კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღირსების მკვლელობა

გეორგ დიურვალი კეთილშობილ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ მას  მხოლოდ არისტოკრატული მანერები არ შეუთვისებია ნათესავებისგან. რომელიღაც წინაპრისგან მათემატიკისა და ანალიზის იშვიათი ნიჭი გამოჰყვა. ერთ-ერთი ბაბუა ფრანგი ემიგრანტი ჰყავდა, რომელიც 1808 წელს ვენაში დასახლდა და აქაური პრინცესა შეირთო ცოლად. დიურვალმა გიმნაზია ვენაში დაამთავრა და გადაწყვიტა, საგვარეულო სასახლიდან მოშორებით, შედარებით მოკრძალებულად ეცხოვრა. იმავდროვლად, დანტეს თარგმანსაც მოჰკიდა ხელი, მაგრამ შემოქმედებითი წვის პროცესში სიყვარული ეწვია – მომხიბვლელი, ფრანგი ბალერინა შეუყვარდა. ქალმა ჯერ იმედი მისცა, მაგრამ შემდეგ თავქარიან ოფიცერზე გაცვალა... დეპრესიამ ღირსების შეგრძნება კიდევ უფრო გაუმძაფრა და როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, მათემატიკაზე გადაერთო. მეგობრებსაც კი არ ნახულობდა, ისე იყო ჩაკეტილი სახლში და ყველასთვის გაუგებარ ფორმულებს ხსნიდა, იგონებდა... შეიძლება, სერიოზული წარმატებებისთვისაც კი მიეღწია. მისი სახელი ხმამაღლა გაჟღერებულიყო მეცნიერებაში, მაგრამ ბედისწერამ სხვანაირად გადაწყვიტა... მეცნიერება გვერდზე დარჩა და ღირსებამ თქვა თავისი სიტყვა...
მარტის ერთ მშვიდ, შედარებით თბილ საღამოს, გეორგ დიურვალი ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში ვახშმობდა. თან, ფორმულებს წერდა ხელსახოცზე, თავისი ორი მეგობრის მოლოდინში. ისინი აგვიანებდნენ. გვერდით მაგიდაზე სამი ოფიცერი და ორი უნგრელი პოლიტიკოსი იჯდა. ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და ბოლოს ყვირილზე გადავიდნენ... მერე ერთ-ერთმა ოფიცერმა გადაწყვიტა, რომ აეღო სკამი, რომელზეც გეორგის ტროსტი და ცილინდრი იდო. ნივთები უცერემონიოდ გადმოყარა იატაკზე, ისე რომ, მათი პატრონი არაფრად ჩაუგდია... ღირსების საქმე იყო ის, რომ გეორგ დიურვალმა თავხედს პასუხი მოსთხოვა... სიტუაცია მალევე გართულდა... ოფიცერმა გეორგს დასცინა და ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვები უწოდა, სხვა გზა აღარ დაუტოვა და ამ უკანასკნელმაც უზრდელს მთელი ძალით შემოარტყა სახეში გაშლილი ხელი. ზუსტად ამ დროს გეორგის ორი დაგვიანებული მეგობარიც მოვიდა... ისინი ვითომ შეეცადნენ კონფლიქტის აღმოფხვრას, მაგრამ გეორგმა მათ უთხრა: ღირსება ღირსებაა და მზად ვარ, ყველაფერი წესისამებრ წარიმართოსო. მეგობრებიდან ერთ-ერთმა მხრები აიჩეჩა.
– დარტყმა სახეში – მესამე ხარისხის შეურაცხყოფად ითვლება. დუელს ვერ გადავურჩებით, გარდაუვალია. შეურაცხყოფა შენ მიაყენე, ამიტომ იარაღს ის აირჩევს. რევოლვერს კიდევ არა უშავს, მაგრამ სამი გასროლის შემდეგ, თუ ორივე ისევ ფეხზე იდგებით, ხმალზე მოგვიწევს გადასვლა და მერე რა ვქნათ?!
გეორგმა მხრები აიჩეჩა.
– რა ვუყოთ, ღირსების საქმეა...
