კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ეგონა აჩიკო სოლოღაშვილს, რომ სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლიდა და როგორ უყვარდებათ მას და მის მეუღლეს ერთმანეთი ყოველ საღამოს თავიდან

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სეზონში, კატოს სამსახურიდან წამოსვლის გამო, ალბათ, ყველას გვეგონა, რომ მისი უფროსის, ბექას პერსონაჟი არსებობას შეწყვეტდა. თუმცა, ასე არ მოხდა და ახალი სეზონიდან ეს გმირი ახალი პრობლემატიკითა და საზრუნავით კვლავ დაგვიბრუნდება. ამ ამბავმა, მაყურებლის გარდა, ბუნებრივია, ძალიან გაახარა მსახიობი აჩიკო სოლოღაშვილიც, რომელიც სერიალში ბექას როლს ასრულებს.

 აჩიკო სოლოღაშვილი: სერიალის ბოლო სეზონში კატო სამსახურიდან წავიდა, ცოტნე – პოლიტიკიდან და, თითქოს იქ ჩემი გმირის ადგილს ვეღარ ვხედავდი, ამიტომ, ძალიან გამიხარდა, როცა მითხრეს, რომ ბექა სერიალში ისევ იქნებოდა. ახალი სეზონიდან მაყურებელს ბევრი სიახლე ელის. ბექა ცდილობს, ტელევიზიიდან წავიდეს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ამ მიზნით უახლოვდება სერიალის ერთ-ერთ გმირს, ვისთან ერთადაც პერსპექტივაში რაღაცეებს გეგმავს. ბექა ტელევიზიაში მუშაობისას, საკუთარ კაბინეტში კარგად კაკანებდა, მაგრამ, როცა საკუთარ ტერიტორიას სცდები და სხვისაზე აღმოჩნდები, იქ უკვე სხვა პირობებში გიწევს ყოფნა. ვნახოთ, ვის მოედანზე აღმოჩნდება ბექა და ვისი წესებით ითამაშებს, ან ვინ ითამაშებს მისი წესებით (იცინის).
– აჩიკო, ზაფხული როგორ გაატარე?
– გადასარევად. ამერიკაში ვიყავით თეატრიდან გასტროლზე წასულები. ათ დღეში დავდგით სპექტაკლი და, მეგონა, რომ არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ, საოცარი რეჟიმით ვიმუშავეთ და ამას უშედეგოდ არ ჩაუვლია. სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა. მსახიობებს ხშირად გვიწევს ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობა და ამ დროს ნამდვილი ტრანსფორმაცია ხდება. ერთხელ ედინბურგში ჩავედით სპექტაკლით და, აღმოჩნდა, რომ სცენის დეკორაციას დააგვიანდა. სპექტაკლი დანიშნულია, ბილეთები – გაყიდული და მაყურებელს შენი ტექნიკური პრობლემები სულ არ აინტერესებს. ამიტომ, მსახიობი ყველაფრისთვის მზად ხარ, შეუძლებელს შეძლებ. იქ სპექტაკლმა კარგად ჩაიარა, მაგრამ სცენის ტექნიკურად გაუმართაობის გამო გიორგი ვარდოსანიძეს ხელი ამოუვარდა (იცინის).
– და, რა ხდება სპექტაკლის შემდეგ, როცა გასართობად მიდიხართ?
– როცა გასტროლზე ვართ წასულები, ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ეს არის რუტინული შრომა და გართობისთვის დრო აღარ გვრჩება. მშურს მისი, ვინც ამისთვის იცლის. თუმცა, თუ ხუთი დღით მიდიხარ და ერთი სპექტაკლი გაქვს დაგეგმილი, კიდევ შეიძლება, ქალაქი დაათვალიერო, მუზეუმში წახვიდე და ბალახზე გადაკოტრიალდე.
– სად გადაკოტრიალებულხარ ბალახზე?
