კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა დიმიტრი ლორთქიფანიძის ქალიშვილი ევროპის ძალოსან ქალთა ათეულში

პარლამენტის ექსდეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს  ოჯახში პატარა სპორტული გუნდი ჰყავს.  მისი რვა შვილიდან, სამი  სპორტით არის დაკავებული. ყველაზე დიდი წარმატებით მაინც მისი  ძალოსანი ქალიშვილი, თათია გამოირჩევა. ის  პირველი ქართველი ქალია, რომელმაც საკუთარი  ძალები  საერთაშორისო ტურნირზე გამოსცადა.  თათიამ ევროპის ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა და ევროპის ძალოსან ქალთა ათეულში მოხვდა. მამა სპორტსმენ  ქალიშვილს ისე  გულშემატკივრობს, მისი წყალობით, ამ  სპორტის უდიპლომო  ექსპერტად ჩამოყალიბდა. თუმცა, იმაზე, თუ რატომ „გაიმეტა” შვილი მძიმე სპორტისთვის, თავად ჩვენი რესპონდენტებისგან, დიმიტრი და თათია ლორთქიფანიძეებისგან შეიტყობთ. 

 – ბატონო დიმიტრი, რატომ გაიმეტეთ შვილი ასეთი რთული სპორტისთვის?
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ასე მძიმედ არაა საქმე, თუმცა ვაღიარებ, რომ ქალისთვის ცოტა უჩვეულოა, შეეჭიდო სპორტის ამ სახეობას. თავიდან, რა თქმა უნდა, მქონდა რეაქცია, თუმცა ჩვენ მაინც   ხუმრობა-ხუმრობით დავიწყეთ და ასე მოვხვდით დიდ სპორტში (იცინის). ყველა ადამიანს თავისი არჩევანი და მწვერვალი აქვს.  მშობლის მოვალეობაა, შვილს მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე ხელი შეუწყოს. როდესაც გავიგე, თათია  ძალოსნობით დაინტერესდა,  უპირველესად გავარკვიე, მის, როგორც ქალის  ჯანმრთელობაზე,  სპორტის  ეს სახეობა ცუდ გავლენას ხომ არ მოახდენდა. უფრო მეტსაც გეტყვით,  შტანგა არა თუ აზიანებს ძვალსახსროვან სისტემას, პირიქით, ხერხემალს გაცილებით შრომისუნარიანს და გამძლეს ხდის.
თათია: ადამიანმა ის უნდა აკეთოს, რაც სურს.   წლების  განმავლობაში ვვარჯიშობდი წყალში  ხტომაში.  12 წელი ვიარე სპორტის ამ სახეობაზე. წარმატებული პერიოდებიც მქონდა, ჩავარდნებიც.   ვიფიქრე, დრო იყო,  უფრო სოლიდური სპორტის სახეობა შემერჩია და შევედი ფარიკაობაზე.   იმ პერიოდში დაიწყო ჩემი კავშირი სიმძიმეების აწევასთან, შტანგასთან.  ძალოსნობის მწვრთნელმა გელა მახარაშვილმა შემამჩნია. მას ძალიან მოეწონა ჩემი მონაცემები  და შემომთავაზა:  ძალოსნობაში ხომ არ გეცადა თავიო.  მე  ვუთხარი, რომ არ ვიყავი დარწმუნებული, ოჯახში ამ გადაწყვეტილებას თუ მომიწონებდნენ, მაგრამ ჩემი ოჯახი ძალიან დამიდგა გვერდში.  
