კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნუში კარგია ტვინისთვის, ბანანი – პოტენციისთვის, ხოლო პომიდორი – გულისთვის


ნუში მდიდარია E ვიტამინით, ცილებითა და კალციუმით. ის საუკეთესო წამალია ტვინისთვის. ნუში სექსუალურ ლტოლვასაც აძლიერებს.
ბანანი მდიდარია კალიუმითა და ბუნებრივი საქაროზით. მისი ჭამა კარგია ცუდ განწყობაზე. ძილის წინ კი ერთ ბანანს თუ მიირთმევთ, ეს სექსუალურ შესაძლებლობებს გაგიორმაგებთ.
ასევე, ფინიკიც ასუფთავებს სისხლს და ისიც დადებითად მოქმედებს სექსუალურ პოტენციაზე.
ყოველდღე ერთი ჩაის ჭიქა პომიდვრის წვენის დალევით ადვილად შეივსებთ A ვიტამინის დეფიციტს. პომიდორში მცირე რაოდენობით არის: ცილები, გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა და ორგანული მჟავები, რაც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ამცირებს ნაწლავური ბაქტერიების ზრდას. ამ თვისებების გამო, პომიდორი სამკურნალო და პროფილაქტიკური პროდუქტია.
პომიდორი ადამიანის ორგანიზმს კაროტინითაც ამარაგებს. მისი ჭამა განსაკუთრებით სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკურნალოდ, გაცხიმოვნებისა და მარილოვანი ცვლის დარღვევის დროს.

სწორად შერჩეულ საკვებს ნერვების დამამშვიდებელი ეფექტი აქვს
პროდუქტები, რომლებიც, ძირითადად, ნახშირბადს შეიცავს, თავისებურ დამაწყნარებელ საკვებად მიიჩნევა და მათ დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. საჭმელში ცილების გამოყენება ტვინის სიცოცხლისუნარიანობას და გონებრივი ენერგიის გამომუშავებას უწყობს ხელს. ცილების ყველაზე დიდი შემცველობით გამოირჩევა: თევზი, მოლუსკები, ქათმისა და ხბოს ხორცი. კოფეინის ჭარბი გამოყენება კი იწვევს ხასიათის ცვლილებებს. აგრეთვე, ძილს შეუძლია, განწყობის გაუმჯობესება, დაღლილობის მოხსნა. სიზმარი კი ეგრეთ წოდებულ ფსიქოთერაპიულ როლს ასრულებს, ანუ გვეხმარება დაძაბულობის მოხსნასა და ხასიათის დარეგულირებაში.
თუ საკვების მიღებისგან თავს იკავებთ, რომ არ გასუქდეთ, ამით ორგანიზმს აიძულებთ, შეგეწინააღმდეგოთ, რაც გამოიხატება იმით, რომ, საკვების მიღებისთანავე, ორგანიზმი იწყებს მარაგის დაგროვებას, თითქოს არასასურველი პერიოდისთვის ემზადება. ეს ხელს უწყობს წონაში ისევ სწრაფ მატებას. უნდა გახსოვდეთ, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ბალანსირებული, სწორი კვებით, ასევე, შინაგანი მზადყოფნითა და მონდომებით. მხოლოდ რამდენიმეთვიანი ან რამდენიმეწლიანი მონდომება მიგიყვანთ სასურველ შედეგებამდე და არა სწრაფი დიეტა, რომელსაც, შესაძლოა, ბევრი დაავადების გამწვავება მოჰყვეს შედეგად. სწორი კვება კი, ჯანმრთელად ყოფნის აუცილებელი პირობაა.
ბევრი ადამიანი დღის განმავლობაში რამდენიმე საათი შეუსვენებლად მუშაობს და, შესვენების დროს ან სახლში დაბრუნებული, სწრაფად ჭამს დიდი რაოდენობით საკვებს, რათა ახალი ენერგიით აავსოს ორგანიზმი. მაგრამ, ენერგიის ნაცვლად, ასეთ სწრაფ ჭამას, კუჭის ტკივილი და სისუსტე მოჰყვება. ეცადეთ, სამსახურში წაიღოთ მსუბუქი საკვები და ასე დანაყრდეთ დღის განამვლობაში. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად და მცირე ულუფებით საკვების მიღება, ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
შოკოლადის შემცველობაში შემავალი მაგნიუმი ებრძვის დეპრესიას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ორგანიზმს სტრესის მიმართ უფრო გამძლეს ხდის და იმუნიტეტზეც დადებითად აისახება. ამიტომ, ძალიან კარგია, თუ მას პროფილაქტიკისთვის სისტემატურად მიირთმევთ, ოღონდ, განსაზღვრული რაოდენობით.

