კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ამხილა პატიოსანმა მეეზოვემ ქართველი საქმოსანი

ერთხელ, ერთ საკმაოდ მსხვილ დატაცების საქმეს ვიძიებდი და ძალიან სერიოზულ, ბობოლა საქმოსანზე გავედი. ის დაკითხულიც კი არ გვყავდა და მისი პიროვნება მოულოდნელად ამოტივტივდა. ამიტომ, ჩემს ოპერებს ვუთხარი:
 – სწრაფად ჩხრეკაზე. მას ბინაში ბევრი ფული აქვს გადამალული და სანამ ვინმეს არ გაუფრთხილებია, ფაქტზე ავიყვანოთ.
მანქანებში ჩავსხედით და სასწრაფოდ ვაკეში გავცვივდით, სადაც ის საქმოსანი ფეშენებელური კორპუსის მესამე სართულზე ცხოვრობდა. სახლს წინიდან ხმაურიანი ქუჩა აკრავდა, უკნიდან კი – მყუდრო ტყე-პარკი. მას უზარმაზარი ბინა ჰქონდა და მთელი სართული ეკავა.
ძალიან სწრაფად მივედით და ზრდილობისთვის, კარზე ერთხელ დავრეკეთ ზარი, რადგან დარწმუნებულები ვიყავით, რომ ის კაცი მიხვდებოდა, ვინ ვიყავით და კარს არ გაგვიღებდა. ამისთვისაც წინასწარ ვიყავით მომზადებულები და კარი უნდა შეგვემტვრია. ჩვენდა გასაკვირად, კარი უმალვე გაიღო და ბინაში იმ კაცმა შეგვიპატიჟა. მე ეს სიტუაცია საეჭვოდ მომეჩვენა, მაგრამ ჩხრეკას შევუდექით. მასპინძელს ვაკვირდებოდი და სახეზე უკიდურეს ირონიას ვამჩნევდი, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მას უკვე მოესწრო ფაქტების მოსპობა, ან გადამალვა. უცებ კარზე ზარი დარეკეს და როდესაც ერთ-ერთმა ჩემმა ხელქვეითმა კარი გააღო, ოთახში მეეზოვის უნიფორმიანი მამაკაცი შემოვიდა. ხელში მას ტყავის შავი ჩანთა ეჭირა.
– ვინ ბრძანდებით? – ვკითხე ახალმოსულს.
– მე „დვორნიკი“ ვარ. აი, ეს „სუმკა“ უკანა ეზოში ვიპოვე და ყველა მეზობელს ვეკითხები, – ვისია-მეთქი და თქვენი ხომ არაა?
ბინის პატრონი ცივ უარზე იდგა, თუმცა ნიკაპი უკანკალებდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩანთა გავხსენით და ის ფულითა და ჩვენი მასპინძლის მაკომპრომატირებელი საბუთებით სავსე აღმოჩნდა.
– შენი პატიოსანი დედაც! – შეუკურთხა ჩვენმა მასპინძელმა მეეზოვეს, – ამ ჩანთაში ოთხასი ათასი მანეთია და წაგეღო, შეგერგებოდაო!
მერაბ ჯიქიას ნაამბობის
მიხედვით

скачать dle 11.3