– არასდროს დამავიწყდება, ჰოლანდიაში რომ გადავკოტრიალდი ბალახზე, ოღონდ, აბსოლუტურად ფხიზელ მდგომარეობაში ვიყავი. ჰოლანდია არ ნიშნავს, რომ აუცილებლად არ უნდა იყო ფხიზელი, ყოველ შემთხვევაში – ჩემთვის. მახსოვს, ვან გოგის მუზეუმის წინ, ულამაზეს მინდორზე ვისვენებდი. როცა დრო გაქვს და უცხო ქალაქის დასათვალიერებლად გადიხარ, ხამდები და ძალიან ბევრს დადიხარ ფეხით. ჰოდა, მეც იმდენი ვიარე, რომ ბოტასში ფეხი აღარ მეტეოდა – ჩემი 42 ზომა ფეხი უცებ 45 გახდა (იცინის). საერთოდ, ადამიანს ყველაზე მაგრად მოგზაურობა ამახსოვრდება და ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემი ცხოვრება თავგდასავლებითა და მოგზაურობებით იყოს სავსე.
– განსაკუთრებულად რომელი ქვეყანა გახსენდება?
– ინდოეთი ნამდვილი ეგზოტიკაა. ერთ-ერთ სანაპიროზე ვიყავით, რომელიც იმდენად ლამაზია, რომ თავი ნამდვილ სამოთხეში გეგონება. იქ რომ ჩადიხარ, თავი მართლა ბაუნტის რეკლამაში გგონია და ფიქრობ, რომ პალმების ქვეშ ჰამაკს გააბამ და დატკბები, მაგრამ უცებ საშინელი სუნი გცემს. დაიხედავ დაბლა და – სანაპირო ფეკალური მასებით არის სავსე, გულისამრევი სიტუაციაა. იქ კანალიზაციის პრობლემაა და ხალხი სანაპიროზე იმისთვის ჩადის, რომ კუჭში გავიდეს. მოკლედ, იმ სამოთხეში ნამდვილი ჯოჯოხეთია. ქუჩაში სპილოებთან ერთად დადიხარ და, მათ ნაქნარს რომ უნდა გადაახტე, ესეც ეგზოტიკაა; სასტუმროში რომ ხვლიკებთან ერთად ცხოვრობ – ესეც და, ქუჩაში შენი ღია ფერის კანის დანახვაზე ხალხი რომ მოდის და ხელს გადებს – ესეც. ადამიანი ხელს რომ ჩამოგართმევს, მერე შეტრიალდება და იქვე იცლება შარდისგან – ეს ხომ, საერთოდ...
– ფრენის თუ გეშინია?
– ფრენის არა, მაგრამ ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის ნამდვილად მეშინია და, ვისაც ამის გამოცდილება აქვს, მიხვდება, რატომაც. ერთხელ მოვხვდი ასეთ სიტუაციაში და მეგონა, რომ ჩემი სიცოცხლის ბოლო წამები იყო, რომ იქ მთავრდებოდა არსებობა, მაგრამ, ვის მიწაზე ვკვდებოდი, ეგეც არ ვიცოდი. თუმცა, ასეთ დროს სულ ვცდილობ, თავი შევიკავო და სხვა დავამშვიდო. ყველა ხასიათზე მომყავს და, ყველაფერი რომ ჩაივლის, მერე მე ვხდები ძალიან ცუდად. თუ მანამდე ყველას გვერდში ვუდგავარ, მერე აქეთ ვარ ხოლმე მოსაბრუნებელი.
– მეუღლესთან ერთად დასასვენებლად არ ყოფილხარ წასული ზაფხულში?
– ცოტა ხნით ვიყავით წასულები. საერთოდ, თეატრის გამო ჩემი გრაფიკი წინასწარ არასდროს ვიცი და ზაფხულსაც ვერ ვგეგმავ ხოლმე. ამ ზაფხულსაც ასე იყო. ნიუ-იორკიდან ჩამოვედი და უცებ მითხრეს, ათი დღე გაქვს თავისუფალი, ქენი რამე, თორემ, მერე ისევ რეპეტიციები დაიწყებაო.
– და, რა გააკეთეთ ამ ათ დღეში?