ბატონი დიმიტრი: ძალიან ბევრი წარმატებული  სპორტსმენი გოგონასთვის მამაა მთავარი „თანამზრახველი” და გულშემატკივარი.  სანამ თათიას მეორე ნახევარი ეყოლება, ამ როლს მე შევასრულებ.  ისე ვარ ჩართული მის სპორტულ ცხოვრებაში, ძალოსნობის  ფედერაციაში ხუმრობენ, თქვენ მალე ფედერაციის აღმასკომის წევრი გახდებითო. თათია დანარჩენი  შვიდი შვილისგან განსხვავდება ერთი თვისებით – ძალიან შრომისმოყვარეა. ჩემი უფროსი შვილი  ლაშა წლების განმავლობაში დადიოდა აიკიდოზე და გარკვეული ხარისხებიც აქვს მიღებული. მეექვსე ქალიშვილი, მარიამი მოფარიკავეა და საკმაოდ პერსპექტიულიც. მასთან უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ – მჩხვლეტავ საგანთან საქმის დაჭერა არაა იოლი (იცინის). თათიას დონის მიღწევები ჯერჯერობით არც ერთ ბავშვს  არ აქვს ოჯახში.
– რვა შვილიდან სამი სპორტსმენია. ეს უკვე კარგი შედეგია ანუ, პატარა სპორტული გუნდია. მშობლებიც ასეთი სპორტულები ხართ?
– მე დავდიოდი ბავშვობაში სპორტზე – ცურვაზე, კარატეზე,  ისევე, როგორც ყველა ბავშვი.  ჩემი სპორტული კარიერა  დასრულდა მაშინ, როცა  სკოლის მოწაფეობის დროს ბოტკინი დამემართა, ამან გამორიცხა ჩემი ჩართვა აქტიურ სპორტში.
– ვფიქრობ, თქვენი მეუღლე  არ არის თქვენს ბანაკში.
– ჩემი მეუღლე, როგორც დედა, კატეგორიული წინააღმდეგი იყო. არ ვაზვიადებ, ტიროდა ხოლმე.  ახლაც, როცა ხათუნას თანდასწრებით ვიწყებთ საუბარს, როგორ მოვაგვაროთ ყოფითი პრობლემები, რაც სპორტის ამ სახეობასთან არის დაკავშირებული, ოჰ, კარგით რა, გვეტყვის ხოლმე ხათუნა და გვტოვებს (იცინის).  
– 22 წლის გოგონასთვის 94 კილოგრამი სიმძიმის აწევა იოლი ხომ არაა?
ბატონი დიმიტრი: სიმძიმის აწევაზე, სულ მახსოვს ერთი ხალისიანი ისტორია.  ერთხელ  ბათუმიდან ერთი ყუთი მანდარინი გამოგვიგზავნეს. მანქანაში მქონდა და ისეთი მძიმე იყო,  ვერ ამოვიტანე.  ვიფიქრე, თათიას ვთხოვ,  იმ ყუთის ამოტანას-მეთქი. სახლში რომ ამოვედი, კართან მოვიდა უცხო მამაკაცი, რომელმაც მოწყალება ითხოვა ავადმყოფი დედისთვის. თათია უკვე ჩასული იყო ეზოში. მე ვესაუბრებოდი ამ ადამიანს და როგორც შემეძლო დავეხმარე. ის  კიბეზე  დაეშვა და  შეხვდა  თათიას, რომელსაც მანდარინით სავსე ყუთი  ამოჰქონდა. იმ ადამიანმა გადაწყვიტა, დახმარებოდა. უი, გოგონი, მომეცი ყუთი, დაგეხმარებიო. მოავლო ყუთს ხელი და მანდარინიანად დაეცა ძირს (იცინის).
– პატარაობიდანვე ჰქონდა ეს მონაცემები?
 – პატარა ძალიან ელასტიკური იყო, გამოკვეთილი  ფიზიკური ძალაც ჰქონდა. ისეთი უშიშარი იყო, ძმები ბნელ ოთახში შესვლას და რაიმეს გამოტანას, ამას სთხოვდნენ ხოლმე. თან, როგორც გითხარით, ძალიან მშრომელია.  თათიამ  იმ შედეგებით, რაც ამ ორ წელიწადში მიიღო,  დაიმსახურა ყოფილიყო ნაკრების წარმომადგენელი. ძალიან მიხარია, რომ თათია პირველი ქართველი სპორტსმენი ძალოსანი ქალია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურნირში, ევროპის ჩემპიონატში. ის უკვე შესულია სპორტის ისტორიაში, როგორც პირველი ქართველი ძალოსანი ქალი.
