან სასიამოვნოა, როცა ასეთ წარმატებას აღწევ. ახლა რისთვის ემზადები?
– ახლა პარიზში იმართება „კაფსულა“ ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იქნება შარფები „ხუთი ერთში”. ეს ნიშნავს, როცა ქალბატონს ერთი შარფის მორგება ხუთნაირად შეუძლია. წარმოდგენილი მექნება 4 საქორწინო კაბა, რომელიც ჩემი წინა კოლექციის ხაზია და წარმოადგენს „პარიზის მთვარიან ქუჩებს“. პარალელურად ვმუშაობ ახალ კოლექციაზე. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი პარიზიდან, სადაც ამ ჩვენებისთვის ფოტოსესია მქონდა, იანვარში კი ძალიან დიდი ჩვენებისთვის ვემზადები. კიდევ ძალიან ბევრჯერ იტყვის მსოფლიო, რომ მე ვარ საქართველოდან, ჩემი პატარა ქვეყნიდან.
– კანის კინოფესტივალზე, წითელ ხალიჩაზე, შენი კაბაც გამოჩნდა და 10 საუკეთესოთა შორის დასახელდა.
– 2015 წლის მაისში კანის კინოფესტივალზე ჩემი კაბა ეცვა ელეონორა ბოკორას, რომელიც შევიდა საუკეთესო 10 კაბას შორის. „გალას“, „ლა ფიგაროს“, „მერი კლიერის“ და აბსოლუტურად ყველა ფრანგული ჟურნალის ყდებსა და შიგთავსებზეა ამ კაბის ფოტოები დაბეჭდილი. სხვათა შორის, ამ კაბას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: უნდა გამეკეთებინა ტოქსიდო, ანუ სმოკინგი, რომელსაც მართლა ვერ შევქმნიდი, რადგან ჩემი არ არის. ჩემმა პროდიუსერებმა რომ მითხრეს, იქნებ გეცადაო, ვუთხარი, იმ შემთხვევაში ვეცდები, თუ ისეთს გავაკეთებ, როგორსაც მე ვხედავ-მეთქი და გავაკეთე ის კაბა, რომელიც დღეს ჟურნალებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და საოცარ კაბად აღიარეს. ამ დროს, ეს იყო ჩემი საცდელი ვარიანტი, რომ ტოქსიდოსთვის მიმემსგავსებინა, გავაკეთე ოქროსფერი შავში ფარჩის კაბა, რომელიც მომდგარი, წელში გამოყვანილია. თუ ტოქსიდოს წელზე ატლასის ქამარი აქვს, მე ხელოვნური ტყავი გავუკეთე, ხოლო, ყელზე ბაბთის მაგივრად – ფარჩის ასიმეტრიული ბაფთა. ზურგი ნახევრად მოხდილი აქვს, ხერხემალზე კი ფოთლები ადის. ზემოდან იყო პიჯაკი, რომელიც ასევე ამოღებული იყო და შიდა კაბა ჩანდა. მოკლედ, ძაან-ძაან არტი იყო. 
– გავიგე, „ფატუნა” „დიორს” შეადარესო, მართალია?
– საფრანგეთში ახალი „დიორი“ და მოდის სფეროში „ახალი ქარი” შემარქვეს. ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რაც მოხდა ჩემს პირველ ჩვენებაზე, თუმცა, მიმაჩნია, რომ მაქსიმუმი ჯერ კიდევ წინ არის.

скачать dle 11.3