კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა სტალინმა, ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში, ეკლესიაში ღვთისმსახურების აღდგენა

სტალინს უამრავ ცოდვას მიაწერდნენ, თუმცა, როგორც ამ ბოლო დროს ირკვევა, მათი უმრავლესობა ოპოზიციის მიერ იყო შეთითხნილი და ბელადის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
– უზარმაზარ რუსეთში 150 მილიონამდე  მართლმადიდებელი მორწმუნეა და, თუკი ჩვენ შევძლებთ და სტალინს ანტიმართლმადიდებლის სახელს დავუმკვიდრებთ, მაშინ ის ვერასდროს შეძლებს ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას, – ამბობდა ტროცკი ერთ-ერთ ოპოზიციურ შეკრებაზე 1923 წელს.
– თუ სტალინი ეკლესიის გაძლიერებას შეეცდება? – იკითხა იმავე შეკრებაზე ტომსკიმ.
– მაშინ მას პოლიტბიუროში შეერყევა პოზიციები. ასე რომ, მეგობრებო, ჩვენ ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაში ვიმყოფებით, ვიდრე სტალინი. ის ორ ცეცხლს შუა მოექცევა, – დააბოლოვა ოპოზიციის ლიდერმა მისთვის ჩვეული ირონიით.
ტროცკი მართალს ამბობდა  – სტალინი ორ ცეცხლს შუა იყო მოქცეული და ერთი მცდარი ნაბიჯიც კი დამღუპველი აღმოჩნდებოდა მისთვის. ამიტომ ბელადმა ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და პოლიტბიუროს სხდომაზე აშკარად დაუჭირა მხარი ლენინის ანტირელიგიურ პოლიტიკას, სინამდვილეში კი რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა მის განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მართლმადიდებლური ტაძარი დაანგრიეს, ლენინის სიცოცხლეში სტალინმა ათასობით ეკლესია გადაარჩინა განადგურებას. განათლების სახალხო კომისიას მან ტაძრები კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის სიაში შეატანინა და მათ დანგრევას ტაბუ დაადო.
– სტალინი სულ გავიდა თავს. გარდა იმისა, რომ ეკლესიებს არ გვანგრევინებს, იქ ღვთისმსახურების ნებაც მისცა, – ჩაუკაკლა ლენინს ტროცკიმ, რომელიც სტალინს გორკში ჰყავდა გამომწყვდეული. ტროცკი მას კრუპსკაიას ხელშეწყობით შეხვდა და სტალინი დაასმინა.
ტროცკის მსგავსად, სტალინს ვერც კრუპსკაია იტანდა და ყოველმხრივ ცდილობდა მის განადგურებას. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა ავადმყოფი ლენინი საგრძნობლად გამოკეთდა და, ოპოზიციის წაქეზებით, კვლავ სრული ძალაუფლების დაბრუნება გადაწყვიტა.
– მით უარესი მისთვის, – მიმიკებით ანიშნა ლენინმა ტროცკის (ლენინს იმ დროისთვის მეტყველების უნარი ჰქონდა წართმეული, ის მიმიკებით ლაპარაკობდა, მისი ცოლი კი თარგმნიდა ამ ჟესტებს), – ზეგვე შემიკრიბეთ პოლიტბიურო და მასზე სტალინის ამ სერიოზულ დანაშაულზე ვიმსჯელებთ, – განრისხდა „მუნჯი“ ლენინი. იმ პერიოდში მართლმადიდებლობას პარტია მომაკვდინებელ ცოდვად უთვლიდა თითოეულ მოქალაქეს და ამის გამო ადამიანებს ხვრეტდნენ კიდეც.
– როგორც იქნა, იმ ველური კავკასიელის საკითხი პოლიტბიუროს სხდომის დღის წესრიგში შევატანინე ლენინს და, იმედია, ბოლოს და ბოლოს, მოვიშორებთ  მას, –ზარ-ზეიმით განუცხადა ლენინისგან დაბრუნებულმა ტროცკიმ თავის ოპოზიციონერ კოლეგებს.
ორი დღის შემდეგ გორკში ლენინს მთელი პოლიტბიურო ეწვია და ყველანი დიდ ოთახში შეიკრიბნენ.
– ამხანაგებო! ვლადიმირ ილიჩს სიტყვით გამოსვლა უნდა და ყურადღებით ვიყოთ! – გამოაცხადა პოლიტბიუროს სხდომის მდივანმა ფოტევამ და ნადეჟდა კრუპსკაიას გახედა.
ინვალიდის ეტლში მოკალათებული ლენინი აწრიალდა და მიმიკებითა და ჟესტებით რაღაც თქვა.
– ვლადიმირ ილიჩი კითხულობს, რატომ დართო სტალინმა მღვდლებს ნება, რომ ღვთისმსახურება შეასრულონ, – მკაფიოდ წარმოთქვა კრუპსკაიამ და მისი სიტყვები ბრალდებასავით გაისმა.
