კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კიმ კარდაშიანისა და სხვა ვარსკვლავების ძირითადი მენიუ

რედაქციაში მოსული წერილებითა და ესემესებით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „თბილისელების“ მკითხველ ქალბატონებს ძალიან აინტერესებს, შეიტყონ კიმ კარდაშიანის მენიუ და, ზოგადად, გახდომის მეთოდები. ვასრულებთ მათ თხოვნას.
ძალიან მკაცრი დიეტა მაინცდამაინც სასარგებლო რომ არ არის ორგანიზმისთვის, ეს ყველა ქალმა კარგად იცის და გამონაკლისი არც სკანდალური ჰოლივუდელი  სელებრითი კიმ კარდაშიანია.  თუმცა, როცა ამის აუცილებლობა დადგა, მან უარი არ თქვა ერთკვირიან უმკაცრეს დიეტაზე, რომლის შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ. მანამდე კი გეტყვით, რომ გასული წლის მაისში, საფრანგეთში ჩატარდა „საუკუნის ქორწილი” – კიმ კარდაშიანი ცოლად გაჰყვა რეპერ კანიე უესტს. კიმისთვის ეს მესამე ქორწინებაა და, შესაბამისად, სამჯერ უფრო პომპეზური. ზეიმი ჩატარდა მეთექვსმეტე საუკუნის ციხესიმაგრეში, ანდრეა ბოჩელის სიმღერის ფონზე.
შეიძლება, ბევრმა არ იცის, რომ ტელედივა დიეტური მოძრაობის ვეტერანია. როდესაც მან პირველად ნახა ეკრანზე თავისი ცელულიტებიანი თეძოები, იმდღესვე დაიწყო ეგრეთ წოდებული „ტრიმ“-კვება: მისი ყოველდღიური რაციონი შედგებოდა ორი მესამედი უმი ბოსტნეულისა და ერთი მესამედი ხორცისა და თევზისგან. ამის შემდეგ კიმი მაკრობიოტიკამ გაიტაცა; ამას მოჰყვა დოქტორ სიგალის ჰიპერდაბალკალორიული დიეტა, მშობიარობის მერე კი კიმი ატკინსონის ცილოვან დიეტაზე გადავიდა – ის იკვებებოდა მხოლოდ და მხოლოდ მწვანე ბოსტნეულითა და მჭლე ხორცით. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, შედეგი არ აკმაყოფილებდა არც თავად კიმს და არც მის ჭირვეულ სატრფოს. ამიტომ, უშუალოდ ქორწილის წინ, ვარსკვლავი გადაერთო კეტოგენურ დიეტაზე და სულაც არ შეუშინდა იმ ფაქტს, რომ ეს დიეტა თავდაპირველად შეიმუშავეს ეპილეფსიით დაავალდებულთათვის. კიმი ყველაფრისთვის მზად იყო, ოღონდ კი „ჟივენშის“ საქორწილო კაბაში ჩატეულიყო. ამ დიეტის დროს ნახშირწყლების რაოდენობა დღეში 60 გრამამდე მცირდება. ნებადართულია ცილები: თევზი, ქათამი და საქონლის ხორცი; ჯანმრთელი ცხიმები – ზეითუნის, ავოკადოსა და ნიგვზის ზეთები; პლუს, დაბალი გლიკემური ინდექსის მქონე ხილი და ბოსტნეული. ამბობენ, რომ ამ დიეტის დაცვისას კიმი მუდმივ შიმშილს განიცდიდა და მის თანაშემწესაც სულ თან დაჰქონდა ტომრით ნიახური – წასახემსებლად. მაგრამ საქმროს ესეც არ მიაჩნდა საკმარისად და კიმი კიდევ უფრო მკაცრ დიეტაზე დასვა: ლიმონის წვენი, ნეკერჩხლის სიროპი და წიწაკა და – ჰოი, ბედნიერებავ! ქორწილამდე ერთ კვირაში საპატარძლომ მთელი 3 კილოგრამით დაიკლო წონაში. თუმცა, თუ სულ ბოლოს გადაღებულ ფოტოებს ვნახავთ, ადვილად შევამჩნევთ, რომ წონა მრავალტანჯულმა კიმმა სწრაფად აღიდგინა – როგორც ჩანს, ისიც კარგი მსუნაგი და სუსნიაა, ან, იქნებ, სულაც გენეტიკა არ აძლევს ადვილად გახდომისა და წონის შენარჩუნების საშუალებას.
გთავაზობთ კიმ კარდაშიანისა და სხვა ცნობილი ვარსკვლავების ყველაზე საყვარელი დიეტური კერძების რეცეპტებს:
სალათები:
1) 1 ცალი ავოკადო, 100 გრამი მოხარშული მარილიანი წითელი თევზი, 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, ზეითუნის ზეთი, წითელი ხიზილალა.
თევზი, ავოკადო და წიწაკა დაჭერით კუბიკებად, მოასხით ზეთი და მოათავსეთ ფიალაში და ზემოდან მოაყარეთ 1 ჩაის კოვზი წითელი ხიზილალა.
2) თითო ცალი წითელი, მწვანე და ყვითელი ბულგარული წიწაკა, ნიახურის ერთი სქელი ღერო და ფესვი, 2-3 ცალი ტკბილი ვაშლი, ოხრახუშის პატარა კონა, 1 ჭიქა უცხიმო იოგურტი, მწიკვი მარილი.
წიწაკები და ვაშლი დაჭერით წვრილ ჩხირებად, გარეცხილ-გასუფთავებული ნიახური და ოხრახუში დაკეპეთ. ეს ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში, მოაყარეთ მარილი და მოასხით იოგურტი. გადმოიღეთ სასალათეში და მორთეთ ოხრახუშის ფოთლებით.
ხილის სმუზი
2 ცალი მწვანე ვაშლი, 2 ცალი მოზრდილი კივი, რამდენიმე ფოთოლი ისპანახი, 100 გრამი გოგრის თესლი (უმი).
ხილი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, ისპანახის ფოთლები ხელით დაანაწევრეთ და ეს ყველაფერი მოათავსეთ ბლენდერში. ჩაუმატეთ გოგრის თესლი და დააბლენდერეთ.
ტომატის წვნიანი
200 გრამი პომიდორი (ახალი ან საკუთარ წვენში დაკონსერვებული), 250 მილილიტრი ტომატის წვენი, 500 მილილიტრი წყალი, 1 თავი ხახვი, 1-2 კბილი ნიორი, ნახევარი კონა ოხრახუში, 3 ღერი ნიახური, 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.
ხახვი და ნიორი მოშუშეთ ზეთში. დაუმატეთ კანგაცლილი პომიდორი, დაჭრილი ოხრახუში და ნიახური, ტომატის წვენი და წყალი. მოაყარეთ ძალიან ცოტა მარილი (თუ „გაძლება“ შეგიძლიათ, უმჯობესია, უმარილო მიირთვათ). ადუღეთ 10-15 წუთი. რომ შეგრილდება, ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ, ისევ შედგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჭამის წინ ჩაუმატეთ 1 კოვზი უცხიმო კეფირი (ან მაწონი), დაჭრილი ცოცხალი მწვანილი და შეატანეთ 1 ნაჭერი შავი პურის ორცხობილა.
თუ შემოიღებთ ცნობილი ვარსკვლავების რეჟიმს და მათი გემოვნება მისაღებია, შეგიძლიათ, თამამად მოსინჯოთ და შედეგს დაელოდოთ.

скачать dle 11.3