კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ნათლიამ მაჩუქა უფლის ხატი. მე ლოცვა წარმოვთქვი და ნაკურთხი წყალი ვაპკურე. გახდა თუ არა ეს ხატი ნაკურთხი?
პასუხი: რა თქმა უნდა, თქვენი ხატი არ არის ნაკურთხი. ხატების კურთხევა ხდება მღვდელმსახურის მიერ.
კითხვა: მე ჩემს თავს არ მივიჩნევ წმინდა ზიარების ღირსად და ამიტომ, იშვიათად ვეზიარები. სწორად ვიქცევი თუ არა?
პასუხი: ვართ თუ არა წმინდა ზიარების ღირსი, ანუ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღებისა – ამის მსაჯულად დადგენილნი არიან მღვდელმსახურნი აღსარების საიდუმლოების პროცესში. ხოლო ის, ვინც თვითნებურად აყენებს თავს ზიარების მიღმა, არასწორად იქცევა და ემსგავსება ერეტიკოსსა და წარმართს.
კითხვა: რა სიმბოლოს განასახიერებს ქრისტიანთა მიერ ერთი ბარძიმიდან მიღებული ზიარება?
პასუხი: ერთი ბარძიმიდან წმინდა საიდუმლოს მიღებაში უნდა ვიგულისხმოთ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ჭეშმარიტი ძმობა და დობა, რომლითაც – განურჩევლად მათი მდგომარეობისა, განათლებისა და მატერიალური სახსრებისა, ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ სიძულვილისა და მიუღებლობის გრძნობა. პირიქით, უხარიათ, რომ შესაძლებლობა აქვთ, ერთი ბარძიმიდან მიიღონ წმინდა ძღვენი.
კითხვა: ისჯება თუ არა ნაქურდალის მიმღები?
პასუხი: ნაქურდალის მიმღები ისევე ისჯება, როგორც ქურდი.

скачать dle 11.3