კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიქცა ორთაჭალის ციხიდან სიკვდილმისჯილი პატიმარი მილიონ მანეთად

მთავარი გმირის ვინაობა შეცვლილია და მისი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.
სიკვდილმისჯილი
„მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა!“ – უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის ეს სიტყვები გონებიდან არ ამოსდიოდა 40 წლის მალხაზ კოდუას და, როდესაც ორთაჭალის ციხის ერთადგილიან ჯურღმულში გამოამწყვდიეს, მხოლოდ მაშინღა მიხვდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო. თუმცა, ერთი შანსი მაინც რჩებოდა – შეწყალება. 1964 წლის 10 ოქტომბერს კი ეს შანსიც გაქრა – ნიკიტა ხრუშჩოვმა ის არ შეიწყალა. მართალია, სამ დღეში თავად ხრუშჩოვი დაამხეს, მაგრამ განაჩენი ძალაში დარჩა.
მალხაზს გაახსენდა, თუ როგორ უთხრა 3 ოქტომბერს თავის ადვოკატ ჯემალ ნარმანიას – 18 ნოემბერს ტაშკენტში „დინამოს“ ჩემპიონობას მივულოცავო და თვალებზე ცრემლი მოადგა. 1964 წლის 18 ნოემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში თბილისის „დინამო“ და მოსკოვის „ტორპედო“ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო პირველობის გამარჯვებულის ბედი გაერკვიათ. მალხაზ კოდუა „დინამოს” თავგადაკლული გულშემატკივარი იყო და არალეგალურად აფინანსებდა მას. ლაზიშვილებთან ერთად, მასაც დიდი წვლილი მიუძღოდა სლავა მეტრეველის გადმობირებაში.
1924 წელს დაბადებული მალხაზ კოდუა თამბაქოს ფაბრიკის მთავარი ტექნოლოგი იყო და მილიციამ ის განსაკუთრებით დიდი ოდენობის სახელმწიფო თანხების მითვისებისთვის დააპატიმრა. ბინისა და აგარაკის სამალავებიდან კოდუას 3 მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა ამოუღეს და 2 მილიონი მანეთი ნაღდი ფული. ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს მალხაზი დარწმუნებული იყო, რომ დახვრეტას არ მიუსჯიდნენ; მეტიც, ეგონა, რომ გამოუშვებდნენ და ციხეში ტაშკენტის მატჩისთვის თადარიგს იჭერდა... ერთი კვირის შემდეგ კი ის დასახვრეტთა საკანში მოათავსეს და ერთი თვის განმავლობაში სიკვდილით უნდა დაესაჯათ...
გაქცევა და გატაცება
1964 წლის 1 ნოემბერს მალხაზ კოდუა დასახვრეტთა საკნიდან მოულოდნელად გაქრა, მასთან ერთად კი გაუჩინარდა მაიორი არსენ კორინთელი, რომელიც იმ ღამეს ცვლის უფროსი იყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სიკვდილმისჯილი კოდუა სწორედ კორინთელმა გააპარა ციხიდან და მათზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა (კორინთელმა კოდუას გაქცევისთვის ერთი მილიონი მანეთი მიიღო. ის 1999 წელს გარდაიცვალა მექსიკაში).
კოდუას გაქცევამ ყველაზე მეტად ორი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი – მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი გაახარა. გაქცეულის ძებნას აწარმოებდა მაიორი სურენ მარტიროსიანი.  ის მაღალი კლასის მაძებარი იყო და ფეხბურთიც ძალიან უყვარდა, თუმცა, ჭირის დღესავით სძულდა თბილისის „დინამო“ და მისი სახელოვანი ვარსკვლავები.
1964 წლის 18 ნოემბერს თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. მატჩის შემდეგ ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად გრანდიოზული ბანკეტი გაიმართა ტაშკენტში. მოზეიმეთა შორის იყვნენ გადაცმული მილიციელებიც, ანუ, მარტიროსიანის მაძებართა ჯგუფი, თავად სურენის მეთაურობით. გამოცდილმა მაიორმა ივარაუდა, რომ ბანკეტზე გაქცეული მალხაზ კოდუაც იქნებოდა და არც შემცდარა. მსუბუქად შენიღბული, ნასვამი მალხაზ კოდუა ტუალეტიდან გაიტაცეს მილიციელებმა და თბილისში ჩამოაფრინეს...
თასი ჩვენია!
1965 წლის იანვარში საბჭოთა კავშირის იურისპრუდენციაში უპრეცედენტო რამ მოხდა: 20 იანვარს სიკვდილმისჯილი მალხაზ კოდუა შეიწყალეს. ამ საბუთს პირადად ლეონიდ ბრეჟნევმა მოაწერა ხელი და მანვე გააუქმა ხრუშჩოვის უარი კოდუას შეწყალებაზე. ბრეჟნევს საქართველოს ცეკას პირველმა მდივანმა ვასილ მჟავანაძემ სთხოვა კოდუას შეწყალება.
46 წლის მალხაზ კოდუა 1970 წელს გათავისუფლდა პატიმრობიდან და კოოპერაციულ წარმოებაში ჩაება. ის ამ დროისთვის ნახევრად ლეგალურ ბიზნესს აწარმოებდა და თამბაქოს დამზადებით იყო დაკავებული. კოდუა კვლავ „დინამოს“ ფანატი იყო და სწორედ ამან დააახლოვა ის საქართველოს მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ედუარდ შევარდნაძესთან. მილიციის შეფმა კარგად იცოდა კოდუას ნახევრად ლეგალური საქმიანობის შესახებ, მაგრამ ორი რამის გამო ხუჭავდა თვალს: პირველი – შევარდნაძეს მიაჩნდა, რომ პატიოსანი ბიზნესის წარმოება სოციალიზმის დროსაც შეიძლებოდა და კერძო წარმოებას ხელს უწყობდა. მალხაზ კოდუა კი (როგორც ადრე) კაპიკს აღარ ჰპარავდა სახელმწიფოს, უბრალოდ, ის ჭკვიანურად აწყობილ საწარმოს მეთაურობდა, ბევრ ფულს შოულობდა და ბევრი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული; მეორე – მალხაზ კოდუა უკვე თავის პირად, პატიოსანი შრომით ნაშოვნ ფულს უხდიდა ფეხბურთელებს და შევარდნაძეც „დინამოს“ ფანატი იყო. სწორედ ამ ორი ადამიანის ძალისხმევამ დააყენა თბილისის „დინამო“ აღორძინების გზაზე და 1976 წლის 3 სექტემბერს, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საბჭოთა კავშირის თასს დაეუფლა. მოსკოვში „დინამომ“ ერევნის „არარატი“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა და მთელი საქართველო გაახარა.
მოსკოვის ლეგენდარული მატჩის შემდეგ გამართულ ბანკეტს მალხაზ კოდუა უკვე ლეგალურად ესწრებოდა და მოწინააღმდეგე გუნდის ფანს, სამშობლოში გადაბარგებულ სპიტაკის მილიციის უფროსს, სურენ მარტიროსიანს, რომელიც, აგრეთვე, ბანკეტზე იმყოფებოდა, უთხრა:
 ეს ერთი და სხვა ათასი, ჩემო სურენ. ასეთ ამბებში ხშირად შევხვედროდეთ ერთმანეთს!
P.S. მალხაზ კოდუა 1998 წელს, 74 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა.

 

скачать dle 11.3