კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავარჩიოთ, შეიცავს თუ არა საკვები პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიშ დანამატებს და როგორი წესით გამომცხვარი პური იწვევს გენეტიკურ მუტაციას

ბოლო დროს, საკმაოდ იმატა ჭარბწონიანობის პრობლემამ. ასევე, სტატისტიკურად იმატა სიმსივნითა და დიაბეტით დაავადებულთა რიცხვმაც. საყურადღებოა, რომ ამას ზოგი ექსპერტი იმ ყოველდღიური მოხმარების საკვებ პროდუქტს აბრალებს, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. თუმცა, იმავდროულად, მისი ხელოვნური დანამატების გამო, საშიშიც. მაგალითად, ასეთია პური, რომლის ასორტიმენტიც, მაღაზიებში საკმაოდ დიდია. როგორც სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი, პროფესორი, ქალბატონი ეთერ სარჯველაძე ამბობს, არასწორად გამომცხვარი და კანცეროგენური დანამატებით გაჯერებული პური ადამიანის სიცოცხლისთვის საკმაოდ სახიფათოა. მისი მიღებით ორგანიზმს დღითი დღე ვწამლავთ, მაკონტროლებელი სისტემა კი ფაქტობრივად არ არსებობს.

 ეთერ სარჯველაძე: ადამიანის არსებობისთვის პურს დიდი როლი  აკისრია. ხორბალი, ფაქტობრივად, პირველი კულტურული მცენარეა, რომელიც ადამიანმა  გამოიყენა. ანუ, დაინახა მისი კალორიულობა, სარგებლიანობა და ყუათიანობა და გახადა  ყოველდღიური მიღების პროდუქტად. სხვათა შორის, ქართულ მიწაზე, ჩვენს კლიმატზე მოყვანილი ხორბალი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ყველაზე სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტი ადამიანის ორგანიზმისთვის. თუმცა, დღეს საკმარისი რაოდენობის ხორბლის მოყვანა ვერ ხდება. ამიტომ, უცხოეთიდან შემოდის მარაგი, რომელსაც ზოგი მწარმოებელი სხვადასხვა კანცეროგენური დანამატებით აჯერებს და საბოლოო ჯამში, ვიღებთ არაჯანსაღ პროდუქციას.
– ის, რომ ბოლო დროს საკმაოდ იმატა სიმსივნურმა დაავადებებმა, დიაბეტმა და ჭარბი წონის პრობლემებმა, შეიძლება სწორედ იმ დანამატების შედეგი იყოს, რასაც მაღაზიებში წარმოდგენილი პური შეიცავს?
– ჩვენი წინაპრები პურს იღებდნენ ერთჯერადი დაფქვით, რაც საკმაოდ ჯანმრთელი და სასარგებლო იყო ორგანიზმისთვის თავისი შემადგენლობით. ასეთი დაფქვის შედეგად მიღებული პური, კუჭ-ნაწლავისთვისაც კარგია და საჭმლის გადამუშავებასაც უწყობს ხელს. მაგრამ, თუ ფქვილს დანამატებით გავაჯერებთ, ის მომწამვლელია. ზედმეტად რაფინირებული, დანამატების შემცველი პურის პროდუქცია, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით და სახეობითაა წარმოდგენილი მაღაზიებში, არ შეიძლება, იყოს სასარგებლო ჩვენთვის. ეგრეთ წოდებული შავი პურის მომხმარებლები არიან ისინი, ვისაც ზედმეტი წონა ან დიაბეტი აწუხებს, მაგრამ  თუ პური შეიცავს დამწვარი შაქრის ნარჩენს ან საღებავს, ის საწამლავია და არა საკვები.
– როგორ შევამოწოთ, რამდენად ჯანსაღია თუ საღებავებითაა გაჯერებული შავი პური?
– სახლის პირობებში ამის შემოწმება, საკმაოდ ადვილია. კერძოდ, ჭიქა აავსეთ წყლით და ჩაყარეთ მასში დაფხვნილი პური. თუ წყალი მუქ შეფერილობას მიიღებს, ესე იგი, ეს არ არის ჯანსაღი პური. შავი პური მხოლოდ ჭვავისგან მიიღება. რასაკვირველია, მხოლოდ პური არ არის დამნაშავე მომრავლებული კუჭ-ნაწლავის დაავადებების, დიაბეტის, სიმსივნეების გავრცელებაში, ამ დაავადებებს, ზოგადად, არასწორი კვება იწვევს. თუ საღებავებითა და ნიტრატებითაა გაჯერებული პური, სისხლის გათეთრებას იწვევს. შაქრის წარმოების ნარჩენების გამოყენება პურის