– მაშინ, შენი სახელით მოლაპარაკებებს დავიწყებთ.
– ჰო. სახლში წავალ... ფორმულებზე ვიმუშავებ.
გეორგის მეგობრებმა ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ შეკამათება არ უფიქრიათ. იცოდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა... რამდენიმე დღე გეორგი მართლა სახლში იყო გამოკეტილი და კაცისშვილმა არ იცოდა, რას აკეთებდა. სავარაუდოდ, არ ახსოვდა, ზოლტან სენგეს ფონ ნადორსთან დუელი რომ ჰქონდა. დილის ხუთ საათზე წვებოდა. იმ დღეს სადილობის დრო იყო, როცა გაიღვიძა. უფრო სწორად, სახლის პატრონმა გააღვიძა. შეშინებულმა მეგობრებმა, კარზე დიდი ხნის ბრახუნის შემდეგ, გადაწყვიტეს, დიასახლისის მეშვეობით გაეგოთ, რა დაემართა მათ მეგობარს.
გეორგმა მეგობრებს ჩაი შესთავაზა და თავად დაიწყო მისი მომზადება.  როცა მაგიდასთან მიიტანა, შენიშნა, რომ კეთილშობილ ბატონებს კმაყოფილი სახეები ჰქონდათ.
– ყველაფერი კარგად არის, გეორგ... დუელი აღარ გაიმართება.
– რატომ? – აღფრთოვანების გარეშე, საკმაოდ გულცივად იკითხა გეორგმა.
– მას რაღაც უღირსი საქციელი ჩაუდენია და დუელი აკრძალული აქვს. ერთ კვირაში განიხილავს წარჩინებულთა საბჭო მის საქმეს.
გეორგმა წარბი ასწია. ნახევარი წლის წინ სწორედ ის აირჩიეს წარჩინებულთა ღირსების საბჭოს საპატიო თავმჯდომარედ. მისმა მეგობრებმა ეს იცოდნენ და ახლაღა გაახსენდათ. ერთმანეთს გადახედეს...
– გეორგ, კი მაგრამ, თუ შენზე იქნება ბოლო სიტყვა, როგორ მოიქცევი?
– როგორც ღირსება მიკარნახებს.
– გეორგ, სამართლიანი იქნება, თუკი მას დუელში მონაწილეობის უფლება არ დაუბრუნდება. თავხედია და ძალიანაც სწორი იქნება, თუკი შენ ცოცხალი გადარჩები! – აღშფოთება ვერ დამალა ერთ-ერთმა მეგობარმა. საქმე ბატონი სენგესის უღირსობაშია და არა შენს ღირსებაში.
– არა. საქმე სწორედ ჩემს ღირსებაშია! – გადაჭრით თქვა გეორგმა და ამით აგრძნობინა მეგობრებს, ამაზე ლაპარაკი დავამთავრეთო.
ორი კვირის შემდეგ საბჭო შეიკრიბა. წინასწარმეტყველებასავით აღმოჩნდა გეორგის მეგობრების ნათქვამი. ბოლო სიტყვა სწორედ მას უნდა ეთქვა... არც უყოყმანია, ისე განაცხადა თანხმობა და ამაყად დატოვა დარბაზი.
დუელი სამი დღის შემდეგ გაიმართა. ამ სამი დღის განმავლობაში გეორგ დიურვალი არავის უნახავს. თავის ბინაში იყო ჩაკეტილი და ტირშიც კი არ გამოცხადდა გასავარჯიშებლად, რითაც ძალიან შეაშფოთა მეგობრები. სამაგიეროდ, დუელის ადგილას დაუგვიანებლად გამოცხადდა. სახეზე ღიმილი ეფინა და მოწინააღმდეგეს თავაზიანად მიესალმა... მეორე გასროლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ტყვიამ პირდაპირ გულში გაუარა და სიკვდილი იქამდე დადგა, ვიდრე ექიმი რაიმეს იღონებდა... ბოლო წამებში მოასწრო და ჩაიჩურჩულა:
– ეს ღირსების საქმე იყო, მეგობრებო...

скачать dle 11.3