იოდი, რომელსაც ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს, სპობს ორგანიზმში მოხვედრილ მიკრობებს
იოდი აქტიური ფსიქობიოენერგეტიკული ელემენტია და ის მთავარ როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელად შენარჩუნებაში. კერძოდ კი, იმუნიტეტისა და თავდაცვის უნივერსალურ მექანიზმში ბუნებრივი და სოციალური ფაქტორების – რადიაციის, შხამქიმიკატების წინააღმდეგ ბრძოლის დროს. ფარისებრი ჯირკვალი, ანუ, ეგრეთ წოდებული, ჯანმრთელობის ჰორმონი – ტიროქსინი, დაახლოებით 65 პროცენტი იოდისგან შედგება. ის აძლიერებს ბიოველსა და ქსოვილების წინააღმდეგობას, უჯრედებისა და ქსოვილების უნარს, რათა გათავისუფლდნენ მავნე ნივთიერებებისგან. აგრეთვე, არეგულირებს სუნთქვის ინტენსიობასა და ფსიქოენერგეტიკას. ფარისებრი ჯირკვლის მეშვეობით, დაახლოებით 15-17 წუთის განმავლობაში, ძარღვებში მიმოიქცევა ადამიანის ორგანიზმში არსებული მთელი სისხლი. ამავე დროს, იოდი, რომელსაც გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვალი, სპობს ორგანიზმში მოხვედრილ დასუსტებულ მიკრობებს, ძლიერ მიკრობებს კი ასუსტებს.
ასაკის მატებასთან ერთად, როდესაც იზრდება სხვადასხვა დაავადებათა რისკი, შესაბამისად, ზომაში უნდა მოიმატოს ფარისებრმა ჯირკვალმა, რომელიც გამოიმუშავებს იმუნიტეტს და ჯანმრთელობის, გონებისა და სხეულის სიმხნევის, სილამაზისა და გაახალგაზრდავებისთვის აუცილებელ ჰორმონს. ფარისებრი ჯირკვალი კი, როცა მას იოდი აკლია, არ იზრდება ფსიქო-ფიზიკური და ბიოენერგეტიკული მოთხოვნილების შესაბამისად. ამიტომ, აუცილებელია, მიირთვათ ის პროდუქტები, რომლებიც იოდით არის მდიდარი. გირჩევთ, კვირაში რამდენჯერმე მიირთვათ თევზი, კივი, ფეიხოა და ის პროდუქტები, რომლებიც იოდით მდიდარია. ასევე, საკვების მომზადების დროს,  გამოიყენეთ იოდიზებული მარილი.