შეფერილობისთვის, ნამდვილად კიბოს საწინდარია. რასაკვირველია, შემეკამათებიან, ეს უბრალოდ შაქრის ნარჩენია და სხვა არაფერიო, მაგრამ დროთა განმავლობაში, ის პრობლემას ჯანმრთელობის მხრივ, ნამდვილად იწვევს. ჭვავი მოდის ჩრდილოეთის ქვეყნებში და ამდენი რაოდენობით, რაც გაყიდვაშია ჩვენთან, ვფიქრობ, ვერ შემოვა. ამიტომ ის, რომ ეტიკეტზეა მითითებული პურის სახეობა და მისი დანამატები, სულაც არ ნიშნავს, რომ მას უნდა ვენდოთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დღეს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ითვალისწინებს ეტიკეტზე პროდუქტის შემადგენლობის, დანამატებისა და მწარმოებლის მითითებას. ეს, რასაკვირველია, სწორია. თუ ადამიანს დიაბეტი აქვს და ის დამწვარი შაქრის დანამატით გაჯერებულ პურს მიირთმევს, არ არის გამორიცხული, კომაში ჩავარდეს. ეს, არ ეხება ერთჯერად მიღებას. ხშირად ვამბობ, მეწარმემ კი არ უნდა მომატყუოს და საფრთხე შეუქმნას ჩემს ჯანმრთელობას, არამედ ჩემი ნდობა მოიპოვოს.
– წლების განმავლობაში გვიწევს მსგავსი დანამატების შემცველი პურპროდუქტების ჭამა, იწვევს თუ არა ეს გენეტიკურ ცვლილებებს?
– გენეტიკურ ცვლილებებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გეტყვით, რომ ქიმიური დანამატების შემცველი პური ორგანიზმის დეგრადაციას ნამდვილად იწვევს.
– მართალია, რომ ჩვენს ბაზარზე წარმოებული პურპროდუქცია, შეიცავს ისეთ დანამატებს, რომელიც მადას აღძრავს?
– სხვათა შორის, შავ პურს, გემრიელი რომ იყოს ათასგვარ დანამატს უმატებენ. ის კი მადის აღძვრას იწვევს. თავის მხრივ კი ეს იწვევს ჰორმონალურ ცვლილებებს. თუმცა, კიდევ ვამბობ, ეს მხოლოდ პურს არ ეხება. გეტყვით, რომ თუ თეთრი პური რაფინირებულია, ანუ მასში მეტია სახამებელი და ნაკლებია ცილა, გათეთრებულია ხელოვნურად, ეს უფრო საშიშია და მავნე, ვიდრე შავი პური. პურის გათეთრება ხდება ბრომატებით – ქიმიური დანამატით, რომელიც ძალიან მავნებელია და იწვევს ორგანიზმის გენეტიკის მუტაციას.
– ქალბატონო ეთერ, არ არსებობს სპეციალური სამსახური, რომელსაც მსგავსი პროდუქციის კონტროლი ევალება? აქ ხომ, ყოველდღიურ მოხმარების საკვებზე, პურზეა საუბარი?  
– კონტროლი, რასაკვირველია, ხდება, მაგრამ მწარმოებელი მიდის რისკზე. აქამდე არ გვქონდა რეგლამენტი და ვისაც როგორ უნდოდა, ისე აცხობდა პურს. ამიტომ, ახლა ხდება კონტროლის გააქტიურება და შემოტანილ პურის ფქვილსა და წარმოებული პროდუქციის ეტიკეტზეც მითითების გაკეთება. თუ მას შემავსებლები, დანამატები ან გამაფხვიერებლები აქვს დამატებული, ამას მომხმარებელი ამოიკითხავს ეტიკეტზე. ამიტომ, აუცილებლად დააკვირდით მისი შენახვის ვადას და შემადგენლობას. მაგალითად, ხომ ამბობენ, ძველი პური უფრო სასარგებლოაო? მე კი გეტყვით, რომ პურის ცელოფანში შენახვა, მხოლოდ 24 საათის განმავლობაშია მისაღები. შემდეგ კი თვითჩახურებას განიცდის და მისი ჭამა სააშიშია ჯანმრთელობისთვის.  ასე რომ, მეწარმემ უნდა ეცადოს, ჩემს ცნობიერებაში დაიმკვიდროს ნდობა. ეს მისთვისაც მომგებიანია და ჩემთვისაც, როგორც მომხმარებლისთვის.
– ყველაზე უსაფრთხო რომელი პურის სახეობაა?
– ყველაზე კარგი კი, არა შავი ან თეთრი, არამედ რუხი პურია,  რომელიც მთელი თავისი მარცვლითაა დაფქული და მხოლოდ უხეში ნაწილები აქვს მოშორებული. ასე რომ, წესების დაცვით გამომცხვარი რუხი პური, საკმაოდ კარგია პერისტალტიკის აქტივაციისთვის, ცოტა რაოდენობა გაკმაყოფილებს და ორგანიზმის მიერ მისი ათვისებაც ადვილად ხდება.

скачать dle 11.3