– ამ ათ დღეში, დავავლე ნუცას ხელი და გონიოში გავცვივდით. ვგიჟდები იქაურობაზე. უკვე მეათე წელია, ერთ ოჯახში ჩავდივარ და იქაურობა მართლა ჩემს ოჯახად მიმაჩნია. იქ სიმშვიდეა და, რაც მთავარია, სანაპიროზე რომ გავდივარ, არცერთი ნაცნობი არ მხვდება. შესაბამისად, დროს გადაკოცნებში არ ვკარგავ. დილით ადგომა, საუზმე, ზღვა, სადილი, ვახშამი და დასვენება. მოკლედ, ასე, კაი პენსიონერივით ვატარებ დროს. ჩემთვის ნამდვილი დასვენება ესაა. კარგი იქნებოდა, მე და ნუცას ამის საშუალება ზამთარშიც რომ გვქონდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ვერასდროს ვახერხებთ და ყოველთვის უკმარისობის გრძნობა გვაქვს.  
– გასტროლზე ნუცაც ხომ არ მოდის ხოლმე შენთან ერთად?
– ამასაც ვერ ვახერხებთ, რადგან ამ დროს ნუცა დაკავებულია – „იმედში“ მუშაობს,  თან, რადიოს საინფორმაციო სამსახურშია და ამიტომ დრო არ აქვს. ზოგადად, ჩემი და ნუცას თავისუფალი დრო ერთმანეთს ნაკლებად ემთხვევა. გაიხაროს მობილურმა, რადგან მხოლოდ მისი საშუალებით ვეკონტაქტებით დღის განმავლობაში ერთმანეთს. ჩვენი ურთიერთობა დღის მეორე ნახევრიდან იწყება (იცინის). საღამოს რომ ვხედავ, უკვე ბედნიერი ვარ. პირველი დანახვა და შეყვარებულობა რომ გვქონდა, ახლაც ყოველდღე მსგავსი სიტუაცია გვაქვს და ყოველდღე თავიდან გვიყვარდება ერთმანეთი.
– სხვადასხვა არხის სახეები რომ ხართ, ეს ინტერესთა კონფლიქტს არ იწვევს?
– არა, რადგან, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს ვცემთ პატივს, მერე – ჩვენ პროფესიას და, როცა სახლში მივდივართ, ყველაფერს უკან ვტოვებთ. იქ ვართ მე – აჩიკო და ის – ნუცა, სამსახურების გარეშე.  სამსახურს ისედაც იმდენი დრო მიაქვს, სახლშიც რომ ის გაგრძელდეს, მაშინ ჩვენი ურთიერთობა საინტერესო აღარ იქნება. თავს დავდებ, რომ ეს პრობლემა არც არასდროს გვექნება.
– შენი ოცნების ქალაქი რომელია?
– ჩემი ოცნების ქალაქი რიო-დე-ჟანეიროა. მთელი ცხოვრებაა, იქ მოხვედრაზე ვოცნებობ. მინდა, რიოს ქუჩებში გავისეირნო, იესოს ცნობილი ქანდაკება ვნახო და მის ქვეშ ერთი სელფი მაინც გადავიღო (იცინის). დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ, ოღონდ, თუ შესაძლებლობა მექნებოდა. სახსრების გარეშე იქ ყოფნას, მირჩევნია, ისევ აქ ვიყო და ძალიან ბევრი ვიშრომო.
– ნუცას ოცნება თუ ემთხვევა შენსას?
– ჩემი და ნუცას ძირითადი ოცნებაა –  ერთად გავაღწიოთ აქედან და, სულერთია, სად (იცინის). თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამის საშუალება არ გვქონია. ერთხელ სტამბულში წასვლა დავგეგმეთ და ესეც კი ვერ მოვახერხეთ. თუმცა, ამ მხრივ სენტიმენტალური ნამდვილად არ ვარ. ოღონდ ნუცა ვნახო და, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ნაძალადევის რაიონში იქნება თუ რიოს ქუჩებში (იცინის).

скачать dle 11.3