კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ფრესკაზე აუპატიურებს ეშმაკი მამაკაცს და რაზე მიანიშნებს ნიკორწმინდის ტაძარში არსებული ჯოჯოხეთის ფრესკა

ნიკორწმინდის ტაძარი ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრი რომ არის,  ყველასთვის ცნობილია. ტაძარში არსებული რთული მხატვრობა მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებით თარიღდება. იქ არსებული ფრესკებიდან განსაკუთრებული სიმრავლით საერო პირთა პორტრეტები გამოირჩევა.  ბოლო პერიოდში ეს თემა  ყურადღების  ცენტრში მოექცა და ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. აზრთა სხვადასხვაობა ეხებოდა  ფრესკაზე გამოსახულ საყურეებიან მამაკაცებს და ჯოჯოხეთის სცენას, რომელზეც მამათმავლობაცაა დაფიქსირებული. ამ თემაზე ვრცლად გვესაუბრა ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე.

 ბექა კობახიძე: ნიკორწმინდის ტაძარი მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში აშენდა. ეს დათარიღება ბაგრატ მესამის წარწერით დასტურდება, რომელიც  ტაძრის შესასვლელში წერია. წარწერაში ბაგრატი მოხსენიებულია, როგორც ქართველთა, რანთა და კახთა მეფე, ასევე, მისი შვილი – გიორგი. რანი და კახი ბაგრატმა 1010 წელს აიღო, ხოლო გარდაიცვალა 1014 წელს და ტაძარიც ამ შუალედში უნდა იყოს აგებული.  ეს ყოველივე თარიღით ემთხვევა რაჭის საერისთავოს დაფუძნებას – რაჭის ერისთავებმა არაერთი ეკლესია განაახლეს. მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში ტაძარი ადგილობრივმა ფეოდალებმა – ჯავახაძეებმა და წულუკიძეებმა მოახატვინეს. შიდა მოხატულობა უფრო მეჩვიდმეტე საუკუნეს ეკუთვნის.
– ნიკორწმინდის ტაძარში საყურადღებოა რამდენიმე ფრესკა, კერძოდ, ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია მამაკაცი საყურეებითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. რა დანიშნულება ჰქონდა იმ პერიოდში საყურეს?
– უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ, მართალია, ისტორიის დოქტორი ვარ და არა ხელოვნების ისტორიკოსი ან ხელოვნებათმცოდნე, მაგრამ  ამ საკითხის მიმართ ჩემი ინტერესი დიდია და, უფრო იმიტომ, რომ წარმოშობით ნიკორწმინდიდან ვარ. მეჩვიდმეტე საუკუნეში  მამაკაცზე საყურე არის სპარსული მეომრის ატრიბუტიკა. სპარსული კულტურა გავრცელდა ოსმალეთშიც, დასავლეთ საქართველოში კი განსაკუთრებით დომინირებდა ოსმალური კულტურის გავლენა. ეს აისახა ენაში და დღესაც ვხმარობთ თურქულ სიტყვებს სასაუბრო მეტყველებაში. საყურეც ამ ისტორიის ნაწილია. ფრესკაზე წულუკიძეების გვარის წარმომადგენლები არიან  საყურიანი მამაკაცები გრძელი მოსასხამითა და ქუსლიანი ჩექმებით. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ აქ არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ, მთელი ოჯახია დახატული, დაახლოებით 10-12 ადამიანი. ყურადღებას მხოლოდ მამაკაცების ჩაცმულობა იქცევს, ქალები კლასიკური ქართული სამოსით არიან შემოსილები. წულუკიძეებს ხელში უჭირავთ ეკლესიის მაკეტი, რაც მიანიშნებს, რომ ისინი ეკლესიის აღმშენებლები, ქტიტორები არიან. ადამიანები, რომლებიც ტაძარს აღაშენებდნენ, ან განაახლებდნენ მასზე აუცილებლად დაიტანდნენ წარწერას, თუ რა გააკეთეს, რათა მომავალი თაობებისთვის დარჩენილიყო. როგორც უკვე აღვნიშნე, არსებობს წულუკიძეების საკმაოდ ვრცელი წარწერა, რომელიც მოგვიანებით კირით გადაულესავთ და ტექსტის წაკითხვა შეუძლებელია, მხოლოდ ბოლო ასოები იკითხება. იმ ადგილზე კი, სადაც კირი გაცრეცილია, ნათლად შეინიშნება მხედრული ასოების კონტურები. ანუ, ეს კირი რომ მოიხსნას, მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროს წინაშე აღმოვჩნდებით. აღსანიშნავია მეორე, ჯავახაძეების ფრესკა, თუმცა, სადაც ისინია გამოსახული, იმ ადგილზე გაჩენილა ხანძარი და შეუძლებელია რამის გარკვევა, რადგან ფრესკა სულ მთლად გამურულია. ამ მურის უკანაც უნდა იყოს  მნიშვნელოვანი წარწერა. წელს პირველად ჩატარდა ნიკორწმინდის ფესტივალი – ეს დღესასწაული დაარსდა, მაგრამ, ზეიმთან ერთად, სასურველი იქნებოდა, რეალური საქმეც გაკეთებულიყო. მართალია, 2010 წელს სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთმა ჯგუფმა ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარა, მაგრამ სამუშაო კიდევ ბევრია.
– ტაძრის კედლებზე ასევე დახატულია ჯოჯოხეთის, მათ შორის, მამათმავლობის სცენებიც. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
– დიახ, ეს ფრესკა ჯოჯოხეთს გამოხატავს და ეშმაკიც არაერთ ადგილზეა გამოსახული. ასეთი იყო შუა საუკუნეების ქრისტიანი ადამიანის წარმოდგენა ჯოჯოხეთზე. შეიძლება, ამ აზრს რომელიმე სასულიერო პირი ან დაეთანხმოს, ან – არა, მაგრამ, მისი ნათელი ვიზუალური დემონსტრირება ნიკორწმინდაში გვაქვს ფრესკების სახით.  ჯოჯოხეთის სცენა ასეთია: დახატულია დიდი გველეშაპი, რომელსაც გაღებული აქვს პირი და მისი ყელის გავლით ადამიანები ეშვებიან ქვესკნელში, სადაც დამწუხრებულ და მონობრივ ცხოვრებას ეწევიან. თითოეულ მათგანს სხვადასხვა სატანჯველი აქვს, ერთი გამორჩეული სცენაა – ეშმაკი აუპატიურებს მამაკაცს, რომელსაც კისერზე კოკით წყალი აქვს ჩამოკიდებული, რაც ნიშნავს, რომ მწყურვალია, მაგრამ ვერ სვამს, რადგან ხელები აქვს შეკრული. კიდევ დახატულია ერთ ლოგინში გვერდიგვერდ დაწოლილი ორი მამაკაცი, რომლებსაც ეშმაკი ადგათ თავზე, ანუ ისინი სოდომის ცოდვით არიან შეპყრობილები. ფრესკაზე ეშმაკს გახარებული, ბედნიერი სახე აქვს.
– როგორც ვიცი, მსგავსი ფრესკა მარტვილის ტაძარშიც არის შემონახული.
– მარტვილის ტაძართან მსგავსება მხოლოდ ქტიტორების ფრესკებშია. იქაცაა თავადი ჩიქოვანების ფრესკა, რომლებიც ასევე აღმშენებლები იყვნენ. ყველაფერი ზუსტად იმავე სტილშია გაკეთებული, როგორც ნიკორწმინდის ტაძარში. იქაც დიდი ქტიტორული წარწერაა, თუმცა მათი ამოკითხვა თავისუფლადაა შესაძლებელი. თუ, წულუკიძეებისა და ჯავახაძეების წარწერების წაკითხვას შევძლებთ, ჩვენ შევისწავლით ეკლესიის განვითარებისა და რაჭის საერისთავოს ისტორიას.
– სასულიერო პირებთან არ გისაუბრიათ ფრესკების შესახებ? მათ როგორ ახსნეს ეს ყოველივე?
– თბილისში რომ ჩამოვედი, ვესაუბრე სასულიერო პირებს ამ საკითხზე და სწორედ მათთან საუბრის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რაც შუა საუკუნეების ქრისტიანულ ხედვასთან დაკავშირებით გიამბეთ. რთული ასახსენელია, რატომ გამოსახეს მსგავსი სცენები რაჭაში და არა სხვაგან. ალბათ, ეს არის კონკრეტული ფეოდალური ოჯახის მითითება – მათ სურდათ, ხალხისთვის ეთქვათ, თუ რა არის ჯოჯოხეთი. სასულიერო პირებისგან გავიგე, რა სახის ტანჯვას უკავშირდებოდა ყელზე ჩამოცმული წყლის კოკა – ჯოჯოხეთში ყოფილა წყურვილით ტანჯვაც. მარტივი არაა შუა საუკუნეების ადამიანების აზროვნებაში ესოდენ ღრმად ჩაწვდომა, თუმცა, ცხადია, რომ საერო პირებს უნდოდათ, ერისთვის ეჩვენებინათ, თუ რა მოაქვს ცოდვას.

скачать dle 11.3