სტალინს წარბიც არ შეუხრია, აუღელვებლად წამოდგა ფეხზე და ღიმილით განაცხადა: „ჩემო მეგობრებო! ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფო პირველ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო ასპარეზზე. თითქმის ყველა ჩვენ წინააღმდეგაა ამხედრებული. გადახედეთ, რას წერენ ჩვენზე მსოფლიოს მოწინავე გაზეთები – იქ ჩვენ უკულტურო ბარბაროსებად მოგვიხსენიებენ და ყველას დაავიწყდა, რომ ქრისტიანობის თითქმის ათასწლიანი გამოცდილება გაგვაჩნია. რა შუაშია აქ ღვთისმსახურება? მე ის ფორმალურად იმისთვის დავუშვი, რომ საბჭოთა კავშირში ჩამოსულმა უცხოელმა ნახოს და დარწმუნდეს, რომ ბარბაროსები არ ვართ“, – სტალინს მთელი ამ გამოსვლის განმავლობაში ღიმილი არ მოსცილებია სახიდან და ძალიან მშვიდად, დამაჯერებლად ლაპარაკობდა. საიერიშოდ მომზადებულ ტროცკის ენა ჩაუვარდა და სახეზე დაბნეულობა დაეტყო. ლენინი, რომელმაც ყველაფერი მშვენივრად გაიგო, ეშმაკურად იღიმებოდა თავის ეტლში. ოთახში სამარისებური სიჩუმე სუფევდა, რომელიც მოულოდნელად სერგო ორჯონიკიძემ დაარღვია:
– ამხანაგებო! თუკი ეს ჩვენს დიად კომუნისტურ საქმეს სჭირდება, დიახაც, რომ ღვთისმსახურებაც არ უნდა დავაბრკოლოთ. ვლადიმირ ილიჩ! თქვენ, ალბათ, გახსოვთ 1909 წლის 30 მარტი. იმ დღეს მე და კობამ 200 ათასი მანეთი ჩამოვიტანეთ თბილისიდან პეტერბურგში ჩვენი სალაროს შესავსებად.
ლენინმა გაიღიმა და ორჯონიკიძეს თავი დაუქნია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახსოვდა.
– ჩვენ „ოხრანკა“ გვეჯდა კუდზე, – განაგრძო თხრობა ორჯონიკიძემ, – და, სანამ თქვენს კონსპირაციულ ბინაში მივიდოდით, ფულით სავსე საკვოიაჟით ნახევარი ქალაქი შემოვიარეთ, რათა „ოხრანკის“ აგენტები ჩამოგვეშორებინა. ბოლოს კობამ ერთი ფანდი მოიფიქრა და ჩვენ ორივე წმინდა ბარბარეს ეკლესიაში შევედით. იქაური მოძღვარი, მამა კირილე, თბილისელი იყო და კობა მას ჯერ კიდევ სემინარიიდან იცნობდა. იმ პერიოდში, თუ გახსოვთ, მეც და კობაც წვერმოშვებულები დავდიოდით. ჰოდა, დახმარება ვთხოვეთ მამაოს და მან მღვდლების ანაფორები გადაგვაცვა, საკვოიაჟი კი საკურთხეველში დამალა. სანამ „ოხრანკის“ აგენტები დაგვეძებდნენ, აზრადაც კი არ მოსვლიათ მღვდლისა და დიაკვნის შემოწმება, რომლებიც პატარა ბავშვს ნათლავდნენ ტაძარში. საქმე ის გახლდათ, რომ მოულოდნელად ბავშვიანი ცოლ-ქმარი მიადგა მღვდლის ანაფორმაში ჩაცმულ კობას და ბავშვის მონათვლა სთხოვა. უარი არ გამოდიოდა, რადგან „ოხრანკის” აგენტები ტაძარში დაძრწოდნენ და, ცოლ-ქმარს სკანდალი რომ აეტეხა, შესაძლოა, გავშიფრულიყავით. ამიტომ, კობა იძულებული გახდა, ნათლობის რიტუალი შეესრულებინა, მე კი მას ვეხმარებოდი. მოგეხსენებათ, კობა სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და მთელი ეს რიტუალი ბრწყინვალედ შეასრულა. შემდეგ, როცა „ოხრანკის“ შპიკები იქაურობას მოშორდნენ, ჩვენ საკურთხევლიდან ფულით სავსე საკვოიაჟი ავიღეთ და თქვენ მოგიტანეთ. 14 წელიწადია, ამ ისტორიის მოყოლა მინდოდა თქვენთვის და დღეს, როგორც იქნა, შევძელი. ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, ხომ ხედავთ, რა სარგებლობა მოგვიტანა მართლმადიდებლური წესების ცოდნამ. საქმეს რომ დასჭირდა, კობამ ანაფორაც კი ჩაიცვა, – ორჯონიკიძემ თხრობა დაასრულა და დაჯდა.
რევოლუციის ბელადმა რაღაც ანიშნა კრუპსკაიას და მან ლენინის ეტლი საძინებლისკენ გააგორა. საკითხი ამოწურული იყო. პოლიტბიუროს სხდომა ამით დასრულდა და სტალინმა ოპოზიციას მორიგი მარცხი აგემა.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3