კამა და ქლიავი კუჭ-ნაწლავის უებარი წამალია
ქლიავი გემრიელი და ძალიან სასარგებლო ხილია. მისი მთავარი ღირებულება რბილობში შემავალი პექტინია. ის ნაწლავში აბრკოლებს ლპობის პროცესს, ასევე, უვნებელყოფს სამრეწველო საწარმოების გამონაბოლქვების გზით ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ სიცოცხლისთვის საშიშ ლითონებს: ვერცხლისწყალს, ტყვიას, სტრონციუმს. ასე რომ, დიდ ქალაქებში მცხოვრებმა ადამიანებმა, ანუ, მათ, ვინც გამონაბოლქვს ისუნთქავს, ქლიავი ხშირად უნდა ჭამონ.
ქლიავის ნაყოფის უჯრედისი ნაწლავების პერისტალტიკას აძლიერებს. ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც ნაკლებად მოძრავი და მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს. ამ შემთხვევაში მათ ყველაზე უკეთ შავქლიავა ეხმარება. ის აღიარებულია არა მხოლოდ ხალხური, არამედ, კლასიკური მედიცინის მიერაც. კუჭ-ნაწლავის მუშაობის უწამლოდ აღსადგენად, სრულიად საკმარისია დღეში დაახლოვებით 15-20 ცალი ტკბილი ქლიავის ჭამა.
ასევე, კუჭ-ნაწლავის ტონუსის დაქვეითებისას, ერთ სუფრის კოვზ დანაყილ კამის თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა თბილი ნაყენი, ჭამამდე, დაახლოებით თხუთმეტი წუთით ადრე. ქრონიკული კოლიტის დროს კი, ერთი სუფრის კოვზი კამის თესლი ჩაყარეთ ორ ჭიქა მდუღარე წყალში და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ ნახევარი საათით. დალიეთ ნახევარი ჭიქა სამჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ნაწლავთა გაუვალობის, ყაბზობისა და ნერვული გადაღლის დროს, დალიეთ ერთი სუფრის კოვზი კამის თესლისა და ერთი ჭიქა რძის ნაზავი. ოღონდ რძე და კამა ათი წუთით უნდა ადუღოთ ნელ ცეცხლზე.

ქოლესტერინის მაღალი დონე ზრდის კილოგრამების მომატების რისკს
ქოლესტერინის გამოყენებაზე პასუხისმგებელია ღვიძლი. სწორედ მასში გარდაიქმნება ჭარბი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად, რომელიც, ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ, ბუნებრივი გზით, გარეთ გამოიყოფა. ეს მექანიზმი ფერხდება, თუ ღვიძლში ქოლესტერინის გადამუშავებაზე პასუხისმგებელი ძირითადი გენი დაზიანებულია. ამ დროს ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა, სისხლის შრატში მიმოიქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ცხიმიან საკვებს აღარ მიირთმევს. აღნიშნული გენის დაზიანებისას ირღვევა ცუდი ქოლესტერინის განდევნა, კარგი კი ორგანიზმს შეუფერხებლად ტოვებს. ქოლესტერინის გენის მუშაობის შეფერხება ძირითადად ქალებში აღინიშნება. სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე მოზარდ გოგონებში დაახლოებით 10 წლის ასაკიდან ხდება გასუქების მიზეზი. რაც უფრო დაბალია გოგონა, მით მეტია რისკი. ამიტომ, ტანმორჩილ ბავშვებს მშობლებმა ხშირად უნდა შეუმოწმონ სისხლში ქოლესტერინის დონე. ზოგადად კი, ქოლესტერინის გაკონტროლება ნებისმიერ ასაკშია საჭირო.
უმეტეს შემთხვევებში, ქოლესტერინის მომატების მიზეზი კვების რაციონის არასწორი შერჩევაა. ქოლესტერინის დონეზე გავლენას ახდენს ცხიმები. ნაჯერი ცხიმები ამაღლებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ასეთი ცხიმებით მდიდარია ხორცი, ნაღების კარაქი და ყველი. ნახევრად უჯერი ცხიმები კი ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მას შეიცავს სოიის, მზესუმზირის, სიმინდის ზეთი, თევზი, ფრინველის მჭლე ხორცი, ზღვის პროდუქტი, უცხიმო რძის პროდუქტები. ასევე, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს მონო-უჯერი ცხიმები. მათ შეიცავს ზეითუნისა და არაქისის ზეთი, ნიგოზი და ავოკადო. ამ პროდუქტებით მდიდარი დიეტა ძალიან სასარგებლოა. მცენარეული საკვები ქოლესტერინს არ შეიცავს. ერთ კვერცხში კი დაახლოებით 270 მილიგრამი ქოლესტერინია, რაც ადამიანის დღიური ნორმაა. უცხიმო ხორცის ჭამა სასურველია მისთვის, ვისაც ქოლესტერინისგან გათავისუფლება სურს. ხილი და ბოსტნეული კი ქოლესტერინის ნამდვილი მტერია. ამ მხრივ ყველაზე კარგია ვაშლი. თაფლიც ქოლესტერინთან მებრძოლ იმდენივე ანტიმჟანგავს შეიცავს, რამდენსაც ვაშლი. 1 ჭიქა წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი თაფლი და სვით ყოველ დილით. მოერიდეთ  ყავის ხშირად სმას, რადგან მასში დუღილის დროს წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც  ქოლესტერინის დონეს ამაღლებს. კარგია, თუ მთელი დღის განმავლობაში 1 ჭიქა, ნატურალურ წითელ ღვინოს მიირთმევთ.