– თათია, პროფესიას არ ეუფლები?
თათია: სამედიცინო კოლეჯში ვსწავლობ  კლასიკურ მასაჟს, რაც როგორც სპორტსმენს, ვიცი, ძალიან გამომადგება.  
– თათია, შენი ცხოვრება შენი თანატოლებისგან ძალიან განსხვავდება. არ გაქვს  ის გატაცებები, რაც თინეიჯერ გოგონებს?
– ჩემი ცხოვრება მათგან, ალბათ, განსხვავებულია. მე ბევრს ვვარჯიშობ და თავისუფალი დრო არ მრჩება. თუ დრო მაქვს სახლში ვარ ჩემს პატარა და-ძმებთან ერთად. აქეთ-იქით ვასეირნებ მათ. დედას კი ვერ ვეხმარები, მაგრამ პატარ-პატარა საქმეების გაკეთება გამომდის. ძალიან მინდა, ისეთი გამარჯვება მოვიპოვო, ჩემი სამშობლოს ჰიმნი აჟღერდეს.  ჩემი ოცნებაა, 2016 წლის ოლიმპიადაზე  მოვხვდე რიოში.  
– თათიას წყალობით, თქვენი ბავშვობის ოცნებები ხომ არ აიხდინეთ?
ბატონი დიმიტრი: შეიძლება,  რაც მე დამაკლდა და რაზეც  ვოცნებობდი, მისი რეალიზაცია ვერ მოვახდინე, თუ ამის პოტენციალს ვხედავ თათიაში, რატომაც არა (იცინის). როცა მთაწმინდაზე ვცხოვრობდით, მეზობელმა შტანგა გვაჩუქა – ძვირად ღირებული იყო, იაფფასიანი კი არა. თვითონ სხვაგან გადადიოდა, ფართი არ ჰქონდა, რომ შტანგა წაეღო.  თან დაინახა, რომ ჩვენს ბავშვებს ჰქონდათ სიმძიმეების აწევის სურვილი. როცა მთაწმინდის სახლიდან წამოვედით, ის შტანგა მეც გავაჩუქე. ახლა თათიას შემხედვარემ, ლაშას დავაბარე, იმ კაცს თუ შტანგა არ სჭირდება, ეგებ, გვათხოვოს-მეთქი. ცოტას მეც წავივარჯიშებ დროდადრო.
– თქვენი პოლიტიკური შტანგის დრო როდისაა? ძალიან ხომ არ  გაგიგრძელდათ ტაიმაუტი?
– მუნიციპალური არჩევნების შემდეგ ავიღე  გარკვეული პაუზა. არჩევნებამდე პერიოდი იყო ყველაზე სერიოზული გამოცდა ჩემს ცხოვრებაში. რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღიურად ძალიან დატვირთულ საქმიან რეჟიმში მიწევდა მუშაობა, რის გამოც, მართალი გითხრათ, ძალიან დავიღალე.  ხანგრძლივი ტაიმაუტი ზედმეტი ფუფუნებაა პოლიტაკაში მყოფი ადამიანისთვის. ასე რომ, ჩემი ხანმოკლე პაუზა უკვე დასრულებულია.  მე კვლავ ჩართული ვარ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკურ საქმიანობაში.
თათია: მამაჩემისგან განსხვავებით, მე პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვერკვევი. მგონი, მარტო  სპორტის მინისტრის ვინაობა ვიცი, მეტი არავისი. მან ჩემს წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა. თავიდან, როცა ვარჯიში დავიწყე, ქალების გასახდელიც კი არ გვქონდა, მწვრთნელის ოთახში ვიცვლიდი.  ვიცი, რომ  მინისტრს  თვითონაც ბევრი შვილი ჰყავს და ალბათ, კარგად იცის,  მრავალშვილიან  ოჯახში გაზრდილი  ბავშვების  წარმატების ფასი.

скачать dle 11.3