სტაფილოს, ოხრახუშისა და უმი კარტოფილის წვენი ბევრ დაავადებას კურნავს
სტაფილოს შარდმდენი და ქვების დამშლელი თვისებები აქვს. ამ მხრივ, კარგია სტაფილოს წვენის სმა და ასევე, საუკეთესოა გახეხილი სტაფილოც. ასეთ საკვებში ყველაზე მეტადაა შენახული ვიტამინები. ზოგადად, ვინც ფიზიკურად ბევრს მუშაობს და სასიცოცხლო ენერგიის დაქვეითებას გრძნობს, აუცილებლად უნდა ჭამოს გახეხილი სტაფილო. ასევე, სტაფილო კარგია: ხველების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და სისხლნაკლებობის დროს.
სტაფილოში ბევრი სასარგებლო ვიტამინია. შეიცავს ბევრ ისეთ ნივთიერებას, რის გამოც ის დიეტურ და სამკურნალო ბოსტნეულადაა მიჩნეული. სტაფილო ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, ორგანიზმის ზრდას, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. სტაფილოს კარგი შედეგები აქვს ავიტამინოზის, ღვიძლის დაავადების, ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქციის დროს. ასევე, აქვს ანტისეპტიკური, ანტიანთებითი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები.
გარდა სტაფილოსი, არსებობის სხვა ბოსტნეულის წვენებიც, რომელიც ყოველდღიურად უნდა სვათ, მაგრამ გაითვალისწინეთ მათი დოზები და მიღების წესები. მაგალითად:
* ოხრახუშის წვენი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ჟანგბადოვანი ცვლისთვის, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მასში შემავალი მიკროელემენტების თანაფარდობა ხელს უწყობს სისხლძარღვებისა და კაპილარების გაძლიერებას. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ ოხრახუშის წვენი საკმაოდ ძლიერმოქმედია. ამიტომ, არასდროს დალიოთ 30 გრამზე მეტი. უმჯობესია, თუ მას შეურევთ სტაფილოს, მწვანე სალათის, ნიახურის ან ისპანახის წვენს. ოხრახუშის წვენი წამალია შარდსასქესო სისტემის, ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვების, ნეფრიტისა და თირკმელების სხვა დაავადებების სამკურნალოდ. მას, ასევე, იყენებენ წყალმანკისა და თვალის დაავადებებისას.
* უმი კარტოფილის წვენი შეიცავს შაქარს, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ვისაც აწუხებს ვენერიული დაავადებები და სექსუალურად აღგზნებულნი არიან, კარტოფილის წვენის სმა ეკრძალებათ. კარტოფილის წვენში უხვადაა კალიუმი, გოგირდი, ფოსფორი და ქლორი. სტაფილოს წვენი კი, ნიახურის წვენთან ერთად, შველის საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებსა და ნერვულ დაავადებებს. კარტოფილის, სტაფილოს, ჭარხლისა და კიტრის წვენი დღეში დაახლოებით 300-400 მილილიტრი უნდა მიიღოთ, რათა ზემოჩამოთვლილი დაავადებისგან სწრაფად განიკურნოთ.

скачать dle 11.3